გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ

AutoSharing Option
ქართველმა სპეციალისტმა გიორგი დევდარიანმა ტელეკომპანია იმედის პირდაპირ ეთერში საქართველოს ნაკრებისა და ჩემპიონატის შესახებ ისაუბრა. 

"შვეიცარიასთან მატჩს რაც შეეხება, იყო განსხვავებული ორი ტაიმი, თუმცა მეორე ნახევარში ვაჯობეთო, ძალიან ხმამაღალი ნათქვამია.

არის თამაშები, რაღაცას ვშვრებით თითქოს, თუმცა ღირსეული წაგეგებით უკვე დავიღალეთ.

ძალიან მინდა გასახარი რამ ვთქვა, თუმცა ტყუილების რახარუხს ვერ დავიწყებ. ოპტიმიზმის ასეთ საფუძველსაც ვერ ვხედავ. გიბრალტარის გარდა ჯგუფში თამაში ვერცერთ გუნდს მოვუგეთ. მათთან და ყაზახეთთან მოგებებით შევიქმენით ფონი.

მე მოყვარეს პირში უზრახეს პრინციპით ვამბობ ამას. შეხედეთ ჩვენს კლუბებს, ჩვენს საკლუბო ფეხბურთს
შეხედეთ. ხედავთ ოპტიმიზმის საფუძველს? ეროვნულ ლიგა 2-ს გადაავლეთ თვალი, რა ხდება, როგორი თამაშები მიდის. ძალიან მინდა მქონდეს, თუმცა ოპტიმიზმის საფუძველს უახლოეს მომავალში ვერ ვხედავ. ხვალ და ზეგ არ ვიცი რა იქნება. ვაისი წავა და ცხადაძე მოვა თუ რა იქნება, მე არ ვიცი, მაგაზე ხვალ ვისაუბროთ და დღეს, მე, ჩვენი ჩემპიონატის შემხედვარე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ.

თქვენ ხედავთ ეროვნული ჩემპიონატის პროგრესს? 6 გუნდია ეროვნულ ლიგა 1-ში ხელფასი რომ არ აუღიათ ფეხბურთელებს, ქუთაისის "ტორეპდო" დაშლის პირასაა, იქ კორუფცია და ჩაწყობილი თამაშების ეს მასშტაბები 20 წელია ფეხბურთში ვარ და არ მინახავს.

თუ ჩვენს თვალებში ნაცრის შეყრა გვინდა, ვიძახოთ, რომ ყველაფერი კარგად არისო, თუმცა მე ვერ ვხედავ და ვინც ხედავს, გაატარეთ.

გეტყვით რითიც ვაფასებ პროგრესს. საჩხერის "ჩიხურა" დიღმის ტყეპარკში ვარჯიშობდა ევროთასების თამაშების წინ. ვხედავ "ტორპედოს", "ვიტ-ჯორჯიასა" და ბოლნისის "სიონს" და რა ოპტიმიზმზე უნდა ვისაუბრო.

მესმის, არის მცდელობები, ყველა რაღაცას ვწვალობთ, თუმცა მე ძალიან ცუდად ვხედავ ჩვენს ჩემპიონატს, განსაკუთრებით იმას, რაც ეროვნულ ლიგა 2-ში ხდება."

altსაქართველოს ნაკრები შვეიცარიასთან დაძაბულ მატჩში მინიმალური ანგარიშით დამარცხდა [VIDEO]

altვლადიმირ ვაისი: მეორე ტაიმში უკეთესი გუნდი ვიყავით - ერთი შეცდომა დავუშვით და დავმარცხდით

მკითხველის კომენტარები / 35 /
გორის დილას 9 მლნ. რომ ქონდა შსს დაფინანსება აბა მაშინ რა გიჭირდა შე დალოცვილო :)
QT
18 ნოემბერი 2019 22:26
1
ცქიფო მართალი კაციც ხარ და ჭკვიანი მწვრთნელიც, მაგრამ მეტი გამბედაობა და აქტიურობა გმართებს. ნაკრების მწვრთნელობაზეც რომ თავი შეიკავე, არა მგონია მაშინ რომ სწორი ნაბიჯი იყო.
შაკო
18 ნოემბერი 2019 15:33
1
დევდარიანი-100%!
გივი-გია
18 ნოემბერი 2019 15:02
1
საქართველოში ნიჭიერ ფეხბურთელს ახლობლის შვილი ურჩევნიათ იმიტომ ხართ ასეთ დღეში და კიდე სქელი ჯიბიანი მამიკოს შვილები
შოკირებული გულშემატკივარი
18 ნოემბერი 2019 12:33
0
არველაძის "ხელის ბიჭი"
კაი რა გიო
18 ნოემბერი 2019 11:18
4
კარგით რაა.რა პროგრეს ვერ ხედავთ?ვგულისხმობ ნაკრებს.თამაშის ხარისხი არის ძალიან გაუმჯობესებული არის გააზრებული ფეხბურთი.შვეიცარიას ან დანიას ამ ნაკრებს რომელი მწრთვნელი მოუგებდა?და მეორე დევდარიანი არის დაბოღმილი და მეტი არაფერიი .
Buxrika
18 ნოემბერი 2019 11:10
12
ასეა სამწუხაროდ, კიდევ კარგი ნაკრები გვყავს ამის ფონზე, ამის შემხედვარე ფეხბურთელებიც უცხოურ კლუბებში გარბიან, თუნდაც დაბალი დონის ჩემპიონატში, რათა ხელფასი მაინც მიიღონ სტაბილურად. ელემენტალურად სტადიონები რა დღეშია,ან საჩხერის ჩიხურა სად თამაშობს ან ბათუმის დინამო, ქეცბაიაც სულ ამას ამბობდა. ვაისსაც დარწმუნებული ვარ არ აძლევენ სრულ თავისუფალ გადაწყვეტილებების საშუალებას, ისიც მალე წავა. გახსოვთ ალბათ ბოსკამპიც იყო ჩვენი ნაკრების მწვრთნელი საკმაოდ კარგი, მაგრამ გააქციეს კაცი გასაქანი არ მისცეს,ასე რომ .......არ ვიცი რამე თუ ეშველება ამ ყველაფერს.
გიორგი კაჭკაჭიშვილი
18 ნოემბერი 2019 02:32
2
ნახეთ ხორვატები, ჩვენ ხელა ქვეყანაა, როგორი მთავრობა ყავთ, როგორი სპორცმენები, რა მშრომელი ხალხია, გენეტიკის ამბავია ყველაფერი ეს.
s.s.
18 ნოემბერი 2019 02:08
4
es imisbralia ro wlebis mandzilze stadionebs rom angrevdnen,da mindvris nacvlad xelovnur safars rom agebdnen,da bevri amaze xmas romarigebda...da populizmze zedmetia saubari,tamashis angarishebs gazetebidan da internetis sashvalebit tu gaigebda xalxi...da exla yvelaferis keteba nulidan romiwyeba imitomvart amdgeshi...
romandro
18 ნოემბერი 2019 01:49
0
ნებისმიერ საქმის კეთებას ჭირდება ერუდირებული,ჭკვიანი ,საქმის მცოდნე ადამიანები.შანსი არის რომ კობიაშვილს,იაშვილს,მუჯირს ფეხბურთის განვითარებას რომ ჩააბარებ,რომლებსაც წიგნი არა აქვთ წაკითხული იმისგან რამე გამოვიდეს? ამას ხომ ტვინი ჭირდება.სანამ პარტიული და ძმაკაცური ნიშნით უცოდინარ ხალხს დანიშნავენ არაფერი არ გამოვა. მარტო ფეხბურთში კი არა ყველა სფეროში.ამიტომაც ვართ სამარცხვინო დღეში
ბანანის მენტალიტეტის ქართველები
18 ნოემბერი 2019 00:18
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული