საზონოვმა მილიონიან ხელფასზე და ბერძნულ კლუბში გადასვლაზე უარი თქვა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 21 წლის ცენტრალურმა მცველმა საბა საზონოვმა ბერძნულ კლუბში გადასვლაზე უარი განაცხადა, - ამის შესახებ ინფორმაცია Legalbet-მა გაავრცელა.

გამოცემის ცნობით, აეკი საზონოვს ოთხწლიან კონტრაქტს, სეზონურ გასამრჯელოდ კი 1 მილიონ ევროს სთავაზობდა. საბას გადწყვეტილება არცაა გასაკვირი, რადგან უკეთეს ლიგაში თამაში უნდა და ხელფასით ვერ აცდუნეს.

საზონოვს მოსკოვის "დინამოსთან" ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, ხოლო Transfermarkt-ის მიხედვით მისი ფასი 3 მილიონი ევროა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ძალიან მაგარი გადაწყვეტილებაა. როგორც თავისუფალ აგენტს მომავალ წელს მეტი არჩევანი ექნება.
გია
23:47 26-08-2023
2
Rusebs mainc daaxcevda tavsda mere uketesi gamochndeboda exla mand charchebada egaa
Achi
20:43 26-08-2023
5

სიახლეები პოპულარული