"კანონმორჩილობა არ ნიშნავს სუსტობას, მერე ვისი აჯობებს მაგას ვნახავთ..." - ლევან სალუქვაძის პასუხი კითხვის ავტორს

AutoSharing Option
ლევან სალუქვაძემ გადაცემა "იმედის ფსონის" ეთერში მის მიმართ წამოსულ აგრეიულ და უწმაწურ საუბარზე ისაუბრა. 

რამდენიმე დღის წინ, ლევანმა თემურ ქეცბაიას უზრდელი უწოდა, რაზედაც ხალხისგან დიდი აგრესია მიიღო.

რაც შეეხება კონკრეტულად ამ სიტყვებს, ერთ-ერთი მაყურებლისგან დასმულ შეკითხვას მოაყოლა, კითხვა კი ასეთი გახლდათ " თუ რამე გინდოდა ქეცბაია-მინაშვილის ეთერში იქვე იჯექი და გაგეცა პასუხი"

"ერთი-ორჯერ მოვკარი თვალი რაღაც მუქარას, ასევე ოჯახის ხსენებას და მეც ვიცი სათანადო ზომები როგორ უნდა მივიღო სამართლებრივიც და სხვანაირიც. მე კანონმორჩილი ადამიანი ვარ, თქვენგან განსხვავებით ძველი ბიჭი არა
ვარ, ვარ კანონმორჩილი ადამიანი. ხოდა კანონმორჩილობა არ ნიშნავს სუსტობას, მერე ვისი აჯობებს მაგას ვნახავთ.

რასაც დამიწერთ იმის მიხედვით მეც გაგცემთ პასუხს, კიდევ ერთხელ ვიძახი სამართლებრივ  და ზრდილობის ჩარჩოში. ვინც რაღაც კანონს ან წესებს გადააბიჯებს და ისეთ მუქარას წავიკითხავ სადმე, რომ ან ოჯახის ან ჩემ პირად ცხოვრების რამე მუქარის შემცველი იქნება, მერე სხვანაირად ვილაპარაკებთ.

გაფრთხილებთ სულ ყველას, თუ გინდათ არც გაგაფრთხილებთ, მაინც მასე ვიზამ. ამიტომ ძალიან გთხოვთ, არავის არ ეშინია თქვენი, არც ფეხბურთელების, არც მწვრთნელების და არც ვიღაც გულშემატკივრების, რომლებიც აქ რაღაცეებს დგამთ და თავი რემბოებად წარმოგიდგენიათ, არ არის მასე, რემბოებიც გვინახავს და მათი მეგობრებიც, მაგრამ არ შეგვშინებია. თქვენ მაგაზე არ იდარდოთ, მე ჩემი პოზიცია მაქვს. შენ გიყვარს ქეცბაია? გინდა ნაკრების მწვრთნელად? კი ბატონო, გენაცვალე სულში, ამიტომ გამოვიდე და გაგინო? არ შემიგინებია არავისთვის, ვიგინო? პოლემიკა გინდა? კი ბატონო, შემოდით იკითხეთ გაგცემთ შესაფერის პასუხს"   

საბოლოოდ, ლევანმა აღნიშნა, რომ" თემური კარგი ფეხბურთელი და გულიანი ბიჭი იყო, მაგრამ რაც იყო იყო, მაგრამ ჟურნალისტებთან უხეშად საუბრობდა".

altლევან სალუქვაძე ვეტერან ფეხბურთელებს მიმართავს

altსალუქვაძე ქეცბაიაზე: "ქსენოფობი და უზრდელია - მის დროს ნაკრები უსაზიზღრეს ფეხბურთს თამაშობდა"






მკითხველის კომენტარები / 60 /
ხო და რაც არ ხარ მაგდენი არ ილაპარაკო ძმაო სხვაზე და მითუმეტეს ქეცბაიაზე, ქეცბას,რო აქ გაკეთებული მაგის მეათასედი გაკეთე და მერე ლანზღე მთელი ქვეყნის მაშტაბით, ან რა კაცობა სახალხოდ რო ეგრე საუბრობ კაცზე, პირში უთხარი თუ ვაშკაცი ხარ. შეგეშალა ძმაო გამოდი და მოიხადე ბოდიში
გოგა
21 ნოემბერი 2020 13:25
11
ეს პირში უთხარი და ტელეფონზე დაურეკე და დეპეშა გაუგზავნე რაღაა? ყველაფერი უნდა ითქვას ღიად, რომ გულშემატკივარმაც გაიგოს, რატო უნდა დაომალოს? ოღონდ შეურაცხყოფის გარეშე
gogas
21 ნოემბერი 2020 14:40
4
რა გააკეთა ქეცბაიამ ამიხსენით ვინმემ?!!
Umtiti
21 ნოემბერი 2020 15:27
12
ყველა გამოხმაურება
როგორც ირკვევა, ზოგს ე.წ, წითელი ხაზები გადაუკვეთია. ისე მეც ავღნიშნე სალუქვაძის კომენტარში დადებითი და უარყოფითი, ყველას ერთ ემოციას ვერ მოსთხოვ ბატ. თემური ემოციურია და ხშირად პროვოკაციულად დასმულ კითხვებს შეიძლება ეთიკის ზღვარზე პასუხობდა, აბა სალუქვაძეს რომ დაესვა შეკითხვა ასე უსახურ ფეხბურთს რატომ ათამაშებ ნაკრებსო, მეც ვეტყოდი 1. ან ახლომხედველი ხარ და სასურველს რეალურად აღიქვამ ან არაფერი გესმის რა კონტიგენტი გვყავდა და გვყავს.- მაშინ არც ჩაკვეტაძე, კვარაცხელია არ გვყავდა, ზოგს კი წონის,ფორმის, კლასის და ზოგს მენტალური პრობლემებიც აქვს. აგერ გამოჩნდა- გოლის გამტანი კი არა ესტონეთანაც კი საჯარიმოში ვერ შევედით, მოდი და უსაყვედურე თემურს ამის შემდეგ. 2 პირადი , ვერ მიიღო კარდბლანში ქეცბაიასთან . 3. ვერც ერთი უცხოელი ვერ (მოხოდავს ) დადებს შედეგს, არ არის მაგის საძირკველი, ფინანსების ჩარეცხვა იქნება. 2-3 ფეხბურთელი ამინდს კი ქმნის მაგრამ არა შედეგს.... ბავშვებიდან დაიწყეთ.
გუსანი
21 ნოემბერი 2020 12:51
5
და რო არ იძველბიჭოს არც მთქმელმა, არც კომენანტატორმა, არც ერთმა და არც მეორემ და ამით მირჩეს, არა? თუ ბოლოს მაინც დამრიგებლურო ტონით ჭკუისწავლების გარეშე არ შეუძლია?
Dato
21 ნოემბერი 2020 11:59
1
ლევან შენ ყოველთვის ყველაფერში გეთანხმებნოდი დღევანდელ დღემდე, უბრალოდ გამიკვირდა ასეთი მარცხის მერე (ჟურნალისტები) რატომ არ ლაპარაკობთ ფედერაციის შეცდომებზე და არაფრის მაქნისობაზე? ამის მაგივრად მთავარი თემა ის გახადე ქეცბაიას ვინ დაზდევდა და ვინ არა სომხეთთან მატჩის შემდეგ. ეგააა პრობლემა ? ან საერთოდ რატომ ახსენე თემური ასე ცუდად გადაცემაში? ხომ იცოდი ხალხს რა რეაქციაც ექნებოდა?ძალით გინდა ამით სხვა თემები გადაფარო??? თემურის დაბლოკვას ტყვილად ცრდილობთ ის ღირსეული კაცია და აღარ დადგება მწვრთნელად ძაანაც რომ ეხვეწოთ ,,, ხოლო თუ დაბლოკვას მაინც შეეცდებით შედეგი უკვე ნახე ხალხის რეაქციის
კაცი მეგონე, თურმე...
21 ნოემბერი 2020 06:00
8
ქეცბაია რო უზრდელი და უვარგისია სალუქვაძის თქმა რად უნდა მაგას
სულ2
21 ნოემბერი 2020 01:56
34
კრიტიკის გარეშე ფეხბურთი არასებობს მაგრამ ოჯახი და ზედმეტები რა საზიზღრობაა სალუქვაძე კარგი კაცია მაგრამ ზედმეტი მასაც მოივიდა თავი მოეტოკა ჯობდა ქეცებაიას შემოვევლე მასაც აქვს წიკები კარგი იქნება თუ გადაეჩვევა ერთისიტყვით შერიგდით და ამ ფედერაციას ერთი აზრით ხა ერთი შემართებით ვებრძოლიდ გუშინ დაუსვეს შეკითხვა კიბიაშვილს ორ ადგილზე საქმიანებას როგორ უთავსდები მანკი უპასუხა რაში გამოვაკლდი ფეხბურთსო კობიაშვულო მალე გაიგებ რაში გამოაკლდი გარტყმაშიც არ ხარ თუ რაზე თქვი უარი ფეხბურთი და პოლიტიკა დაფიქრდი და მიხვდები თუ გესმის მახსობს შენი დანაპირებები მაგ საკითხებში.
ლაშა
21 ნოემბერი 2020 08:01
5
ხალხი ბრძენია !!!
ხალხი ყოველთვის მართალია !!!
პ.ს. ჰოდა თუ ჟურნალისტობა გინდა,ვისთვის წერ????? ხალხისთვის რომ არა,ფაქტია და მაშინ ვისთვის???
ადამიანი
21 ნოემბერი 2020 04:26
19
ბრძენი კი არა ბრბოა. სალუქვაძეს არ ესმის ფეხბურთი და იმ ხალხს ესმის,ფედერაციას და ნაკრების მწვრთნელს,რომ ფეხბურთელის ფიზმომზადებას სთხოვს
საქართველო
21 ნოემბერი 2020 05:35
7
დააყენე, შენი ძველბიჭობაღა აკლდა ამ ქვეყანას. იქნებ ჟურნალისტობა ისწავლო!!!
@
21 ნოემბერი 2020 08:40
14
აი ხო ხედავ დამთრთხალი და შეშინებული ხარ ესეა უსამართლოდ კაცს უზდელს ეძახი უნდა იცოდე ამხელა კაცმა რამხრლაბშეურაცყოფას აყენებ დაუფიქრებლად ასერობ დაწყნარდი ეხლა ნუ კანკალებ არავინ არაფერს გიზავს აკეთე შენი საქმე ზდილობიანად
Mixeili12345678
21 ნოემბერი 2020 08:49
14
ბიჭოო პატარა ბიჭებიო პატარები და სოსკიანები თუ არიან რას დარბიან ქუჩა ქუჩა დედას რო იგინებიან და ხალხს შეურაწყოფას რო აყენებენ ყველა კიარ გაგიტარებს უზრდელს და მყრალს ოჯახში ვერ იტანენ ქუჩაში კიარა.პროტესტი მისაღები და საჭიროცაა მაგრამ არა უზრდელობა.აგერ რასაც წერენ იგივეს ქუჩაშიც კადრულობენ და მიტომაც ხვდებათ.და ბოლოს ზრდილობა ზეპოლიტიკურია.გაიგეთ ერთხელდა სამუდამოთ.სალუქვაძეს რაც შეეხება ზოგ რამეში ვეთანხმები მაგრამ გამოხატვის ფორმაში არა.
źaza
21 ნოემბერი 2020 11:59
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული