ჭიაბრიშვილი: ხალხს უარყოფითი რეაქცია ჰქონდა და კარგია, რომ საქმით გამომივიდა პასუხის გაცემა მაშინდელი ამბებისთვის

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივის" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა მოსკოვის "დინამოს" დამარცხების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

კითხვა-პასუხის დაწყების წინ კი "ლოკომოტივის" წარმომადგენლებმა და თავად მწვრთნელმა ჟურნალისტებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.

"ეს ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე დიდი გამარჯვებაა. არანაკლებ ძლიერი გუნდი დავამარცხეთ წინა ეტაპზე. ჩემთვის დიდი გამარჯვებებია ეს. შარშანაც ყველაფერი ჩავდეთ, თუმცა დავმარცხდით. მინდოდა საკუთარი თავის რეაბილიტაცია მომეხდინა და მადლობა მინდა ვუთხრა "ლოკოს", ბიჭებს.

ხალხს უარყოფითი რეაქცია ჰქონდა და კარგია, რომ საქმით გამომივიდა პასუხის გაცემა მაშინდელი ამბებისთვის.

ჩვენს თამაშში მღელვარება სულ იქნება, ასეთი დონის მატჩები
წელიწადში ერთხელ გვიწევს. რაც შეგვეძლო მაქსიმუმი გავაკეთეთ. მივდივარ ქვეყანაში, სადაც ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ. არაფრის გვეშინია, მგონი, მათთვის უფრო ამოუცნობი გუნდი ვართ.

რაღაც ნაკადმა შემიყვანა გასახდელში, ამ ძალამ სადღაც გადამაგდო, ახლა მოვდივარ აზრზე. ჩვენ პატარა რაღაც გავაკეთეთ, პატარა გამარჯვება მოვიპოვეთ და კარგია, რომ გავახარეთ ქართველი ხალხი. თუმცა მთავარი ამოცანა მაინც ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაა.

სიმართლეს გეტყვით, არც წინა ეტაპის გავლა მეგონა, არც ამ ეტაპის, თუმცა ნელ-ნელა რაღაც ხდება, გოლები გაგვაქვს, ბიჭები უკეთესად თამაშობენ. "გრანადა" კარგი გუნდია, ცხადია, ლა ლიგის ძლიერ გუნდს ვხვდებით. ჩავალთ და ვითამაშებთ.

რაც ხალხისაგან მივიღეთ, ამაზე დიდი პრემია არ არსებობს, თანხობრივზე კი არაფერი ვიცი. რთული გრაფიკი გვაქვს, 1 კვირაში "ჩიხურას" ვეთამაშებით თასზე, მერე ესპანეთში უნდა გავფრინდეთ. საკმაოდ დამღლელი მგზავრობა გველის, ამას შეუჩვეველნი ვართ.

არ გვიფიქრია "ჩიხურასთან" თამაშის გადატანის თხოვნაზე. თუ ევროთასებზე გამოდიხარ, მთელი ეროვნული სისტემა შენ არ უნდა მოგერგოს. გვყავს კარგი ფეხბურთელები, რომლებიც ხან არ თამაშობენ. დავაბალანსებთ, იქაც ვითამაშებთ და აქაც“, - განაცხადა ჭიაბრიშვილმა.

მკითხველის კომენტარები / 35 /
გია ჭიაბრიშვილმა მისი დონე ჯერ კიდევ "ზესტაფონში" მუშაობისას აჩვენა. ძალიან გაწონასწორებული მწვრთნელია, ბევრს არ ლაპარაკობს და რასაც ამბობს - ნაფიქრი აქვს. "ჭიამ" დაამტკიცა, რომ 2012 წლის შემდეგ აშკარად გაზრდილია. მიხარია, რომ ქართველებსაც გვყავს ჭკუით მომუშავე კარგი მწვრთნელი. მასთან ერთად, ყველას გილოცავთ ამ ისტორიულ წარმატებას!
klimenti
18 სექტემბერი 2020 08:14
0
ხომ ტრაბახობდნენ რუსები,ჩვენი ერთი ფეხბურთელის ფასი მაგათ ხუთს უდრისო?ახლა გაბახებულებმა ჟირინოვსკი ჩაიკრან გულში და პუტინს ფეხები დაუკოცნონ,რომ ფეხბურთიდან საერთოდ არ მოკვეთონ.ახლაც იტყვის კობიაშვილი ფეხბურთს პოლიტიკასთან კავშირი არ აქვსო?მადლობა ჭიას და ბიჭებს თავდადებისათვის.წინ გრანადაა,რომელსაც ასჯერ დიდი დაფინანსება აქვს ვიდრე ლოკოს,მაგრამ მონდომებას და თავდადებას წინ ვერაფერი დაუდგება.
888
18 სექტემბერი 2020 10:31
1
Pos Team P W D L GD Pts
1 Real Madrid (C)38 26 9 3 45 87
2 Barcelona 38 25 7 6 48 82
3 Atletico Madrid 38 18 16 4 24 70
4 Sevilla 38 19 13 6 20 70
5 Villarreal 38 18 6 14 14 60
6 Real Sociedad 38 16 8 14 8 56
7 Granada 38 16 8 14 7 56
ლაშა (გრანადა ხელწამოსაკრავი არაა)
18 სექტემბერი 2020 01:28
1
ნამდვილად კარგი მწვრთნელია ჭიაბრიშვილი.ეტყობა გუნდს მწვრთნელი.ჩემი აზრით ნაკრების ქართველ სპეციალისტებში აუცილელად უნდა მოიაზრებოდეს.გრძნობს თამაშს და შეცვლებსაც დროზე და კარგს აკეთებს.წარმატებები.სწორი მიდგომით არც ალმერიაა დაუმარცხებელი.საშუალო გუნდია,მე მგონი დინამოს(მ) დონისაა,ასე რომ იცით ასეთი დონის გუნდების დამარცხების საიდუმლოება
კახა ქ.
18 სექტემბერი 2020 01:16
11
დიდი მადლობა ამხელა სიხარულისთვის მთელ გუნდს.წარმატებები!გაიხარეთ!
juna
18 სექტემბერი 2020 09:49
0
რეაბილიტაცია ნა ვსე სტო! მეტიც, ეს მოგება სამუდამიდ დარჩება ოქროს ფურცლებს და ამ სიხარულს არასოდეს დავივიწყებთ. ლოკო უკვე გუნდს გავს, რომელსაც სახე და თავსი ხელწერა აქვს! ამას ვერც კორღალა და ვერც სამსონა ვერ შეძლებდნენ! ბრავო
გიო
18 სექტემბერი 2020 08:00
1
ჭიაააააა!!! გაიხარეეე!!!!
სტიგ
18 სექტემბერი 2020 06:22
0
აბა ხელი აწიეთ,რამდენმა დააკომენტარეთ ჭიას ვინც აგინებდით არარატთან წაგების შემდეგ.
:-)
18 სექტემბერი 2020 07:41
0
არარატთან სწორედ მწვრთნელმა წააგო, როგორ ათრევდნენ ბურთს და დრო გაყავდათ გახსოვთ? თავის მოჭრა იყო. შეცდომებზე ისწავლა ჭიაბრიშვილმა და ეს კარგია.
გენა
18 სექტემბერი 2020 12:21
0
იქ სხვა რამისთვის აგინებდნენ,თამაშის გაყიდვას აბრალებდნენ,ესე მალე გავიწყდებათ ყველაფერი?თურმე არ გაუყიდია თამაში,თუ მაშინდელი გაყიდული გუშინ იყიდა?
:-)
18 სექტემბერი 2020 14:11
0
ისლანდიის ნაკრების თამაშებს ჩაუჯექი გიო,გამოგადგება
Okocha
18 სექტემბერი 2020 15:53
0
ჭიაბრიშვილის იქით ვინ დგას? სილუეტის მიხედვით ნიკა გვარამია უნდა იყოს...
33
18 სექტემბერი 2020 09:11
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული