"კანონმორჩილობა არ ნიშნავს სუსტობას, მერე ვისი აჯობებს მაგას ვნახავთ..." - ლევან სალუქვაძის პასუხი კითხვის ავტორს

AutoSharing Option
ლევან სალუქვაძემ გადაცემა "იმედის ფსონის" ეთერში მის მიმართ წამოსულ აგრეიულ და უწმაწურ საუბარზე ისაუბრა. 

რამდენიმე დღის წინ, ლევანმა თემურ ქეცბაიას უზრდელი უწოდა, რაზედაც ხალხისგან დიდი აგრესია მიიღო.

რაც შეეხება კონკრეტულად ამ სიტყვებს, ერთ-ერთი მაყურებლისგან დასმულ შეკითხვას მოაყოლა, კითხვა კი ასეთი გახლდათ " თუ რამე გინდოდა ქეცბაია-მინაშვილის ეთერში იქვე იჯექი და გაგეცა პასუხი"

"ერთი-ორჯერ მოვკარი თვალი რაღაც მუქარას, ასევე ოჯახის ხსენებას და მეც ვიცი სათანადო ზომები როგორ უნდა მივიღო სამართლებრივიც და სხვანაირიც. მე კანონმორჩილი ადამიანი ვარ, თქვენგან განსხვავებით ძველი ბიჭი არა
ვარ, ვარ კანონმორჩილი ადამიანი. ხოდა კანონმორჩილობა არ ნიშნავს სუსტობას, მერე ვისი აჯობებს მაგას ვნახავთ.

რასაც დამიწერთ იმის მიხედვით მეც გაგცემთ პასუხს, კიდევ ერთხელ ვიძახი სამართლებრივ  და ზრდილობის ჩარჩოში. ვინც რაღაც კანონს ან წესებს გადააბიჯებს და ისეთ მუქარას წავიკითხავ სადმე, რომ ან ოჯახის ან ჩემ პირად ცხოვრების რამე მუქარის შემცველი იქნება, მერე სხვანაირად ვილაპარაკებთ.

გაფრთხილებთ სულ ყველას, თუ გინდათ არც გაგაფრთხილებთ, მაინც მასე ვიზამ. ამიტომ ძალიან გთხოვთ, არავის არ ეშინია თქვენი, არც ფეხბურთელების, არც მწვრთნელების და არც ვიღაც გულშემატკივრების, რომლებიც აქ რაღაცეებს დგამთ და თავი რემბოებად წარმოგიდგენიათ, არ არის მასე, რემბოებიც გვინახავს და მათი მეგობრებიც, მაგრამ არ შეგვშინებია. თქვენ მაგაზე არ იდარდოთ, მე ჩემი პოზიცია მაქვს. შენ გიყვარს ქეცბაია? გინდა ნაკრების მწვრთნელად? კი ბატონო, გენაცვალე სულში, ამიტომ გამოვიდე და გაგინო? არ შემიგინებია არავისთვის, ვიგინო? პოლემიკა გინდა? კი ბატონო, შემოდით იკითხეთ გაგცემთ შესაფერის პასუხს"   

საბოლოოდ, ლევანმა აღნიშნა, რომ" თემური კარგი ფეხბურთელი და გულიანი ბიჭი იყო, მაგრამ რაც იყო იყო, მაგრამ ჟურნალისტებთან უხეშად საუბრობდა".

altლევან სალუქვაძე ვეტერან ფეხბურთელებს მიმართავს

altსალუქვაძე ქეცბაიაზე: "ქსენოფობი და უზრდელია - მის დროს ნაკრები უსაზიზღრეს ფეხბურთს თამაშობდა"






მკითხველის კომენტარები / 60 /
შენ ჟურნალისტი გგონია თავი? რაო კობიაშვილმა, გადაგისვა თავზე ხელი ეთერის მერე? სწორად იქცეოდა თემური და კიდევ უფრო მეტად აგრესიულად ეთქვა თქვენთვის სათქმელი, ვაზელინებად რომ იქეცით და კაცობის აღარაფერი გცხიათ, შენი ვაჟკაცობის შენ თვითონ მაინც თუ გჯერა :დ ან ცუდი რაც მოხდა ყველაფერი რომ სხვას შეაწმინდა და გურიის წარმატება თავისად გაასაღა, მაინც არ გაგიჩნდა კითხვები ვაჟკაც? ხელფასს იმიტომ არ იღებს, კანონმდებლობა რომ უკრძალავს და მაგას მაგარ ნაბიჯად უთვლით? ან საქმეს რომ აკეთებდეს ხელფასს რატომ არ უნდა იღებდეს, მაგრამ კონსტიტუცია გამოისვით უკან და ჩვენ გვასწავლით კიდე ჭკუას
გიორგი
21 ნოემბერი 2020 02:52
24
Temuri ara torola.
Ufucucyctx
21 ნოემბერი 2020 08:57
10
ქეცბაია რო უზრდელი და უვარგისია სალუქვაძის თქმა რად უნდა მაგას
სულ2
21 ნოემბერი 2020 01:56
34
სად გაიზარდე შე უზრდელო ან ვის რაში სჭირდები,ან ფეხბურთი სად ისწავლე,რომ გამოდიხარ და არჩევ ვინ კარგია და ვინ ცუდი.შენნაირებით და იმ ულვაშა გაბერილისნაირებით არის რომ ქეცბასნაირს ფეხბურთს ასწავლით და ეს ბრბოც გისმენენ და იზიარებენ.
Batumi
21 ნოემბერი 2020 01:55
19
ეეეეე კაი რა, აგრესიულად მოიხსენიე უდანაშაულო ადამიანი და ბუმერანგივით დაგიბრუნდა უკან! ცოლ-შვილი და ოჯახი რა შუაშია ხალხო?! მეც გავაკრიტიკე ეს კაცი მარა , ლანძღვა და გინება რა არის ეხლა..(ტეხავს)! / ხალხი მაინც ცხელ გულზე იყო და ვერ მოთოკეს ნერვები, შენ კანონმორჩილი ადამიანი ხარ გეტყობა და დაივიწყე ეს ამბავი ასე აჯობებს დამიჯერე! / //// სიმართლე რო ითქვას ძირითადად თავისუფლად აზრს (კრიტიკულს) შენ და ვოვა გუცაევი იძახის, ამხელა კაცი არ იზარებს და გადაცემა მიყავს, თან რა აქტიურია, სხვა ჟურნალისტები და სხვა ვეტერანები და მოქმედი სპორცმენები გაყუჩულები არიან , ოღონდ ერთმანეთს არ აწყენინონ , ხმას არ იღებენ და ფეხბურთი სულ ფეხებზე კიდიათ!
Vasili
21 ნოემბერი 2020 01:48
15
13 მილიონი მხოლოდ მას არ აუღია,ეგ უბრალოდ მასე ჩანდა,მან 3 აიღო ,დანარჩენი რ.არველაძემ და ზ.სიჭინავამ მოტეხეს.
დევკალიონი
21 ნოემბერი 2020 11:15
5
ქეცბაიაა უდანაშაულო? 13 000 0000 ლარი რაში აიღო ამიხსენი? 13 მილიონი!! ხორვატიათან მოგების შემდეგ 4 წელი არაფერი გაუკეთებია ყრუ დაცვის გარდა.. ფულს კი ხვეტავდა და წილში ყავდა სხვა კორუმპირებული ჩინონვნიკები
giorgi
21 ნოემბერი 2020 09:51
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული