ლევან კობიაშვილი: საქართველო-ბელორუსის მატჩის ბათუმში ჩატარებაზე ვფიქრობთ

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, "facebook live"-ის საშუალებით, გულშემატკივრების კითხვებს უპასუხა. გთავაზობთ საკვანძო მომენტებს:

  • ყველაზე დაძაბული ჩემპიონატია, რაც მე მახსოვს.  ჩემპიონობისთვის 3 გუნდი იბრძვის. ფორმატი, რაც ჩვენ შევქმენით, წარმატებულად მუშაობს.

  • "ჩიხურასა" და ბათუმის "დინამოს" შემდგომი ემოციები გასაგებია. მიუღებელია ბათუმის "დინამოს" მფლობელის პოზიცია და ამაზე ვისაუბრე კიდეც ერთ-ერთ გადაცემაში. არ ვგულისხმობ, რომ პროტესტის და კრიტიკის უფლება არ გვაქვს, მაგრამ მსაჯის შეურაცხყოფა მიუღებელია. ასეთ დროს ევროპაშიც მიღებულია ჯარიმები და ასე იქნება ჩვენთანაც.
  • რაც შეეხება გიორგი კიკაჩეიშვილს, ის შეცდა, როდესაც პენალტი არ დანიშნა.
    მსაჯის მიერ გაწეული სამუშაო ფასდება ქულებით. თუ დაბალი ქულით შეფასდება, შეიძლება ერთი ან ორი ტური გამოტოვოს. შეიძლება ქვედა ლიგაში იმსაჯოს, რაც მათთვის ხელფასის კლებას ნიშნავს. ეს არის მიღებული ფორმა და გამონაკლისები არც ჩვენ ვართ.  ორივე შემთხვევაში, როგორც კლუბის მიმართ, ამოქმედდება უკვე შესაბამისი დაჯარიმების მეთოდი.
  • ფეხბურთელებიც ხშირად ცდებიან, მაგრამ რატომღაც მხოლოდ მსაჯის შეცდომები აღიქმება, როგორც გამიზნული. როდესაც ვამბობთ, რომ მსაჯმა მიზანმიმართულად დაჩაგრა გუნდი, მაშინ ფაქტებიც უნდა წარმოვადგინოთ. თუ ეს ფაქტები არ გვაქვს, არ შეიძლება ასე უბრალოდ არბიტრის დადანაშაულება, რადგან ეს აზარალებს ქართული ფეხბურთის იმიჯს. პროტესტი და კრიტიკა მისაღებია, მაგრამ ყველაფერს აქვს ზღვარი.
  • რაც შეეხება მოედნის საფარს, კატასტროფულ მდგომარეობაშია და საჩხერეში დაწყებულია სამუშაოები, რომ მომდევნო სეზონიდან ეს საკითხი მოგვარებული იყოს. მაგრამ ფაქტია, იმ მინდორზე არა მარტო ბათუმის "დინამომ", არამედ საჩხერის "ჩიხურამაც" და სხვა გუნდებმაც ითამაშეს.  ბათუმელთა ჩაგვრაზე დაუსაბუთებელი ლაპარაკი მიუღებელია.
  • სიმართლე გითხრათ, საქართველო-ბელორუსის მატჩის ბათუმში ჩატარებაზე ვფიქრობთ. თუმცა, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული და პირველ რიგში, სტადიონი უნდა იყოს მზად ამ მატჩის მისაღებად. მე გამიხარდება, თუ ეს მატჩი ამ ულამაზეს სტადიონზე გაიმართება.
  • ვლადიმირ ვაისის მუშაობა დამაკმაყოფილებელია, მისი წასვლის საკითხი არ დგას.
  • რაც შეეხება ვლადიმირ ვაისის მომავალს: ფაქტია, რომ მას მოქმედი კონტრაქტი აქვს. მიმაჩნია, რომ მისი მუშაობა დამაკმაყოფილებელია. ცხადია, შედეგის მიხედვით მეტი გვსურს, მაგრამ საერთო ჯამში, ვაისის მუშაობა დადებითად უნდა შეფასდეს. დღევანდელი მოცემულობით, ვაისის დარჩენა-არდარჩენის საკითხი არ დგას.

altბათუმი თუ თბილისი? - სად გსურთ გაიმართოს ერთა ლიგის ნახევარფინალი? [გამოკითხვა]

altლევან კობიაშვილი გულშემატკივრების კითხვებს პასუხობს [LIVE]

მკითხველის კომენტარები / 25 /
მაგ სისულელე ამოიდგა თავიდან,სად 20 000 და სად 55 000.ბათუმში სხვა დროს ათამაშეთ.მერე რა რო ახალი სტადიონია.
კახა ქ.
08 ნოემბერი 2019 00:17
0
რა ბათუმში ხომ არ გძმარავს, თბილისში კბილებ ალესილები ველოდებით მაგ თამაშს. ბათუმი არა სტამბოლი
Grisha
07 ნოემბერი 2019 19:36
21
ამ თამაშის დასწრებაზე ისეთი მოთხოვნა იქნება რომ 55 000 კი არა 70 000-იც კი მოვა
და ბათუმის სტადიონი არ არის კარგი იდეა მაგისთვის

ჩემთვის სულ ერთია.
სადაც არ უნდა ჩატარდეს მაინც წავალ. თან გაზაფხულზე ბათუმში გასეირნება კარგი იდეაა.

მარა ბათუმის 20 000 იანი, პატარა ტევადობაა და სტადიონის გარეთ ბევრი მსურველი დარჩება/

ისე ზოგადად მომხრე ვარ რომ ბათუმშიც და თბილისშიც თანაბრად ჩატარდეს ეროვნულის თამაშები
გოგა
07 ნოემბერი 2019 21:24
1
ბაქოში ჩაატარე ლევან, მამა გენაცვალოს. შენ მეტი ჭკუა მაინც არ მოგეკითხებოდა არასოდეს
დინამოელი
07 ნოემბერი 2019 20:11
19
მაგ თამაშზე დინამო არენაც გაივსება თუმცა ბათუმზეც არ ვარ წინააღმდეგი მე პირადად სამტრედიიდან უფრო გამიადვილდება მარა ბილეთი თუ კატასტროფულ ფასად იქნა ისევ თბილისში ჯობია რადგან ასეთი პრინციპული თამაშისთვის 20 ათასი კაცი თბილისში კი 55 ათასი გარანტიებული იქნება.
dato
07 ნოემბერი 2019 19:33
0
პარლამენტარობა რად გინდოდა, ოქროვ? საქმე არ გქონდა?
zurab
07 ნოემბერი 2019 21:59
7
კი ესეთი წარმატება არასოდეს არ გვქონია. ჯგუფში ნაკრები პირველ ადგილზეა, კლუბები ევროპა ლიგაზე ყოველ წელს გვყავს. ნუ ხანდახან ჩემპიონთა ლიგაზეხ გცყავს კლუბი. ყოჩაღ ლევანი საქმეს კარგად აკეთებ. დანიშნე ბათუმში ან უფრო მცირე სტადიონზე, რომ ყველა მსურველი ვერ მოვხვდეთ სტადიოზე.
G.LA
07 ნოემბერი 2019 21:56
4
ბათუმელი ვარ და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს მიუხედავად იმისა რომ ოცნებაზე მეტია ჩვენთვის ნაკრების თამაში ბათუმის სტადიონზე ვფიქრობ განხილვადაც არ ღირს რომ აქ ჩატარდეს ეგ თამაში, ნაკრების დაარსების დღიდან ასეთი შანსი არასდროს გვქონია და ამას მოუთმენლად ელის გულშემატკივარი, რაღაც იმედის ნაპერწკალი გაგვიჩნდა და საქომაგოდ მთელი ერი ვემზადებით ძალიან გთხოვთ თავი შეიკავეთ მსგავსი ფიქრებიდან და ნაკრების თამაშის ხარისხზე და შედეგზე იფიქრეთ თორე მხოლოდ ვაისი არ წავა პოსტიდან..
ჩორნა
08 ნოემბერი 2019 10:11
1
ნუ ბოდავთ, წლის კი არა და საუკუნის მატჩია ჩვენთვის და ჩაატარეთ მთავარ სტადიონზე!
ქუთაისელი
08 ნოემბერი 2019 10:21
0
ეს რა მაგრად აჩანჩხარებს ისტორიული თამაშია და მარტო ბათუმელებმა უნდა უყურონ
Alibeg
07 ნოემბერი 2019 21:31
7
მაინც რა სასწაულია ეს ქართული ზმნა - რა კაგად გამოხატავს სათქმელს - აჩანჩხარებს :)
იდალგო
08 ნოემბერი 2019 01:31
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული