სანდრო ცნობილაძე: ქოჩორაშვილის მოვლენა ევროპული მიდგომის შედეგია, რომელიც ჩვენსას სჯობს... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "სპორტალში" ცნობილმა ქართველმა სპორტულმა ჟურნალისტმა სანდრო ცნობილაძემ გიორგი ქოჩორაშვილის შესახებ ისაუბრა და რამდენიმე საინტერესო საკითხი გამოჰყო.

მკითხველის კომენტარები / 8 /
კარგით რაა.მსაჯის დამატებული წუთები ითამაშა და ლამის ზეიმი მოაწყვეთ.აცალეთ ბიჭს შრომა.ალექსიძემაც ითამაშა ორი თამაში ჩელსში,მარა გააკეთა რამე ღირებული კარიერაში?ყენია 18წლის თამაშობდა შალკეს ძირითადში მარა გააკეთა რამე მერე?ხბოს აღტაცების როლში გამოვდივართ,არიქა ლა ლიგაში 5 წუთი ითამაშა და ამაზე გადაცემას აკეთებენ.რა აბსურდია დაფიქრდით.სირცხვილია.
Master
15 ივლისი 2020 18:39
3
რატი ალექსიძე.1996 წელს ვარჯიშობდა ჩელსიში,მაგრამ თამაშის უფლება არ ჰქონდა და საქართველოში დაბრუნდა.ჩელსიმ უკვე ძალიან კარგად იცოდა მისი შესაძლებლობები და ამიტომაც მიიწვია განმეორებით.მის გვერდით დუბლებში,ჯონ ტერიც თამაშობდა,ასე რომ სახუმარო ნამდვილად არ იყო იქ ყოფნა და ჩემპიონატში 2 თამაშთან ერთად,ევროპაზეც რომ ითამაშა,ეს ნიშნავს,რომ ძირითადს ძალიან მიახლოებული იყო.მერეო?იტყვი.მერე იყო ტრავმა,რომელიც 11 თვე იმკურნალა.სხვათა შორის ტრავმა,საქართველოს ნაკრებში მიიღო და მის კარიერაზე,დამანგრევლადაც იმოქმედა.დინამოში დაბრუნებულმა ფორმა აღიდგინა და როსტოვში წავიდა.სადაც 9 თამაში ჩაატარა და ოჯახური პრობლემების გამო,საქართველოში დაბრუნდა და კარიერა დაამთავრა.სწორედ ამ დროს იყო,სააკაშვილის საამაყო პოლიციამ მანქანა რომ ჩამოართვა დაულუქა და მერე ვითომ დალუქული მანქანით,თვითონ პოლიციის მაღალი ჩინები დაგრიალობდნენ.ვერაფრით დაიბრუნა.ამავე პერიოდში რატის მამაც გარდაეცვალა და ყველა მხრიდან გამწარებულ იმედგაცრუებული,ნარკოტიკებზე შეჯდა,თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ მაინც შეძლო თავის მორევა და კარიერა განაახლა ჯერ საქართველოში,შემდეგ კი უნგრეთშიც და მხოლოდ მძიმე ტრავმისგამო დაამთავრა კარიერა.ლევან ყენია,19 წლისა,უკვე შალკეს შემადგენლობიაში თამაშობდა და ამჟამად ბარსელონას ვარსკვლავ ივან რაკიტიჩთან იყოფდა სათამაშო დროს.ენდობოდნენ,გოლებიც გაჰქონდა,მაგრამ მძიმე ტრავმა მიიღო.დიდი ხანი მკურნალობდა,მწვრთნელს ეჩქარებოდა მისი შემადგენლობაში დაყენება და ბოლომდე მოუმზადებელი კვლავ შეუშვა მოედანზე.შედეგად რეციდივი,რამდენიმე ოპერაცია,დაკარგული დრო და იმ დონემდე,ვეღარც ლევანი ავიდა.ვერც ავიდოდნენ,რადგან ის წლები გამოტოვეს,როცა უნდა ეთამაშათ და განვითარებულიყვნენ.მათზე ნიშნისმოგებით საუბარი კი არა,სინანული და გულის დაწყვეტაა საჭირო.ნაცარშვილამდე ლა ლიგაში ორი ქართველი თამაშობდა და ვერც ერთმა ვერ ითამაშა ტრავმების გამო.არ უნდა გვიხაროდეს და არ არის დიდი მოვლენა,მისი დებიუტი?ჩემი აზრით არის,მით უფრო,რომ ის უკვე 2 წელია ესპანეთშია და კლუბი გეგმაზომიერად ამზადებს ძირითადისათვის.ის, მენტალურად გაცილებით უფრო მომზადებულია პროფესიული კარიერისათვის,შეგუებულია ევროპის ცხოვრების სტილს,ვიდრე ადრინდელი თაობის ნიჭიერი ბიჭები.გიორგი ესპანურ გარემოში უცხო არ არის და ეს მას კიდევ უფრო მეტ შანსს აძლევს,იქ დამკვიდრებისათვის.ასე რომ გვიხაროდეს და იმედი ვიქონიოთ.საერთოდაც ამჟამინდელი ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელები გაცილებით უკეთ იცნობენ ევროპას,ვიდრე პირველგამკვალავები,თუმცა ახლა კონკურენციაა გაცილებით უფრო მკაცრი და ჭირს იქ ფეხის მოკიდება.
სოსო
16 ივლისი 2020 15:30
1
ცნობილაძეც არ მყავდეს ახლა ექსპერტი, პორტუგალია-საქართველოს მატჩის მერე მაგან არც უნდა გამოიხედოს ფეხბურთისაკენ...
smrzy))
15 ივლისი 2020 18:46
12
ცნობილაძე თქვენი თანამშრომელია თუ რატომ დებთ ხოლმე კომენტარებს? ახალი ამერიკა აღმოაჩინა ცნობილაძემ? მენტალიტეტ დებილ გახსოვთ ალბათ ჯერ კიდევ 90-იან წლებში გვითხრა ბოსკამპმა.თუმცა ახალ თაობაში გარკვეულწილად შეცვლილია მიდგომა ფეხბურთისადმი და ამიტომაც ჩნდებიან ნელ-ნელა ჩვენები ევროპის წამყვან ქვეყნებში.
1
15 ივლისი 2020 17:43
2
საკითხისადმი მიდგომა არის დასაფასებელი, ვინც მას ეს გზა გაატარა მისი დამსახურება ეს წარმატებაც... ბევრი ცხვირს აბზიკავდა ჟირონაში თამაშზე, ამან ასე არ ქნა, დაბალი საფეხურიდან დაიწყო, შეგუების პროცესი გაიარა სხვა გარემოსთან, მოემზადა და აგერ უკვე ლა ლიგამდეც მივიდა. თან ჩვენ ვსაუბრობთ 21 წლის ბიჭზე, ფაქტობრივად ყველაფერი წინ აქვს მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის რომ ფუნდამენტი სწორი აქვს ჩაყრილი და შესაბამისად დამაიმედებელია... გარეგნულად მე რასაც შევხედე, ფიზიკურად ჩამოყალიბებული ყავთ, ეგ რა ტანზეც დგას უკვე დღეს, ეგეთ ტანზე არცერთი ფეხბურთელი არ არის ჩვენს ჩემპიონატში.
ატლანტამ მხრები გაშალა
15 ივლისი 2020 22:26
1
ნთელი გადაცემა მიუძღვნეს 6 წუთი შეცვლაზე შესვლას.
სუფთა გელა ნუგზარაშვილია.
გენა
16 ივლისი 2020 10:03
1
რას ერჩით! ძლივს ერთი კაცი მაინც მიხვდა საქართველოში,თუ სადაა ძაღლის თავი დამარხული.ყოჩაღ, ამხ. ცნობილაძე!
დ.დ.
16 ივლისი 2020 02:41
1
ერტი წუტიიი ითამაშა ტიპმა და ტვინიი წაიგეს
კაით რა ხალხოო
კაით
nikoloz
16 ივლისი 2020 13:24
1

სიახლეები პოპულარული