"კანონმორჩილობა არ ნიშნავს სუსტობას, მერე ვისი აჯობებს მაგას ვნახავთ..." - ლევან სალუქვაძის პასუხი კითხვის ავტორს

AutoSharing Option
ლევან სალუქვაძემ გადაცემა "იმედის ფსონის" ეთერში მის მიმართ წამოსულ აგრეიულ და უწმაწურ საუბარზე ისაუბრა. 

რამდენიმე დღის წინ, ლევანმა თემურ ქეცბაიას უზრდელი უწოდა, რაზედაც ხალხისგან დიდი აგრესია მიიღო.

რაც შეეხება კონკრეტულად ამ სიტყვებს, ერთ-ერთი მაყურებლისგან დასმულ შეკითხვას მოაყოლა, კითხვა კი ასეთი გახლდათ " თუ რამე გინდოდა ქეცბაია-მინაშვილის ეთერში იქვე იჯექი და გაგეცა პასუხი"

"ერთი-ორჯერ მოვკარი თვალი რაღაც მუქარას, ასევე ოჯახის ხსენებას და მეც ვიცი სათანადო ზომები როგორ უნდა მივიღო სამართლებრივიც და სხვანაირიც. მე კანონმორჩილი ადამიანი ვარ, თქვენგან განსხვავებით ძველი ბიჭი არა
ვარ, ვარ კანონმორჩილი ადამიანი. ხოდა კანონმორჩილობა არ ნიშნავს სუსტობას, მერე ვისი აჯობებს მაგას ვნახავთ.

რასაც დამიწერთ იმის მიხედვით მეც გაგცემთ პასუხს, კიდევ ერთხელ ვიძახი სამართლებრივ  და ზრდილობის ჩარჩოში. ვინც რაღაც კანონს ან წესებს გადააბიჯებს და ისეთ მუქარას წავიკითხავ სადმე, რომ ან ოჯახის ან ჩემ პირად ცხოვრების რამე მუქარის შემცველი იქნება, მერე სხვანაირად ვილაპარაკებთ.

გაფრთხილებთ სულ ყველას, თუ გინდათ არც გაგაფრთხილებთ, მაინც მასე ვიზამ. ამიტომ ძალიან გთხოვთ, არავის არ ეშინია თქვენი, არც ფეხბურთელების, არც მწვრთნელების და არც ვიღაც გულშემატკივრების, რომლებიც აქ რაღაცეებს დგამთ და თავი რემბოებად წარმოგიდგენიათ, არ არის მასე, რემბოებიც გვინახავს და მათი მეგობრებიც, მაგრამ არ შეგვშინებია. თქვენ მაგაზე არ იდარდოთ, მე ჩემი პოზიცია მაქვს. შენ გიყვარს ქეცბაია? გინდა ნაკრების მწვრთნელად? კი ბატონო, გენაცვალე სულში, ამიტომ გამოვიდე და გაგინო? არ შემიგინებია არავისთვის, ვიგინო? პოლემიკა გინდა? კი ბატონო, შემოდით იკითხეთ გაგცემთ შესაფერის პასუხს"   

საბოლოოდ, ლევანმა აღნიშნა, რომ" თემური კარგი ფეხბურთელი და გულიანი ბიჭი იყო, მაგრამ რაც იყო იყო, მაგრამ ჟურნალისტებთან უხეშად საუბრობდა".

altლევან სალუქვაძე ვეტერან ფეხბურთელებს მიმართავს

altსალუქვაძე ქეცბაიაზე: "ქსენოფობი და უზრდელია - მის დროს ნაკრები უსაზიზღრეს ფეხბურთს თამაშობდა"






