ქინქლაძე: ჩვენი თაობის გუნდი ამ ნაკრებს პირველ ტაიმში 3:0-ს მოუგებდა

AutoSharing Option
ფოტოზე: ნიკი ბატი, გიორგი ქინქლაძე, დევიდ ბექჰემი

საქართველოს ნაკრებისა და "მანჩესტერ სიტის" ყოფილმა გარემარბმა გიორგი ქინქლაძემ ინტერვიუ რუსულ საიტ metaratings-ს მისცა და სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.

- პანდევმა კვარაცხელია საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. ეთანხმებით?
- ეს მისი აზრია, თუმცა მისი საუკეთესოდ დასახელება ჯერ ნაადრევი გახლავთ, მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად ყველაზე ნიჭიერია. ბევრი საუბარი იყო ჩაკვეტაძეზე, თუმცა ტრავმა მიიღო და მაკედონიასთან ვერ ითამაშა. ტალანტით ჩემთვის საქართველოში საუკეთესო ეს ორია.

ხვიჩაზე ბოლო დროს გაუთავებლად საუბრობენ. ვიცი ასეთი ტალანტები, რომლებიც დაიკარგნენ, თუმცა ხვიჩა
სხვანაირია. ის პატარაობიდანვე ნამდვილი სპორტსმენი იყო, სულ იმაზე ფიქრობს, უკეთესი როგორ გახდეს. ყველაფერი აქვს დიდ ჩემპიონატში სათამაშოდ.

ინგლისიდან და ჰოლანდიიდან მუდმივად მისვამენ შეკითხვებს მის შესახებ. ცოტა ხნის წინ გამოხატეს ინტერესი, როგორი ფეხბურთელია, როგორ მისდის საქმეები, თუმცა შეთავაზებაზე საუბარი არ ყოფილა. თუნდაც ინგლისში, უდიდეს ყურადღებას უთმობენ სანაკრებო გამოსვლას, ევროპის ჩემპიონატზე თამაში დიდ ბიძგს მისცემდა.

მე ვფიქრობ, რომ ხვიჩა "რუბინში" კიდევ ერთი წლით უნდა დარჩეს. ყაზანელები მხოლოდ დიდი კლუბის შეთავაზებას უნდა დათანხმდნენ. მაგალითად, "რუბინს" თუ ჰოლანდიის ყველაზე დიდი კლუბი არ მიმართავს, ისე კვარა არ უნდა გაუშვან.

- "რუბინში" ზურიკოც თამაშობს. მისი ტრანსფერის დროს ბერდიევი არ დაგკავშირებიათ?
- ზურიკოც ნიჭიერი ბიჭია, თუმცა ჩაკვეტაძე და კვარაცხელია, ჩემი აზრით, ტალანტით ყველას უსწრებენ. ბერდიევი კი არ დამკავშირებია, დიდი ხანია კონტაქტი არ გვქონია, თუმცა ყურბანს ჩემს კარიერაში ძალიან მნიშვნელოვან მწვრთნელად მივიჩნევ.

ბერდიევი ქართველ ფეხბურთელებს დიდ პატივს სცემს. 33 წლის ვიყავი, ძველი ტრავმის გამო სრული მატჩის ჩატარება არ შემეძლო. ბერდიევმა კი მითხრა, კარიერის დასრულების შემდეგ "რუბინში" დარჩენა შემეძლო, მას ეს სურდა.

ბევრ მწვრთნელთან მიმუშავია, თუმცა ასეთ სპეციალისტსა და ადამიანთან ერთად თამაში ძალიან სასიამოვნო იყო. ყველა ფეხბურთელი იმავეს გეტყვით.
- ცნობილია, რომ ძალიან კარგად გრძნობს ფეხბურთელებს. ასეთი ისტორიები გახსოვთ?
- განსხვავებული ადამიანია. ზოგჯერ ხუმრობდა კიდეც, იუმორის კარგი გრძნობა აქვს, თუმცა ეს ყველაფერი 15 წლის წინ იყო, ყველაფერი კარგად არ მახსოვს. მე და ლაშა სალუქვაძე გუნდში ერთად მივედით. რუსული არც ისე კარგად იცოდა. თეორიის გაკვეთილზე რამდენჯერმე ჰკითხა ბერდიევმა, ყველაფერს ხვდებოდა თუ არა. ლაშა სულ თავს უქნევდა. ბოლოს კი გამეორება სთხოვა და ნათელი იყო, რომ სალუქვაძეს ვერაფერი გაუგია.

- სალუქვაძესა და სხვა თქვენი თაობის ფეხბურთელებთან: კალაძესთან, არველაძესთან, კობიაშვილთან, აშვეთიასთან ერთად საქართველოს ამ ნაკრებს მოუგებდით?
- პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 3:0 იქნებოდა (იცინის)! ძალიან ძლიერი ნაკრები გვყავდა, თუმცა არ გვიმართლებდა. ინგლისი, იტალია, საფრანგეთი, გერმანია, მაშინ უფრო ძლიერები ჩანდნენ, ვიდრე ახლა. დღეს ფეხბურთი თანაბრდება. ევროპის ჩემპიონატზეც მეტი გუნდი თამაშობს.

- თქვენი აზრით, ქართულმა ფეხბურთმა ახალგაზრდა მოთამაშეების მომზადების კუთხით მოუმატა?
- ასე ვერ ვიტყვი, თუმცა აკადემიების გახსნა დიდი პლუსია. იქ ბევრ ბიჭუნას აქვს ნორმალურ პირობებში ვარჯიშის შანსი. საერთო ჯამში, სახელმწიფო ფეხბურთში მეტ ფულს დებს.

თუმცა, რაღაც დიდ წინსვლას ვერ ვხედავ. ქართული ლიგა ბევრ ევროპულ ჩემპიონატს ჩამორჩება კლასით. თუმცა ქართველ ფეხბურთელს განვითარება შეუძლია. ადრე ხარისხიანი აკადემიების, მინდვრების პრობლემა გვქონდა, ნიჭიერი ბავშვები კი საქართველოში სულ იყვნენ. სიტუაცია უმჯობესდება, თუმცა, ზოგადად, ქართული ფეხბურთის დონის ასამაღლებლად კიდევ დიდი დროა საჭირო. ევროპის ჩემპიონატზე გასვლას დიდი ბიძგის მიცემა შეეძლო.

მკითხველის კომენტარები / 34 /
ნუ ბლატაობ ქინქი, თქვენ არ იყავით მოლდოვამ ორიდან ორივე თამაში რომ მოგიგოთ თბილისშიც და კიშინოვშიც.
შენი კეთილის მსურველი
24 ნოემბერი 2020 16:56
6
ზუსტად ეგ უნდა დამეწერა და დამასწარი!:)))) ეს ბებიის და ბაბუის ვარიანტია. თქვენ ის გუნდი იყავით, ლატვიამ კუთხურიდან რომ გაგიტანათ და ისე მოგიგოთ. აქ ნახსენებმა მოლდოვამ გასვლაზე სამიდან ერთი თავის კარში გაიტანა და ეგეც. ეგ თაობაც ერთ ადგილას იდგა და ვერ განვითარდა
:))))
24 ნოემბერი 2020 17:33
2
მართალია, მეტად ნიჭიერები მაგრამ მეტად ზარმაცებიც და უდუსციპლინოები, უმოტივაციო და გუნდურები იყვნენ.
გუსანი
24 ნოემბერი 2020 17:10
1
თქვენ თქვენ თაობაში გეჩვენებინათ რა შეგეძლოთ. იქით თქვენ გვანერვიულეთ და აქეთ ამათი ჯერია ეხლა.

ის რომ თქვენი თაობა უფრო ნიჭიერი იყო, არაფერს ნიშნავს. ზოგადად 90-იანებში ეგეთი პერიოდი იყო. რუმინეთი, ბულგარეთი, ჩეხეთი, იუგოსლავია, ხორვატია... ყველას უძლიერესი თაობა ჰყავდა და უძლიერესი შემადგენლობა. ზოგადად ფეხბურთში დაეცა მას შემდეგ დონე, ინდივიდუალისტი ვარსკვლავების რაოდენობა შემცირდა.

თქვენ თქვენი პროფესიონალიზმი მოლდოვასთან ორ ჩატარებულ შეხვედრაში აჩვენეთ და არა მარტო სამწუხაროდ.
ისევ ქართული ტრაბახი
24 ნოემბერი 2020 17:44
11
2004 წელს მოხდა პირველად, როცა საქართველოს ნაკრებმა არ წააგო ის თამაში, რომელშიც პირველი გოლი მოწინააღმდეგემ გაიტანა. ოფიციალურ მატჩებზე მაქვს საუბარი.
გეხსომებათ - თურქეთი გვიგებდა და ბოლოს ასათიანმა გაათანაბრა.
მანამდე 10 (!) წლის მანძილზე საქართველომ წააგო ყველა ის შეხვედრა, სადაც პირველმა გაუშვა. არ ჰქონდა მნიშვნელობა მეტოქის დონეს და არც იმას, რომელ წუთზე ვუშვებდით ამ გოლს.
სწორედ მაგ ათწლიან პერიოდზე იხსენებს ქინქლაძე, ძალიან ძლიერი გუნდი გვყავდაო ))) ძლიერი კი არა, მენტალურად ლუზერი გუნდი იყო და ჩვენი ნერვების მოშლის მეტი არაფერი უკეთებიათ. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ინდივიდუალურად მართლა მაღალ დონეზე იდგა უმრავლესი მათგანი.
korben dallas
24 ნოემბერი 2020 18:21
4
საკმარისია ეს ქართული ბლატაობა.. გქონდათ ბურთიც და მოედანიც, მაგრამ ვერც ევროპაზე მოხვდით და ვერც მსოფლიოზე
geo-geo
24 ნოემბერი 2020 17:40
10
მართლა კარგი ფეხბურთელები იყვნენ,მაგრამ სპორტული დისწიპლი და საქმისადმი მიდგომა არ იყო სათანადო, რის გარეშეც გამორიცხულია წარმატების მიღწევა
gio gio
24 ნოემბერი 2020 16:37
0
მოდი რა შენ შენს ვერმოგებულ მოსაგებს მიხედე და შვილის ტოლ ბიჭებს ნუ ებლატავები.ამხელა ნიჭის მქონე ფეხბურთელმა 15-20 მომენტი და ორი სეზონი რომ დატოვე კარიერის შემდეგ, მაგაზე იფიქრე. და პროფესიონალიზმით და გუნდურობით ისევ ეს ბიჭები გჯობნიან თქვენ,ნუ გგონიათ რომ გვავიწყდება სიარულით ჩატარებული თამაშები - დღევანდელ თაობას ამას მაინც ვერ დავაბრალებთ
Valderrama
24 ნოემბერი 2020 18:20
9
კაცი 70 წლისა და გზაზე მიდის პატარა ორმო შეხვდება უნდა გადახტეს სხვა გზა არააქ წამოვიდა სიჩქარით და გადახტა და შუა წყალში ჩავარდა, დასველდა.. და თვისთვის ამბობს ეჰჰ სიბერას რაუთხარი თორე ახალგაზდობაში ამ ორმოს კიარა ამაზე სამჯერ დიზე ვხტებოდიო... მერე ჩუმად ჩაილაპარაკა არც მაშინ ვიკავიო რამის მაქნისი.. იმ კაცის არ იყოს არც მაშინ იყავით გენოსები... შედეგი ეგა მთვარი თორე თამაში და ბურთის აკენწვლა რო იცოდით ეს კი ვიცით...
reali
24 ნოემბერი 2020 21:01
11
...და 1981 წლის დინამო რას უზავდა...
buba
24 ნოემბერი 2020 15:44
5
სადღეგრძელოებს უნდა გადაეჩვიოთ და რაღაცა მოიფიქროთ რო სუსტებს მაინც მოუგოთ თორე გასკდა გული მაკედონიისნაირებთან წაგებით
შოკირებული გულშემატკივარი
24 ნოემბერი 2020 17:09
1
1995 წლის მოლდოვის ნაკრებს გაეღიმა
ზორბეგი
24 ნოემბერი 2020 22:15
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული