ლევან კობიაშვილი: საქართველო-ბელორუსის მატჩის ბათუმში ჩატარებაზე ვფიქრობთ

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, "facebook live"-ის საშუალებით, გულშემატკივრების კითხვებს უპასუხა. გთავაზობთ საკვანძო მომენტებს:

  • ყველაზე დაძაბული ჩემპიონატია, რაც მე მახსოვს.  ჩემპიონობისთვის 3 გუნდი იბრძვის. ფორმატი, რაც ჩვენ შევქმენით, წარმატებულად მუშაობს.

  • "ჩიხურასა" და ბათუმის "დინამოს" შემდგომი ემოციები გასაგებია. მიუღებელია ბათუმის "დინამოს" მფლობელის პოზიცია და ამაზე ვისაუბრე კიდეც ერთ-ერთ გადაცემაში. არ ვგულისხმობ, რომ პროტესტის და კრიტიკის უფლება არ გვაქვს, მაგრამ მსაჯის შეურაცხყოფა მიუღებელია. ასეთ დროს ევროპაშიც მიღებულია ჯარიმები და ასე იქნება ჩვენთანაც.
  • რაც შეეხება გიორგი კიკაჩეიშვილს, ის შეცდა, როდესაც პენალტი არ დანიშნა.
    მსაჯის მიერ გაწეული სამუშაო ფასდება ქულებით. თუ დაბალი ქულით შეფასდება, შეიძლება ერთი ან ორი ტური გამოტოვოს. შეიძლება ქვედა ლიგაში იმსაჯოს, რაც მათთვის ხელფასის კლებას ნიშნავს. ეს არის მიღებული ფორმა და გამონაკლისები არც ჩვენ ვართ.  ორივე შემთხვევაში, როგორც კლუბის მიმართ, ამოქმედდება უკვე შესაბამისი დაჯარიმების მეთოდი.
  • ფეხბურთელებიც ხშირად ცდებიან, მაგრამ რატომღაც მხოლოდ მსაჯის შეცდომები აღიქმება, როგორც გამიზნული. როდესაც ვამბობთ, რომ მსაჯმა მიზანმიმართულად დაჩაგრა გუნდი, მაშინ ფაქტებიც უნდა წარმოვადგინოთ. თუ ეს ფაქტები არ გვაქვს, არ შეიძლება ასე უბრალოდ არბიტრის დადანაშაულება, რადგან ეს აზარალებს ქართული ფეხბურთის იმიჯს. პროტესტი და კრიტიკა მისაღებია, მაგრამ ყველაფერს აქვს ზღვარი.
  • რაც შეეხება მოედნის საფარს, კატასტროფულ მდგომარეობაშია და საჩხერეში დაწყებულია სამუშაოები, რომ მომდევნო სეზონიდან ეს საკითხი მოგვარებული იყოს. მაგრამ ფაქტია, იმ მინდორზე არა მარტო ბათუმის "დინამომ", არამედ საჩხერის "ჩიხურამაც" და სხვა გუნდებმაც ითამაშეს.  ბათუმელთა ჩაგვრაზე დაუსაბუთებელი ლაპარაკი მიუღებელია.
  • სიმართლე გითხრათ, საქართველო-ბელორუსის მატჩის ბათუმში ჩატარებაზე ვფიქრობთ. თუმცა, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული და პირველ რიგში, სტადიონი უნდა იყოს მზად ამ მატჩის მისაღებად. მე გამიხარდება, თუ ეს მატჩი ამ ულამაზეს სტადიონზე გაიმართება.
  • ვლადიმირ ვაისის მუშაობა დამაკმაყოფილებელია, მისი წასვლის საკითხი არ დგას.
  • რაც შეეხება ვლადიმირ ვაისის მომავალს: ფაქტია, რომ მას მოქმედი კონტრაქტი აქვს. მიმაჩნია, რომ მისი მუშაობა დამაკმაყოფილებელია. ცხადია, შედეგის მიხედვით მეტი გვსურს, მაგრამ საერთო ჯამში, ვაისის მუშაობა დადებითად უნდა შეფასდეს. დღევანდელი მოცემულობით, ვაისის დარჩენა-არდარჩენის საკითხი არ დგას.

altბათუმი თუ თბილისი? - სად გსურთ გაიმართოს ერთა ლიგის ნახევარფინალი? [გამოკითხვა]

altლევან კობიაშვილი გულშემატკივრების კითხვებს პასუხობს [LIVE]

მკითხველის კომენტარები / 25 /
დინამოზე რათქმაუნდა
გიორგი
08 ნოემბერი 2019 17:56
0
დამაკმაყოფილებელი ჩემ დროს სკოლაში სამიანს ნიშნავდა და სწორედ რომ სამოსნის დარი თავდაჯერებულობა და ფსიქოლოგია აქვს ვალოდიას! სამოსანივით მშიშარა და უინტერესოა!
ბასკი
08 ნოემბერი 2019 15:22
0
ნახევარფინალი აუცილებლად უნდა ჩატარდეს დინამო არენაზე რამოდენიმე მიზეზის გამო:
დინამო არენა - ქვეყნის ყველაზე დიდი და ცენტრალური სტადიონია. ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველა მნიშვნელოვანი თამაში მანდაა ჩატარებული და ეს მატჩიც ასეთების სიაში შედის;
სტადიონის ტევადობა - ასეთ მატჩში ძირითადი კრიტერიუმი იქნება, თითქმის 2,5-ჯერ მეტ მაყურებელს ექნება დასწრების საშუალება და შესაბამისად ბილეთის ფასიც უფრო სტაბილური იქნება;
ამინდი - ზღვისპირეთისათვის დამახასიათებელი ტენიანობიდან გამომდინარე ბევრად დიდი შანსია იმისა, რომ ბათუმში მაგ დროს ნალექი იყოს. თბილისში ამის შანსი ნაკლებია;
სტადიონის კონსტრუქციის მედეგობა - ამ თამაშზე იქნება სრული ანშლაგი. არავინ იცის მაყურებელი რას მოვიმოქმედებთ განსაკუთრებით მაშინ, როცა სიტუაცია აპოგეას მიაღწევს. დინამო საიმედო და გამოცდილი კონსტუქციაა, 100 000 გაგიჟებული გულშემაკივრისათვისაც გაუძლია, ბათუმში კი ეჭვი მეპარება ამ თამაშამდე ასეთი სრული დატვირთვის გამოცდა მოხერხდეს.
ამიტომ, ეს ისტორიული მატჩი აუცილებლად ისტორიულ დინამოზე....
ანესთეზეოლოგი
08 ნოემბერი 2019 13:54
3
ვისაც სრული სიმართლე აინტერესებს ქართულ ფეხბურთზე, სხვადასხვა ინტერესების გათვალისწინებისა და ყოველგვარი მორიდების გარეშე, გაეცანით წერილს "ილუზიების ტყვეობაში".
goga
08 ნოემბერი 2019 12:21
1
ასეთი "კრეატიული" იდეები თავისით მოგდით თუ ვინმე გკარნახობთ, საუკუნის შანსი გვაქვს და ახლა მოგინდათ ექსპერიმენტები? ელემნტარული არითმეტიკა მაინც არ იცით 20 000 უფრო მეტია თუ 50 000 ? მოეშვით ამ სისულელეებს და საქმეს მიხედეთ საქმეს .... ეს გაუბედურებული ქართული ფეხბურთი 2-3 კაცის საკუთრება ნუ გგონიათ, მისი მთავარი მოანაწილე გულშემატკივარია და არა დროებით ფედერაციის ხელმძღვანელობაში მყოფი პირები.
.........
08 ნოემბერი 2019 11:23
0
ნუ ბოდავთ, წლის კი არა და საუკუნის მატჩია ჩვენთვის და ჩაატარეთ მთავარ სტადიონზე!
ქუთაისელი
08 ნოემბერი 2019 10:21
0
ბათუმელი ვარ და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს მიუხედავად იმისა რომ ოცნებაზე მეტია ჩვენთვის ნაკრების თამაში ბათუმის სტადიონზე ვფიქრობ განხილვადაც არ ღირს რომ აქ ჩატარდეს ეგ თამაში, ნაკრების დაარსების დღიდან ასეთი შანსი არასდროს გვქონია და ამას მოუთმენლად ელის გულშემატკივარი, რაღაც იმედის ნაპერწკალი გაგვიჩნდა და საქომაგოდ მთელი ერი ვემზადებით ძალიან გთხოვთ თავი შეიკავეთ მსგავსი ფიქრებიდან და ნაკრების თამაშის ხარისხზე და შედეგზე იფიქრეთ თორე მხოლოდ ვაისი არ წავა პოსტიდან..
ჩორნა
08 ნოემბერი 2019 10:11
1
კარგა ხანია მსგავსი სისულელე არ მსმენია. ბათუმში სხვა მატჩი ჩაატარეთ დავიჯერო უარყოფით მხარეებზე არ გიმსჯელიათ?
თორნიკე
08 ნოემბერი 2019 07:33
3
სად აქვთ ამდენი ტვინი,რომ მაგდენი იფიქრონ??
კახა
08 ნოემბერი 2019 09:27
0
მაგ სისულელე ამოიდგა თავიდან,სად 20 000 და სად 55 000.ბათუმში სხვა დროს ათამაშეთ.მერე რა რო ახალი სტადიონია.
კახა ქ.
08 ნოემბერი 2019 00:17
0
რა მაკვივრებს იცით,შალკეში და ჰერტაში ნათამაშები კაცი,როგორ იძახი ვაისის კმაყოფილი ვარო.ისეთი შედეგით,რაც ვაისს ააქვს,ეს გუნდები შენი ფეხბურთელობის დროს ამ მწვრთნელს დატოვებდნენ თუ არა.
კახა ქ.
08 ნოემბერი 2019 00:10
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული