საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრაში დანიას დაუპირისპირდა.
2017 წლის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლისპრიზიორთან მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე შედგა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. გამარჯვებულთა გუნდიდან გოლები იენსენ გეილმა და ნიკოლინ ჰაუგარდმა გაიტანეს.
თბილისი, მიხეილ მესხი 2
საქართველო-დანია 0:2
გოლები: 0:1 გეილი (14), 0:2 ჰაუგარდი (58)მსაჯები: რეელიკა ტური (ესტონეთი), კაროლინ კაიოვა (ესტონეთი), ანი რაჰულა (ესტონეთი), ნადეზდა პოლკოვნიკოვა (ესტონეთი)
საქართველო: გაბუნია, პასიკაშვილი, კალანდაძე, მატვეევა (72' მ. დანელია), ჭიჭინაძე (61' ჩემინავა), ჭყონია (80' ნ. დანელია), ტატუაშვილი,
სათადარიგო შემადგენლობა: სუხაშვილი, ნადირაშვილი, ქადაგიშვილი, აკობიძე, წოწერია, ხაბურზანია, სხირტლაძე, ბოლქვაძე
მთავარი მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე
დანია: აბელი, სავეცკე, კრისტიანსენი (76' მადსენი), ტროელსგაარდი, ნადიმი, ჰარდერი, ს. ლარსენი (76' ანდერსენი), იუნგე, პედერსენი, მ. იენსენი (46' სორენსენი), სვავა
სათადარიგო შემადგენლობა: კ. ლარსენი, სნერლე, ი. იენსენი, ჰოლმგაარდი
მთავარი მწვრთნელი: ლარს სუნდერგაარდი
საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფის მეორე შეხვედრაში იტალია ბოსნია-ჰერცეგოვინას ესტუმრა და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო შეხვედრას 8 ნოემბერს, სტუმრად იტალიის წინააღმდეგ გამართავს.
მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით