ჭიაბრიშვილი: ეს ბიჭები იარაღსაც აიღებენ ხელში, თუ საჭირო გახდა

AutoSharing Option
ევროპა ლიგაზე მოსკოვის "დინამოსთან" საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის წინ ჟურნალისტების კითხვებს თბილისის "ლოკომოტივის" მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა უპასუხა:

"კვარაცხელიას ძალიან ცუდად ეთამაშნენ, არ მინდა ვთქვა, რომ განზრახ გააკეთეს, თუმცა მაინც. ისე უნდა ვითამაშოთ ქართველებმა, როგორც ხვიჩა თამაშობს. ეს ჩვენს გენეტიკაშია და ფეხბურთის თამაშით უნდა ვაჯობოთ ნებისმიერი ქვეყნის გუნდს.

მე პოლიტიკაში არ ვერევი, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობაზე ბევრია სათქმელი, თუმცა ეს სპორტია, მოედანზე ფეხბურთს ვთამაშობთ და იმედია, მეორე გუნდიც ასე ფიქრობს. მოსკოვის "დინამოს" ეთამაშება თბილისის "ლოკომოტივი", ესაა სულ. ვისაც სხვა რამ აინტერესებს,
ასეთი რამ ჩვენგან შორსაა. ჩემს ბიჭებსაც ეს ვუთხარი.

ყველა ადამიანს საკუთარი ვალი აქვს, ყველას თავისი ბრძოლა აქვს. გმირულად გარდაცვლილი ხალხი გვყავს, გვყავს გადარჩენილი გმირები. ყველას გულისტკივილია დაკარგული ტერიტორიები. რუმინელებთან მატჩის წინ გავიხსენეთ ომში დაღუპული ადამიანები. ისინი იმისთვის დაეცნენ, რათა დანარჩენ ქართველებს საკუთარი საქმე გვეკეთებინა. თუ საჭირო გახდა, ეს ბიჭები იარაღსაც აიღებენ ხელში, მაგრამ იმედია, ასეთი რამ არ მოხდება".

თბილისის "ლოკომოტივისა" და მოსკოვის "დინამოს" მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 17 სექტემბერს, 21:00 საათზე დაიწყება.