მკითხველის კომენტარები / 60 /
ლევანი სამართლიანი და კარგი ადამიანია და პირდაპირი. ფეხბურთში მასავით ზოგიერთი მწვრთნელი რომ ერკვეოდეს ასეთ დღეში არ ვიქნებოდით. ქეცბაია მართლაც დიდი ფეხბურთელი და მებრძოლი ადამიანია, რაც ჩვენს ბევრ ახლანდელ ნაკრების წევს აკლია-მაგრამ მისი დრო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე უკვე წავიდა. გია ჭიაბრიშვილი საუკეთესო ვარიანტია -საქმით დაამტკიცა ეს და უნდა მიეცეს შანსი
აღარ უნდა ამას ბევრი ლაპარაკი
inviz9
21 ნოემბერი 2020 16:46
27
ე, ბიჯო დავნიშნოთ მერე ნაკრების მწვრთნელად და გვეშველება!!!
buba
22 ნოემბერი 2020 12:01
0
არ მომწონს სალუქვაძე,არც როგორც ჟურნალისტი და არც როგორც პიროვნება!!! განსაკუთრებით მას მერე,რაც საქართველოს საკლუბო თუ სანაკრებო ფეხბურთის მიერ,ფსკერის გახვრეტის შემდეგაც კი,ერთი,თუნდაც ერთი მწვავე კითხვა არ დაუსვამს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად წოდებული,უღირსი და უსინდისო კობიაშვილისთვის,აი აქ ჩანს ის,თუ რეალურად რა სულის პატრონიც გახლავთ ამხანაგი სალუქვაძე!!!
!!!
21 ნოემბერი 2020 15:56
17
ყველაფერში გეთანხმები ლევან, მარაზმია მუქარა და მით უმეტეს ოჯახის, ან გინება რა კაცობაა, კამათი შეიძლება ნორმის ფარგლებში ყველაფერზე, მეც უდიდეს პატივს ვცემ თემოს და ვაფასებ, შენს მიმართ ლევან პატივისცემა არ გამაჩნია, მაგრამ ეს არ მაძლევს უფლებას რამე გაკადრო, თუნდაც გუშინ ძალიან მეწყინა შენგან და ბიძინასგან რომ კობიაშვილს გოშიებივით ეჯექით სტუდიაში და ერთი პირდაპირ ნორმალურად, კაცურად არაფერი კითხეთ, გული ამერია, 10 წუთი გაგიძელით მხოლოდ და გადავრთე, ქეცბა კი გულიანი და პირდაპირი კაცია, ამიტომ უყვარს ის ხალხს და არა შენ, თუმცა ისევ გავიმეორებ, რომ შეურაცყოფის მიყენება და მით უმეტეს ოჯახის ხსენება მდაბიო საქციელია
llcl
21 ნოემბერი 2020 15:49
7
ვინმემ არგუმენტირებულად დაწერეთ თემურ ქეცბაიამ ქართული ფეხბურთისთვის ამისთანა რა გააკეთა, რომ მის აბსოლუტურად გაუაზრებელ ქმედებებს ამართლებს რასაც ის როგორც სამწვრთნელო ისე მოედანს მიღმა ჩადიოდა???
ამაშია საქმე
21 ნოემბერი 2020 15:30
20
ქეცბაია ბევრად დიდი ფეხბურთელი იყო, ვიდრე სალუქვაძეა ჟურნალისტი, რა ჟურნალისტიცაა, გუშინდელ გადაცემაში გამოჩნდა, ერთი მწვავე შეკითხბაც რომ არ დაუსვია კობიაშვილისთვის, ან ეს კობიაშვილი რამ გაამწარა, აქეთ ფედერაციაო, იქით პარლამენტიო, რა იყო, ასე რამ დაახამა ეს კაცი.
საქმე ამაშია
21 ნოემბერი 2020 18:38
4
ხალხო, მართალია ქეცბაიამ "ანართოსისი" ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა და სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი მსოფლიოს სახელოვანი მწვრთნელების კოჰორტაში, მაგრამ მასზე დიდებიც არსებობრნ, შემომაქვს წინადადება, ბელორუსი გონჩარენკოს ჩამოყვანა მოვითხოვოთ, რომელმაც სამჯერ ათამაშა "ბატე" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.
goga
21 ნოემბერი 2020 15:20
18
