კახა ჩხეტიანი: მთელ საქართველოს ბოდიშს გიხდით...

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა "ტირანასთან" გამართული მატჩის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. 

"ფეხბურთელებს უგულოდ თამაშში ვერ დავადანაშაულებ. თუ მათ რაღაც არ გამოუვიდათ, ეს ჩემი ბრალი იყო. მეტოქემ ყველაფრის შანსი მოგვცა, სივრცეებიც იყო, შეტევის საშუალებაც, მაგრამ ვერ შევქმენით...

ძირითად შემადგენლობაში მოხვედრილი ყველა მოთამაშე იმსახურებდა თამაშს. თუ სწორად არ შეირჩა 11 ფეხბურთელი, ესეც ჩემი ბრალი გახლავთ.

არაფერი გამოგვივიდა, ამიტომაც დავმარცხდით. რამე რომ გამოგვსვლოდა, უკეთეს შედეგს ვნახავდით. ჩემს თავზე ვიღებ ყველაფერს.

ყველანაირად ვეცდებით, რომ დღეს რა თამაშიც ნახეთ, ევროპა ლიგაზე ეს აღარ
იხილოთ. არაფერი გამოგვივიდა, შემდეგში კი ყველაფრის გამოსწორებას ვცდით.

პერნამბუკოს ფლანგზეც უთამაშია, ცენტრშიც უთამაშია, მაგრამ არ ვიცი, ვერაფერს ვიტყვი. ქავთარაძეს მიკროტრავმა ჰქონდა და ამიტომ ვერ მიიღო შეხვედრაში მონაწილეობა. 

ევროპის ლიგისთვის გაძლიერებას რამდენად შევძლებთ, ეგ არ ვიცი. რა ბირთვიც გვყავს, იმას სამუშაო აქვს. ყველას ბოდიშს გიხდით, თქვენც, მთელ საქართველოს, ყველას გული დაგწყვიტეთ.

თუ ხელმძღვანელობა ჩათვლის, რომ ჩემთან ერთად გუნდი ვერ ვითარდება, იქნებ გზებიც გაიყაროს, არ იქნება პრობლემა", - განაცხადა ჩხეტიანმა. 

altთბილისის "დინამო" "ტირანასთან" დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა



მკითხველის კომენტარები / 120 /
ეჰჰ ბატონო კახა ჩემო ბებერ შენ საერთოდ მწვრთნელი რატომ გქვია მე აზრზე არ ვარ!ბოდიშს როცა იხდი მინიმუმ ყური მაინც უნდა გიწითლდებოდეს,მაგას რა უნდა ფულს მიხდიდნენ და ბოდიშებს ყოველ წამს მოვიხდი.მაგაში არაა პრობლემა!პრობლემა არის სუფთა სინდისში!!აი იმაში რაც საერთოდ არავის არ გაგვაჩნია ამ ქვეყანაში.უარესის ღირსი ვართ რომ ყოველ თქვენს თამაშებს დიდი იმედებით ველით ახია ჩვენზე))წახვალ და სხვა მოვა და გვატრიალებს ეგეც წრეზე.იხადეთ ბოდიშები რამდენიც გინდათ.აი მართლა გულით მაინტერესებს რას ფიქრობთ ამ მომენტში შენც,ფეხბურთელებიც და ფიფიაც.აი მართლა თავს პროფესიონალებად ხომ არ თვლით?გთხოვთ მითხარით რომ არ თვლით!!!!თქვენ ყველას გვაყენებთ ამ თქვენი კომენტარითაც შეურაცხყოფას!მანდ არ იჯექი ნინუას რო ყიდიდნენ? 200 000 კი არ უნდა იყოთ დახამებული ეს არის დღევანდელ ფეხბურთში სასაცილო თანხა ამდენს უნდა იხდიდეთ ბიჭო მინიმუმ ფეხბურთელში.ან რამდენ ასეულ მილიონს გიხდით სახელმწიფო?სახელმწიფო კი არა ხალხი! სად მიდის ეგ ფული სინდისი სად გაქვთ ბიჭო სინდისიიიიი????????მშიერი ქვეყანა გიხდით რამოდენიმე ასეულ მილიონს და თქვენ ამ ფულს ატრიალებთ კორუფციაში?აი ხალხო მართლა გულით მაინტერესებს როდემდე ვითმინოთ ასეთი ამბები???????????აი დაფიქრდით ბიჭო დაფიქრდიით რაში იხარჯება ამდენი ფული აი დღეს უყურებდით მაგის შედეგს!!!!!ქვეყნის ჩემპიონი ვარდება ტირანასთან!ალბანეთის ჩემპიონთან დინამო თბილისი!!!!!!!!! ))))))))))))))))))))))
აბგდ
00:01 20-08-2020
3
ამასობაში დრო გადის, ყოველ წელს ერთიდაიგივე... შევაბერდით უკვე ამდენ სირცხვილს
შოთა
23:47 19-08-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული