ეჭვის მოსახსნელად - "საბურთალო" უეფასთვის მიმართვას ამზადებს, რას ამბობენ სფფ-ში?

AutoSharing Option
"საბურთალო"-"არარატ-არმენიას" მატჩის შემდეგ აქტუალური გახდა უკრაინული გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე კოეფიციენტების საეჭვო ცვლილებებზე წერდა.

15 აგვისტოს "საბურთალოს" პრეზიდენტმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში აღნიშნა, რომ ის აპირებდა მიემართა უეფასთვის, ეს მატჩი საფუძვლიანად გამოძიებულიყო, რადგან აღარ ყოფილიყო ხალხში ის ეჭვი, რომ ეს შეხვედრა იყო გარიგებული.

ჩვენ დღეს დავუკავშირდით თბილისური კლუბის პრესსამსახურს და გვითხრეს, რომ ისინი უკვე ამზადებენ უეფასთვის მიმართვას.

ამავდროულად, ჩვენ გადავამოწმეთ ინფორმაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში და როგორც პრესსამსახურში გვითხრეს, უეფას მხრიდან ამ მატჩის საეჭვო მდგომარეობასთან დაკავშირებით
არანაირი რეპორტი არ მისულა და მსგავსი ფაქტის შემთხვევაში, ისინი გაავრცელებდნენ ინფორმაციას.

შეგახსენებთ, თბილისური მატჩი სომეხთა გამარჯვებით, 2:0 დასრულდა, ხოლო პირველი მატჩი "საბურთალომ" სტუმრად 2:1 მოიგო.

altუკრაინული გამოცემა: "საბურთალოს" მატჩში კოეფიციენტები საეჭვოდ იცვლება

altტარიელ ხეჩიკაშვილი: ასეთი ჩაქოლვა გუნდის ვერ წარმომედგინა - უეფას მივმართავ, შეისწავლოს უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაცია

altკატასტროფა - "საბურთალო" "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და ევროპა ლიგიდან გავარდა! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 12 /
ტენდერ ხაჩიკიანის კლუბმა სკ "შულავერმა" ახლა გინდ უეფას მიმართოს გინდ გაეროს.
Iberia
17 აგვისტო 2019 00:28
3
ხეჩიკაშვილი რო იძახის თამაში არ გამიყიდიააო მართალია პრეზიდენტს რატო უნდა გაეყიდა მოგების შემთხვევაში უეფასგან ისედაც ბევრს მიიღებდა, თმაში ბატონო ტარიელა ბიძუა ფეხბურთელებმა გაყიდეს რომლებმაც ტოტალიზატორის მეშვეობით ლამის ერთი წლის და მეტი ფული გააკეთეს...
სვოი
16 აგვისტო 2019 20:35
4
ეგ თამაში ტოტალიზატორზე არ გაყიდულა. ანუ არ მიცემული ტოტალიზატორში მოგების მიზნით. ამ თამაშის ბედი ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა და დავალება მისცა ფეხბურთელებს წაეგოთ. ამის სანაცვლოდ რამდენი მიიღო ეგაა საინტერესო!
Vakhtang Lobzhanidze
17 აგვისტო 2019 01:14
0
ხეჩიკაშვილი რო იძახის თამაში არ გამიყიდიააო მართალია პრეზიდენტს რატო უნდა გაეყიდა მოგების შემთხვევაში უეფასგან ისედაც ბევრს მიიღებდა, თმაში ბატონო ტარიელა ბიძუა ფეხბურთელებმა გაყიდეს რომლებმაც ტოტალიზატორის მეშვეობით ლამის ერთი წლის და მეტი ფული გააკეთეს...
სვოი
16 აგვისტო 2019 20:25
1
თუ მაგათმა თამაში არ გაყიდეს, მაშინ მათ ფეხბურთში არაფერი ესაქმებათ..............
chabuka
16 აგვისტო 2019 17:11
0
პირველ თამაშში დაჯდა ტაიმბოლი - კოეფიციენტი 45.
მეორე თამაშში არარატის მოგება -კოეფიციენტი 3,5.
ნამრავლი 160 !!!
ორი თამაშის ყომარით 100 დოლარად შეიძლებოდა 16 000 დოლარის მოგება!
გულშემატკივარი
16 აგვისტო 2019 17:09
0
აქ ისეთი კომენტარები იწერება ქართველი ფეხბურთელების არაპროფესიონალიზმზე და ქართული ფეხბურთის ათას პრობლემაზე რო იფიქრებს ვინმე ალბად დიდი საფეხბურთო კულტურის და დისციპლინის გუნდთან წავაგეთ. ხალხო, კარგად ვიცით ჩვენი ფეხბურთის ამბავი მაგრამ იცით კენჭისყრის შედეგი რატო გაგვიხარდა??? იმიტომ რომ ჩვენზე კიდე უფრო არაპროფესიონალი, სუსტი, გამოუცდელი და ფეხბურთის უმეცრები შეგვხვდნენ!!! ამათთან არ შეიძლებოდა წაგება ძაან თუ არ მოვინდომებდით და ამაშია საქმე. ჩვენმა სანაქებოებმა კიდე მართლა ძაან მოინდომეს და შეასრულეს, აი ეს არის უბედურება და სამარცხვინო საქციელი!!!
sormona
16 აგვისტო 2019 16:55
1
ეს გუნდი ქვეყნის სირცხვილი გახდა, ტფუი თქვენ, ნეტა როგორ უნდა გახვიდეთ აწი და ითამაშოთ .....
sormona
16 აგვისტო 2019 16:32
3
სასაცილოა,სატირალი რომ არ იყოს,ქართულ ფეხბურთზე საუბარი საერთოდ.გაყიდეს,არ გაყიდეს რა მნიშვნელობა აქვს?დინამომაც ხომ არ გაყიდა თამაში ფეინორდთან?
ვაღიაროთ ერთხელ და სამუდამოდ.ნებისმიერ სპორტს სჭირდება პროფესიონალიზმი,დიდი შრომა,თვითდისციპლინა და თუნდაც მინიმალური ინტელექტი.ჩვენ,ქართველებს,ზემოთჩამოთვლილიდან არცერთი არ გვახასიათებს.ჩვენ ვართ სსრკ-ს შთამომავალნი და შინაგანად ისევ იქ დარჩენილი ერი,რომელმაც ვერა და ვერ გაიგო რომ კარს მიღმა 2-ე საუკუნეა.იგივე პრობლემა გვაქვს ბიზნესში,პოლიტიკაში,ხელოვნებაში.
უბედურება იმაშია,რომ არც გვინდა რაიმე ცვლილება.უფრო მოგვწონს წუწუნი და "ოცნება".
საბურთალოს ფეხბურთელებს რა უნდა მოსთხოვო,კლუბის პრეზიდენტს არ შესწევს ორი სიტყვის დალაგებულად გამოთქმა.ჰყოფნით ის 6-10 ათასი ლარი თვიურად,არც უნდათ მეტი.მთავარია ხიკლაზე და 10 წლის ბმვ-ზე ეყოთ.უმრავლესობა პლანის ქაჩვას ლამის ვარჯიშებზეც არ ეშვება.მერე გვიკვირს,რომ გარდა ყაზახეთის და რუსეთის კლუბებისა,არავის არ სჭირდებიან.
Gogita
16 აგვისტო 2019 16:19
1
ra uepas mimartavt, daakenet erti adgili romelic somex miliarders mikidet.
KUTAISELI
16 აგვისტო 2019 15:49
0
კიდევ უფრო უარესი. თუ ჩაწყობილი არ იყო, მაშინ ასეთი თამაშისათვის უფრო გასაკიცხია გუნდი.
თბილისელი
16 აგვისტო 2019 15:41
0

სიახლეები პოპულარული