21-ე საუკუნეა და ძველი ბიჭობა სირცხვილია, ნორმალური ხალხისთვის ადრეც სირცხვილი იყო, ტეხავს, ეგ ნიშნავს რომ შენი სიბანძის და უტვინობის გამო ნორმალურად ახსნა არ შეგიძლია და სხვისი დაჩაგვრით ცდილობ რაიმეს დამტკიცებას, მართალი რომ ხარ და ძველბიჭობ ეგეც კი ტეხავს
ოლეგ რომანცევი
21 ნოემბერი 2020 14:08
1
კარგი თუ თემური არის ქსენოფობი და უზრდელი თემური ალბათ გასცემს პასუხს ამას თავისით მაგრამ გუშინ კობიაშვილი რო ჰყავდა სტუმრად რატომ არ ჰკითხა იმაზე რომ ის პიროვენებები რომლებმაც ბავშვებს დედა აგინეს ხელი გარტყეს და მერე ბოდიშის მოხდაც კია არ იკადრეს და აქეთ ტელევით გამოვიდნენ და თქვეს მისაღები ვისაც ქონდათ იმათ მივაღებინეთო თუ დადგებოდა ამ ხალხის პასუხისმგებლობაა რატო არ კითხაა?? დასკვნა თქვენ თვითნ გამოიტანეთ ეს რა კაციცაა ამის მერე.
გიო
21 ნოემბერი 2020 13:29
14
ლევან სალუქვაძე საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად.
Kkk
21 ნოემბერი 2020 13:28
6
ხო და რაც არ ხარ მაგდენი არ ილაპარაკო ძმაო სხვაზე და მითუმეტეს ქეცბაიაზე, ქეცბას,რო აქ გაკეთებული მაგის მეათასედი გაკეთე და მერე ლანზღე მთელი ქვეყნის მაშტაბით, ან რა კაცობა სახალხოდ რო ეგრე საუბრობ კაცზე, პირში უთხარი თუ ვაშკაცი ხარ. შეგეშალა ძმაო გამოდი და მოიხადე ბოდიში
გოგა
21 ნოემბერი 2020 13:25
11
რა გააკეთა ქეცბაიამ ამიხსენით ვინმემ?!!
Umtiti
21 ნოემბერი 2020 15:27
12
ეს პირში უთხარი და ტელეფონზე დაურეკე და დეპეშა გაუგზავნე რაღაა? ყველაფერი უნდა ითქვას ღიად, რომ გულშემატკივარმაც გაიგოს, რატო უნდა დაომალოს? ოღონდ შეურაცხყოფის გარეშე
gogas
21 ნოემბერი 2020 14:40
4
ყველა გამოხმაურება
სალუქვაძე სად აღარ მუშაობდა ფედერაციაში დინამოში ჟურნალისტიკაში მაგრამ მე ამის გაკეთებული საქმე არ მინახია არსად გამოდის და მარტო ლაპრაკობს იმას რასაც ლაპრაკობდა 10 წლის წინ მე ეს ანალიზები მესმის 20 წელია უკვე და შედეგი იგვეა ზუსტად იგივე რაც იყოო მაშინ არც ამის გამოცნობილი ბილეთი მინახია ასევე.
მაგრამ თემურ ქეცბაიას რომ ესე მოიხსენიებ პირდაპირ ეთერში ის კაცი რომელსაც ამდენი რამე აქვს გაკეთებული საქართველოსთვის როგორც
ფეხბურთელს და როგორც მწვრთნელსაც და ახლა როცა საერთოდ არაა ვალდებული ანორთოსისში ამდენი ქართველი ჰყავდა კარიერა არეული დარეული ფეხბურთელები უგუნდოთ დარჩენილები მიიყვანა კლუბში და დაწყებინა თამაში და გამოდიხარ და
ასე იხსენიებ და შენგან ნაღდად არ იმსახურებ ქეცბაია ასეთ შეურაწყობას როცა შენიშვნას გაძლევენ ამაზე აქეთ ბოდიშის მოხდის მაგივრად კიდეე პრეტენზია გაქვს ძაან სამარცხვინოა ასეთი მოქმედება თან მახსოვს როცა პირადაპირ ეჯდა თემურს სტუდიაში და იქ ძაან დადებითად მოიხსენია კაი ადამიანიო პატრიოტი პროფესიონალია ისა ესაოო და ახლაა გამოვიდა და ამბობს თემური უზრდელი და ქსენოფობიაოო ხოო? ასეთ კაცსს უბრალოდ ან რა პატივი უნდა სცე ან ამის ნათქვამი რა უნდა დაიჯეროო
ზურა
21 ნოემბერი 2020 13:24
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული