თბილისის "დინამომ" გამარჯვება ხელიდან ბოლო წამზე გაუშვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქულ შეკრებაზე თბილისის "დინამო" საკონტროლო მატჩში უკრაინის "კოლოსს" დაუზავდა - 1:1.

პირველ ტაიმში "დინამო" ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა, ძალიან აქტიური იყო გუნდის ახალწვეული, ნიდერლანდელი მარჯვენა გარემარბი ფაბიან სპორკსლედი, რომელმაც ანგარიში გახსნა. "დინამომ" ამის შემდეგ არაერთი მომენტი ვერ გამოიყენა და დაისაჯა კიდეც - მეორე ტაიმის დასასრულს "კოლოსი" ინიციატივას დაეუფლა და ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ პაველ ორიხოვსკიმ საჯარიმოდან საპასუხო გოლი გაიტანა.

"დინამო" (სასტარტო): კვასხვაძე, კობოური, ბენიო, მონხილი, მექვაბიშვილი, პაპავა, წოწონავა, ქარდავა, სპორკსლედი, გაბედავა, მარუშიჩი

შეკრებაზე აქამდე "დინამომ" "რადნიკთან" 0:1 წააგო,
"ნაპრედაკს" 1:0 მოუგო, 1-ელ თებერვალს კი კიევის "დინამოს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 8 /
დინამოს 2-3 კარგი ლეგიონერი კიდევ ჭირდება,უნდა გაძლიერდნენ ევრო ტურნირებამდე.
ziko
20:15 31-01-2021
0
თითის სხვისკენ გაშვერა ყველაზე მარტივად გამოსდის ქართველ ექსპერტ/კრიტიკოსებს და ვაი გულშემატკივრებს.დინამოს პირველი და მესამე თამაშის მერე არავინ არ იშურებს კრიტიკას.
რატომღაც მეორე მოგებული თამაშის მერე კომენტარების ველი თითქმის ცარიელი იყო.

ტიპიურად, შეუმდგარი პიროვნების მახასიათებელი ნიშნებია, მხოლოდ კრიტიკა.
პატივისცემით
დინამოს გულშემატკივარი
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული