"კანონმორჩილობა არ ნიშნავს სუსტობას, მერე ვისი აჯობებს მაგას ვნახავთ..." - ლევან სალუქვაძის პასუხი კითხვის ავტორს

AutoSharing Option
ლევან სალუქვაძემ გადაცემა "იმედის ფსონის" ეთერში მის მიმართ წამოსულ აგრეიულ და უწმაწურ საუბარზე ისაუბრა. 

რამდენიმე დღის წინ, ლევანმა თემურ ქეცბაიას უზრდელი უწოდა, რაზედაც ხალხისგან დიდი აგრესია მიიღო.

რაც შეეხება კონკრეტულად ამ სიტყვებს, ერთ-ერთი მაყურებლისგან დასმულ შეკითხვას მოაყოლა, კითხვა კი ასეთი გახლდათ " თუ რამე გინდოდა ქეცბაია-მინაშვილის ეთერში იქვე იჯექი და გაგეცა პასუხი"

"ერთი-ორჯერ მოვკარი თვალი რაღაც მუქარას, ასევე ოჯახის ხსენებას და მეც ვიცი სათანადო ზომები როგორ უნდა მივიღო სამართლებრივიც და სხვანაირიც. მე კანონმორჩილი ადამიანი ვარ, თქვენგან განსხვავებით ძველი ბიჭი არა
ვარ, ვარ კანონმორჩილი ადამიანი. ხოდა კანონმორჩილობა არ ნიშნავს სუსტობას, მერე ვისი აჯობებს მაგას ვნახავთ.

რასაც დამიწერთ იმის მიხედვით მეც გაგცემთ პასუხს, კიდევ ერთხელ ვიძახი სამართლებრივ  და ზრდილობის ჩარჩოში. ვინც რაღაც კანონს ან წესებს გადააბიჯებს და ისეთ მუქარას წავიკითხავ სადმე, რომ ან ოჯახის ან ჩემ პირად ცხოვრების რამე მუქარის შემცველი იქნება, მერე სხვანაირად ვილაპარაკებთ.

გაფრთხილებთ სულ ყველას, თუ გინდათ არც გაგაფრთხილებთ, მაინც მასე ვიზამ. ამიტომ ძალიან გთხოვთ, არავის არ ეშინია თქვენი, არც ფეხბურთელების, არც მწვრთნელების და არც ვიღაც გულშემატკივრების, რომლებიც აქ რაღაცეებს დგამთ და თავი რემბოებად წარმოგიდგენიათ, არ არის მასე, რემბოებიც გვინახავს და მათი მეგობრებიც, მაგრამ არ შეგვშინებია. თქვენ მაგაზე არ იდარდოთ, მე ჩემი პოზიცია მაქვს. შენ გიყვარს ქეცბაია? გინდა ნაკრების მწვრთნელად? კი ბატონო, გენაცვალე სულში, ამიტომ გამოვიდე და გაგინო? არ შემიგინებია არავისთვის, ვიგინო? პოლემიკა გინდა? კი ბატონო, შემოდით იკითხეთ გაგცემთ შესაფერის პასუხს"   

საბოლოოდ, ლევანმა აღნიშნა, რომ" თემური კარგი ფეხბურთელი და გულიანი ბიჭი იყო, მაგრამ რაც იყო იყო, მაგრამ ჟურნალისტებთან უხეშად საუბრობდა".

altლევან სალუქვაძე ვეტერან ფეხბურთელებს მიმართავს

altსალუქვაძე ქეცბაიაზე: "ქსენოფობი და უზრდელია - მის დროს ნაკრები უსაზიზღრეს ფეხბურთს თამაშობდა"






მკითხველის კომენტარები / 60 /
ტელე იმედი ქოცების დანამატია ყველამ ვიცით . ძალიან მაინტერესებს რატო არავინ აგო პასუხი კანონის წინაშე ფედერაციიდან პატარა ფანების გატყეპისთვის ? თუ მისაღებმა მიიღო ???? აი ესეთი კანონმორჩილები ხართ მთელი ქოცხროვა ...
სიმართლე
21 ნოემბერი 2020 09:54
24
აბსოლუტურად ვეთანხმები სალუქვაძეს!!!!! ქეცბაიას დროს ნაკრები უსაზიზღრეს ფეხბურთს თამაშობდა. რადგან ანორთოსისში ქართველები მიყავს ეგ არ ნიშნავს, რომ ძველი შეცდომები გამოასწორა!!!!! ქართველები თუ მიყავს გუნდში მაგითი პირველ რიგში თვითონ მშვენივრად სარგებლობს, არც ისე მაღალ ხელფასზე არ თამაშობენ მაგასთან ბიჭები ასე რომ დაწყნარდით ქეცბაიას ადვიკატობა არ ჭირდება!!!!
აგული
21 ნოემბერი 2020 10:03
21
ქეცბაია როგორც მწვრთნელი ვარსკვლავებს არ წყვეტს , მაგრამ თქვენ როგორც ვითომ ჟურნალისტი ვის აზრს გამოხატავთ კარგადაც ვიცით, როგორც მთელი იმედი ძალზედ "ობიექტურები" ხართ . გასაკრიტიკებელი მთელი ქოცბანდა და ფედერაციააა ,ის ფედერაცია რომლის თანამდეგობის პირები პატარა ფანებს ცემენ საკუთარი პროტესტის დაფიქსირებისთვის არ აკრიტიკოთ ხელი დააფარეთ , გრცხვენოდეთ...
დათო
21 ნოემბერი 2020 09:50
12
დათო,წუხელ 20 საათზე,სილქ უნივერსალზე,სალუქვაძეს,ლევან კობიაშვილი ჰყავდა.წუხელ, ცოტას ვუყურე და ვაპირებ ჩანაწერიც ვნახო.რაც ვისმინე,ბევრ რამეზე სხვა თვალით შემახედა.კონკრეტულად ქეცბაიაზე არა,ბოლო თამაშებზე და სტრუქტურებზე,დაფინანსებაზე ლაპარაკობდა,მე რაც ვნახე.მგონი საინტერესო იქნება მოსმენა.
სოსო
21 ნოემბერი 2020 11:26
8
ხანდახან ამ პოსტებს და კომენტარებს რომ ვკითხულობ, ვხვდები რამხელა სიძულვილი, ბოღმა, ზიზღი და აგრესია დევს ერთმანეთის მიმართ. კლავიატურას რომ ამოვეფარებით ეს იმას არ ნიშნავს რომ უფალსაც დავემალეთ. სად გაქრა ჩვენი ადამიანური მიმტევებლობა, თავდაჭერილობა, ქართველობა. ვინ ვის უშლის აზრის გამოთქმას? მაგრამ ვიყოთ ცოტა სხვისი აზრის ღირსეულად მომსმენი, თუ არ გავიზიარებთ, კორექტულად და ფაქტებით ვესაუბროთ ერთმანეთს. წარმოვიდგინოთ რომ მეორე მხარესაც ჩვენნაირ ადამიანებს ვესაუბრებით. ჩვენ არც ფეხბურთი გვიყვარს და პატივს ვცემთ, არც სხვა გვიყვარს და პატივს ვცემთ, უფლის რწმენა ხომ არა გვაქვს და არც საკუთარი თავი გვიყვარს. ღირსეული ადამიანები ასე არ იქცევიან.
თენგაბი
21 ნოემბერი 2020 09:40
1
ლევან იმ საკითხში გეთანხმები რო ქეცბაიას ურთიერთობა არ უყვარს ჟურნალისტებთან და ტონიც არ უვარგა, ასევე იმაშიც რო ნაკრებს ძალიან დაცვის ფეხბურთს ათამაშებდა მაგრამ როგოც ჟურნალისტს შეიძლება უფრო კორექტულად გეთქვა მაგრამ შენი აზრი დაგეფიქსირებინა რადგან ჩამოთვილილი მინუსების გარდა ბევრი პლიუსიც აქვს და როგორც თქვენ არ იმსახურებთ ასევე არ იმსახურებს ქეცბაიაც...
ლევან-ს
21 ნოემბერი 2020 09:08
1
Am saqmis midgoma egetia, temuri mogvcons da saluqvadze ara. Sxva iqet araferi gvainteresebs. Mesi jobia ronaldus radgan vigacas mesi mocons, ruseti amerikas radgan ruseti mocons, nacebi qocebs radgan nacebi mocons. Esetia chveni midgoma da analizi da qe gvaqvs cxovrebis analizebi gadasarevad.
Milani
21 ნოემბერი 2020 08:50
0
აი ხო ხედავ დამთრთხალი და შეშინებული ხარ ესეა უსამართლოდ კაცს უზდელს ეძახი უნდა იცოდე ამხელა კაცმა რამხრლაბშეურაცყოფას აყენებ დაუფიქრებლად ასერობ დაწყნარდი ეხლა ნუ კანკალებ არავინ არაფერს გიზავს აკეთე შენი საქმე ზდილობიანად
Mixeili12345678
21 ნოემბერი 2020 08:49
14
დააყენე, შენი ძველბიჭობაღა აკლდა ამ ქვეყანას. იქნებ ჟურნალისტობა ისწავლო!!!
@
21 ნოემბერი 2020 08:40
14
კრიტიკის გარეშე ფეხბურთი არასებობს მაგრამ ოჯახი და ზედმეტები რა საზიზღრობაა სალუქვაძე კარგი კაცია მაგრამ ზედმეტი მასაც მოივიდა თავი მოეტოკა ჯობდა ქეცებაიას შემოვევლე მასაც აქვს წიკები კარგი იქნება თუ გადაეჩვევა ერთისიტყვით შერიგდით და ამ ფედერაციას ერთი აზრით ხა ერთი შემართებით ვებრძოლიდ გუშინ დაუსვეს შეკითხვა კიბიაშვილს ორ ადგილზე საქმიანებას როგორ უთავსდები მანკი უპასუხა რაში გამოვაკლდი ფეხბურთსო კობიაშვულო მალე გაიგებ რაში გამოაკლდი გარტყმაშიც არ ხარ თუ რაზე თქვი უარი ფეხბურთი და პოლიტიკა დაფიქრდი და მიხვდები თუ გესმის მახსობს შენი დანაპირებები მაგ საკითხებში.
ლაშა
21 ნოემბერი 2020 08:01
5
ლევან შენ ყოველთვის ყველაფერში გეთანხმებნოდი დღევანდელ დღემდე, უბრალოდ გამიკვირდა ასეთი მარცხის მერე (ჟურნალისტები) რატომ არ ლაპარაკობთ ფედერაციის შეცდომებზე და არაფრის მაქნისობაზე? ამის მაგივრად მთავარი თემა ის გახადე ქეცბაიას ვინ დაზდევდა და ვინ არა სომხეთთან მატჩის შემდეგ. ეგააა პრობლემა ? ან საერთოდ რატომ ახსენე თემური ასე ცუდად გადაცემაში? ხომ იცოდი ხალხს რა რეაქციაც ექნებოდა?ძალით გინდა ამით სხვა თემები გადაფარო??? თემურის დაბლოკვას ტყვილად ცრდილობთ ის ღირსეული კაცია და აღარ დადგება მწვრთნელად ძაანაც რომ ეხვეწოთ ,,, ხოლო თუ დაბლოკვას მაინც შეეცდებით შედეგი უკვე ნახე ხალხის რეაქციის
კაცი მეგონე, თურმე...
21 ნოემბერი 2020 06:00
8
ხალხი ბრძენია !!!
ხალხი ყოველთვის მართალია !!!
პ.ს. ჰოდა თუ ჟურნალისტობა გინდა,ვისთვის წერ????? ხალხისთვის რომ არა,ფაქტია და მაშინ ვისთვის???
ადამიანი
21 ნოემბერი 2020 04:26
19
ბრძენი კი არა ბრბოა. სალუქვაძეს არ ესმის ფეხბურთი და იმ ხალხს ესმის,ფედერაციას და ნაკრების მწვრთნელს,რომ ფეხბურთელის ფიზმომზადებას სთხოვს
საქართველო
21 ნოემბერი 2020 05:35
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული