ჭიაბრიშვილი: ხალხს უარყოფითი რეაქცია ჰქონდა და კარგია, რომ საქმით გამომივიდა პასუხის გაცემა მაშინდელი ამბებისთვის

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივის" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა მოსკოვის "დინამოს" დამარცხების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

კითხვა-პასუხის დაწყების წინ კი "ლოკომოტივის" წარმომადგენლებმა და თავად მწვრთნელმა ჟურნალისტებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.

"ეს ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე დიდი გამარჯვებაა. არანაკლებ ძლიერი გუნდი დავამარცხეთ წინა ეტაპზე. ჩემთვის დიდი გამარჯვებებია ეს. შარშანაც ყველაფერი ჩავდეთ, თუმცა დავმარცხდით. მინდოდა საკუთარი თავის რეაბილიტაცია მომეხდინა და მადლობა მინდა ვუთხრა "ლოკოს", ბიჭებს.

ხალხს უარყოფითი რეაქცია ჰქონდა და კარგია, რომ საქმით გამომივიდა პასუხის გაცემა მაშინდელი ამბებისთვის.

ჩვენს თამაშში მღელვარება სულ იქნება, ასეთი დონის მატჩები
წელიწადში ერთხელ გვიწევს. რაც შეგვეძლო მაქსიმუმი გავაკეთეთ. მივდივარ ქვეყანაში, სადაც ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ. არაფრის გვეშინია, მგონი, მათთვის უფრო ამოუცნობი გუნდი ვართ.

რაღაც ნაკადმა შემიყვანა გასახდელში, ამ ძალამ სადღაც გადამაგდო, ახლა მოვდივარ აზრზე. ჩვენ პატარა რაღაც გავაკეთეთ, პატარა გამარჯვება მოვიპოვეთ და კარგია, რომ გავახარეთ ქართველი ხალხი. თუმცა მთავარი ამოცანა მაინც ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაა.

სიმართლეს გეტყვით, არც წინა ეტაპის გავლა მეგონა, არც ამ ეტაპის, თუმცა ნელ-ნელა რაღაც ხდება, გოლები გაგვაქვს, ბიჭები უკეთესად თამაშობენ. "გრანადა" კარგი გუნდია, ცხადია, ლა ლიგის ძლიერ გუნდს ვხვდებით. ჩავალთ და ვითამაშებთ.

რაც ხალხისაგან მივიღეთ, ამაზე დიდი პრემია არ არსებობს, თანხობრივზე კი არაფერი ვიცი. რთული გრაფიკი გვაქვს, 1 კვირაში "ჩიხურას" ვეთამაშებით თასზე, მერე ესპანეთში უნდა გავფრინდეთ. საკმაოდ დამღლელი მგზავრობა გველის, ამას შეუჩვეველნი ვართ.

არ გვიფიქრია "ჩიხურასთან" თამაშის გადატანის თხოვნაზე. თუ ევროთასებზე გამოდიხარ, მთელი ეროვნული სისტემა შენ არ უნდა მოგერგოს. გვყავს კარგი ფეხბურთელები, რომლებიც ხან არ თამაშობენ. დავაბალანსებთ, იქაც ვითამაშებთ და აქაც“, - განაცხადა ჭიაბრიშვილმა.

მკითხველის კომენტარები / 35 /
თქვენ გაიხარეთ ისე, როგორც ჩვენ გაგვახარეთ - ამაღამ გემრიელად დამეძინება!
ჭია, ამ თამაშის მოგებისთვის, შენ ჭია კი არა მარგალიტი ხარ ჩვენთვის :)
fani
18 სექტემბერი 2020 02:02
1
გილოცავთ ლომებო!
ლაშა
17 სექტემბერი 2020 23:59
1
გიორგი ჭიაბრიშვილი ნაკრების მწვრთვნელად! ვაისი ძალიან დაიღალა!
მწრთვნელი
17 სექტემბერი 2020 23:55
8
რამ დაღალა რო?
რაულ გონსალეს ბლანკო
18 სექტემბერი 2020 00:17
1
ვერა ხვდები!? უსაქმურობამ დაღალა!
მწრთვნელი
18 სექტემბერი 2020 20:18
0
კლოპი არა ტოროლა... ჭიაბრიშვილს გაუმარჯოს!!! ასეთი თამაშის შემდეგ ისეთ ემოციებში ვარ, რომ რა დავწერო ,,პუტინ,, ევო ზნაეტ...
ბათუმი
18 სექტემბერი 2020 00:16
4
მადლლობა ყველას მწვრთნელს, რომელმაც მოტივაცია მისცა და ფეხბურთელებს, რომლებმაც ძალ-ღონე არ დაიშურეს და გაახარეს ქართული ფეხბურთის ყველა გულშემატვარი, თქვენ გაიხარეთ!
irakli
18 სექტემბერი 2020 00:18
0
მთავარია ფსიქოლოგიურად არ გადაიწვას გუნდი. ეიფორიაში არ ჩავარდეს. დაისვენეთ ერთი დღე და მერე ვითომ არაფერი არ მომხდარა, ისე მოემზადეთ გრენადისთვის. ღმერთი მოწყალეა, ბურთი მრგვალი, დისციპლინა ამარცხებს კლასს, წინასწარ რა იცი რა ხდება.
ჰაჰა
18 სექტემბერი 2020 10:46
2
ვფიქრობ საბურთალოს წაგება არარტ-ერევანთან ჭიაბრიშვილის კისერზე არ არის. იმიტომ წამოვიდა გუნდიდან რომ თხასავით გაყიდ-ა(ეს) ვიღაც-ამ(ებმა). ჭიაბრიშვილი საკმაოდ კარგი სპეციალისტია და მან ეს წელს დაგვიმტკიცა. გადავიდა გუნდში რომელიც პირადად მე იმ სეზონის ბოლოს და თუნდაც ამ სეზონის დასაწყისში შედეგებით და თამაშით განწირული მეგონა ევროპაზე. თითქმის დარწმუნებული ვიყავი რომ პირველივე ეტაპზე ძალიან შერცხვებოდა ვისაც უნდა შეხვედროდა. ჭიაბრიშვილი არა მარტო კარგი მწვრეთბელია, ის საუკეთესო ფსიქოლოგიცაა. ასე მოამზადო გუნდი ასეთი გუნდი, მე არ ვიცი რა ვთქვა სიტყვები ზედმეტია. ვისურვებდი ჭიაბრიშვილი პლეი-ოფების შენდეგ ნაკრებს რომ გაუძღვეს. ვაისზე გაცილებით დიდი სპეციალისტია ყველანაირი თვალსაზრისით. ბრავო და დიდი მადლობა ჭიაბრიშვილს.
G.LA
18 სექტემბერი 2020 10:17
7
ვულოცავ ლოკომოტივს და დინამოს შემდეგ ეტაპზე გასვლას, წარმატებით გევლოთ! მადლობა ლოკოს ბიჭებს, გულიანად იბრძოლეს და პრინციპული თამაში მოიგეს!
პ.ს.:რაც შეეხება შარშანდელს, უსუსტეს მეტოქესთან თამაში არ უნდა წააგო (გაყიდო), იმ თამაშს ვერ ჩამოირეცხავ სანამ ევროპა ლიგის თასს არ დადებ და გაახარებ საქართველოს...
ჭიაბრიშვილს
18 სექტემბერი 2020 00:20
38
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი ვინც გინდა ის იყოს მეტოქე......თქვენ გაიხარეთ ბიჭებო ამ დიდი სიხარულისთვის რომელიც გვაჩუქეთ.
sake
18 სექტემბერი 2020 12:48
0
გრანადა წელს 6/7 ადგილზე გავიდა 56 ქულით სოსიედატთან ერთად და 4 ქულით ჩამორჩა მე-5 ზე გასულ ვილიარეალს. მაგათზე უკეთესი შედეგები კი იცით ვისაც აქვთ ლა ლიგაში. მიუხედავად ამისა მჯერა რომ ლოკო თავის სიტყვას იტყვის....
ლაშა
18 სექტემბერი 2020 01:25
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული