გურულებმა გადარიეს მთელი დუნია - "ლანჩხუთმა" ისევ სენსაციურად მოიგო

AutoSharing Option
დღეს, 19 ნოემბერს, რუმინეთის ქალაქ კლუჟში საქართველოს ჩემპიონი ქალთა ფეხბურთში "ლანჩხუთი" რუმინეთის ჩემპიონ "კლუჟს" დაუპირისპირდა და ხატია ჭყონიას ერთადერთი გატანილი გოლით დაამარცხა უპირობო ფავორიტი.

გურულმა გოგონებმა თამაში მძიმედ დაიწყეს, მასპინძლებმა კი, პირიქით, აქტიურად და ხშირად უტევდნენ კიდეც, თუმცა "ლანჩხუთის" კართან ასპროცენტიანი მომენტი არ შეუქმნიათ. აღსანიშნავია, რომ ქართველთა მეკარე გაბუნია საიმედოდ თამაშობდა და რამდენიმე ბურთიც მოიგერია.

გურულმა გოგონებმა პირველივე ტაიმში მოახერხეს გოლის გატანა, მაგრამ გვერდითმა მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. ამ მომენტიდან 1 წუთში ლანჩხუთელთა ლიდერ ხატია ჭყონიას კარგი შანსი შეექმნა, მაგრამ
მისი დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა.

მეორე ნახევარში კი "კლუჟის" შეტევების სიმწვავემ იკლო, "ლანჩხუთის" მეკარე ისევ კარგად თამაშობდა. 68-ე წუთზე კი ჭყონიამ ხაბურძანიას გრძელი გადაცემა მიიღო, მეტოქეს გასცდა, მოწინააღმდეგის გოლკიპერთან ერთი-ერთზე გავიდა და გამარჯვების გოლიც გაიტანა.

გაშვებული გოლის შემდეგ რუმინელებმა უფრო აქტიურად შეუტიეს, თუმცა რეალური საგოლე მომენტი მხოლოდ ორჯერ შეექმნათ - 88-ე წუთზე მირეამ არაზუსტად დაარტყა, ხოლო ბოლო წამზე ლანჩხუთელებმა ცარიელი კარიდან გამოიტანეს ბურთი და თამაშიც დამთავრდა.

ამრიგად, "ლანჩხუთი" ისტორიის წერას განაგრძობს და ჩემპიონთა ლიგის "ნოკაუტის" სტადიაზე გავიდა.

19 ნომბერი, "კლუჟ არენა"
კლუჟი - ლანჩხუთი 0:1
0:1 ჭყონია (68)

ლანჩხუთი: გაბუნია, ალელიშვილი, ჩხარტიშვილი, ჭყონია (წოწერია, 90+3), დანელია, დიმოპოულო (ნარსია, 78), გასვიანი, გუჯაბიძე, კალანდაძე, ხაბურძანია, თოდაძე

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჩხაიძე


მკითხველის კომენტარები / 49 /
ხატია ჭყონიას ყველა თამაშში გააქვს გოლი და გადავიყვანოთ კაცების გუნდში,იქნებ გაიტანოს იქაც თორემ კაცი გამტანი არაა, თუ ჩაკვე და კვარა არ არიან
koba
20:31 19-11-2020
2
რასაც ქვია ჯიგრით ითაშეს თავიდან ბოლომდე ვუყურე.სწორი ტაქტიკით.ვულოცავ მწვრთნელებს ,გოგონებს და სრულიად საქართველოს მართლაც ისტორია დაწერეს
GORA72
21:34 19-11-2020
1

სიახლეები პოპულარული