8 ნოემბერს, ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ მატჩში საქართველოს ნაკრები იტალიასთან 0:6 დამარცხდა.
ქალაქ ბენევენტოში ჩატარებულ მატჩში ჯგუფის ლიდერმა იტალიამ საქართველოს ნაკრებს პირველივე ტაიმში 5 უპასუხო გოლი გაუტანა, საბოლოოდ კი 6:0 გაიმარჯვა.
საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში ოთხივე შეხვედრა წააგო (ბურთების შეფარდება 1:16) და 12 ნოემბერს სტუმრად დანიას დაუპირისპირდება.
საქართველო: გაბუნია, ტატუაშვილი, სუთიძე, კალანდაძე, რაუხი, პასიკაშვილი, თოდაძე, ციკოლია (დანელია 55), ბაქრაძე, ჭიჭინაძე, მატვეევა (ჩემინავა 73)