მოსკოვის "დინამო" თბილისში ნირწამხდარი და გაღიზიანებული მოემგზავრება

AutoSharing Option
ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „ლოკომოტივის“ მეტოქე მოსკოვის „დინამო“ რუსეთის ჩემპიონატის მეშვიდე ტურში „რუბინთან“ წაგებამ ძალიან იმედგაცრუებული დატოვა. შეგახსენებთ, ყაზანურმა გუნდმა 1:0 ხვიჩა კვარაცხელიას მოპოვებული თერთმეტმეტრიანით გაიმარჯვა.

დედაქალაქელები ძალიან უხეშობდნენ, მცველმა სერგეი პარშივილიუკმა კვარაცხელიას ცხვირი გაუტეხა. მსაჯმა სერგეი ლაპოჩკინმა ის და მისი თანაგუნდელი თავდამსხმელი ნიკოლაი კომლიჩენკო მეორე ტაიმში გააძევა და გუნდის მწვრთნელმა კირილ ნოვიკოვმა წაგება არბიტრს დააბრალა. მისი თქმით, კვარაცხელიასთან თამაშისას  მცველ ივან ორდეცს წესები არ დაურღვევია. ნოვიკოვს ეთანხმება გუნდის ყოფილი მცველი ალეკსანდრ მახოვიკოვი და ამბობს, რომ მარცხი სწრაფად უნდა
დაივიწყონ.

თუმცა, ვერ ივიწყებენ, მსაჯს ექსპერტთა კომისიაში უჩივლებენ, მის ხანგრძლივი ვადით დისკვალიფიკაციას და თქვენ წარმოიდგინეთ, პოლიგრაფზე შემოწმებასაც კი მოითხოვენ.

ერთი სიტყვით, გაღიზიანებულნი არიან და თბილისში საბრძოლველად შემართულნი მოემგზავრებიან, ვინაიდან აქ დამარცხების შემთხვევაში, გულშემატკივრები არ დაინდობენ. მით უმეტეს, სოციალურ ქსელებში ქომაგები უკვე აკრიტიკებენ და ერთ-ერთმა მათგანმა პარშივილიუკს „პარაშლიუხაც“ კი უწოდა. მოსკოვის „დინამოს“ დირექტორთა საბჭოს წევრი და კლუბის ფაქტობრივი მმართველი, გენერალ-პოლკოვნიკი სერგეი სტეპაშინი აცხადებს, რომ ეს ორი კლუბის კი არა, არამედ რუსეთ-საქართველოს მატჩი იქნება.

რა თქმა უნდა, ფინანსური შესაძლებლობებითა და მოთამაშეთა შერჩევით „ლოკოს“ მეტოქე აღემატება, მაგრამ ერთ მატჩში ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ჩვენი გუნდი მოწინააღმდეგის შესაძლო პროვოკაციებისთვისაც უნდა იყოს მზად.

თბილისის „ლოკომოტივისა“ და მოსკოვის „დინამოს“ მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 17 სექტემბერს, 21:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 24 /
წინასაწარ არ უნდა განვაწყოთ გუნდი წაგებისთვის. მე, პირიქით მჯერა, რომ ლოკომოტივი გაიმარჯვებს და დაამტკიცებს, რომ ფული კი არა თავმოყვარეობაა მთავარი. თანაც ეს ამ გუნდმა უკვე დაამტკიცა რუმინულ მეტოქესთან ბრძოლაში, რომელიც მოსკოვის დინამოს არაფრით ჩამოუვარდება. ისე, რომ მხოლოდ გამარჯვება და არავითარი წინასწარი კაპიტულაცია...
თემური
15 სექტემბერი 2020 16:14
0
ჩვენმა "ლოკომოტივმა" უბრალოდ მთელი მატჩი უნდა ითამაშოს ისე, როგორც რუმინელებთან ითამაშა პირველი 62 წუთი. ხო დავინახეთ, რომ შეგვიძლია. გარწმუნებთ, რომ მოსკოველებს არანაირი შანსი არ ექნება... შარშან ბაქოს "ნეფტჩიმ" სტუმრად 1:0, ხოლო სახლში კი 3:0 უშანსიდ დაჯაბნა რუსეთის პრემიერ ლიგის გუნდი "არსენალი" (ჩვენი გრიგალავა თამაშობს). ასე რომ, შეუძლებელი არაფერი არ არის.
სიმართლის მოყვარული
15 სექტემბერი 2020 15:18
1
თვალი გაუსწორეთ რეალობას 0:3 !
თბილისელი
15 სექტემბერი 2020 15:09
1
მოსკოვის დინამო რუმინელებზე ძლიერიცა და მდიდარიც, პლიუს იცის რომ ლოკომ რუმინელებს მოუგო. ამიტომაც ფრთხილად იქნება. კიდევ ერთი რამ თამაშობს მათვის, რომ წააგონ უკაპიკოდ დატოვებენ რუსები, ალბათ მოგებაზე კარგ პრემიებსაც შეპირდნენ. ლოკოს საწინააღმდეგოდ კი ის არის, რომ აქ იმდენი ძალად პატრიოტია, იმდენი რომ უკვე უპირობოდ გამარჯვებას ითხოვენ. ანუ წინასწარ სპობენ გუნდს ფსიქოლოგიურად. იმის მაგივრად რომ აცადონ მშვიდ გარემოში მომზადება.
ერიჰაა
15 სექტემბერი 2020 14:43
0
თბილისის "ლოკომოტივის"-ის როგორც ძირითადი შემადგენლობის ისე სათადარიგოთა სკამზე გამწესებულ ფეხბურთელებს მინდა მივმართო თუ მივა ეს ჩემი კომენტარი მათთან:ბიჭებო მოედანზე გამოდით საბრძოლო განწყობით,მაგრამ არა საჩხუბრად არა!ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე გამოდით,ითამაშეთ ყოველგვარი შიშის გარეშე!იყავით სამაგალითოები არ აყვეთ პროვოცირებას!არ იუხეშოთ!და შეუტიეთ შეუტიეთ შეუტიეთ!!! მხოლოდ შეტევით იგებს გუნდი!მაგრამ მთავარია ფეხბურთი ითამაშოთ! იმის შიშით ნუ იქნებით ვაი რომ შევუტიოთ მერე არ შემოგვიტიონ კონტრშეტევით და ვაი რომ წავაგოთო და ამიტომ დაცვაში ნუ ჩაჯდებით!!! ითამაშეთ ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე გამართული ფეხბურთი!!! მთავარია გამართული ფეხბურთი ითამაშოთ შეუტიოთ კარში დაარტყათ მომენტები შექმნათ!!!ასეთი თამაშით წაგებასაც ღირსეულად მიიღებს ქომაგები მაგრამ!,წაგებაზე ნუ იფიქრებთ ახლა მაინცდა მაინც!:) მოგებაზე ვიფიქროთ შევუტიოთ და ფიზიკური ძალები თანაბრად გაანაწილეთ თამაშის მსვლელობისას.აბა წარმატებებს გისურვებთ!!!
Simartle
15 სექტემბერი 2020 13:24
0
რას შეუტევენ საქართველოს ჩემპიონატის დონე ხო არაა
უყურე მაგათ თამაშს რუბინთან რასაც ეგენი დარბიან წინ და უკან ჩვენები ენას გადმოაგდებენ პირველი ტაიმის მერე და ///
ოტელო
15 სექტემბერი 2020 16:15
0
სტადიონის ირგვლივ დავდგებით და ჩვენ ბიჭებს ხმას მივაწვდენთ
შოკირებული გულშემატკივარი
15 სექტემბერი 2020 12:38
0
გულშემატკივრებო როგორ აპირებთ გულშემატკივრობას? სტადიონის გარშემო დისტანციით არ დაგვიშვებენ? რა მაგარი იქნება მთელი ქალაქი ერთხმად რომ გულშემატკივრობდეს
უუუუ
15 სექტემბერი 2020 04:33
3
ყველანაირი პოლიტიკის გატეშე, მაგრამ ამათთან წაგება არ შეიძლება. ბიჭებო, ათი თავით მაღლა დგახართ ნიჭითაც და მოტივაციითაც. მოგებას კი არ გთხოვთ მაინცდამაინც, უბრალოდ ვანახოთ რა არის ფეხბურთი. ამათ გონიათ ფიზ მომზადება და ხისტი თამაშია მთავარი და ჩვენ ერთ თამაშს ბარსელონა რეალსაც მოვუგებთ თუ გულით მოვინდომებთ. ეჭვიც ატ მეპარ3ბა თქვენში ბიჭებო, გულით და სულით ითამაშეთ და წარმატებები ჩვენ!
გადასარევი გიორგი
14 სექტემბერი 2020 22:40
7
გრანადასთან არ ვიცი რა გამოვა მითუმეტეს სეზონი კარგად დაიწყეს, მაგრამ ამათ თავი უნდა შევაკლათ. მითუმეტეს ეს ის დინამო არაა რაც ადრე იყო. რუმინეთის ვიცეჩემპიონს ისე ეთამაშნენ, საერთოდ ვერ მივხდებოდი რომ მათ შორის განსხვავება იყო, განსაკუთრებით დიდი. კრაიოვას დიდად არ აღემატება დინამო და შანსი აუცილებლად იქნება. ღმერთი თქვენსკენ ბიჭებო
haaland
14 სექტემბერი 2020 22:14
0
რუსის გენერალპოლკოვნიკს,ქართველი(იმდენი მაგის......)გენერალსიმუსი სააკიანიშვილი. მარშალი კეზერაშვილი, ფელდმარშალი ქუთელია და არმიის გენერალი კიტოვანი დაახვედრეთ.შეეშინდებათ,ჩამოიშლებიან და გაიქცევიან.
დ.დ.
14 სექტემბერი 2020 22:10
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული