თურქულ შეკრებაზე თბილისის "დინამო" ბულგარეთის ჩემპიონატის ლიდერ "ლუდოგორეცთან" 1:3 დამარცხდა, რომელმაც აქამდე კიევის "დინამოს" მოუგო (2:1), "შახტარს" კი დაუზავდა (2:2).
"დინამოს" მწვრთნელმა გიორგი ნემსაძემ წინა შეხვედრისგან განსხვავებული სასტარტო შემადგენლობა დააყენა და მარუშიჩმა დებიუტში ჩვენი გუნდი დააწინაურა (ეს შეკრებაზე მისი მეორე გოლია). ამის შემდეგ "დინამოს" შეტევები მინავლდა, უპირატესობას მეტოქე დაეუფლა, ორი გოლი გაიტანა (დესპოტოვმა და კესერუმ) და პირველი ტაიმი 2:1 მოიგო.
მეორე ტაიმში "დინამოს" მცველის უხეში შეცდომით შეცვლაზე შესულმა ჩიბოტამ ისარგებლა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
"დინამო" (თბ) (სასტარტო): მიგინეიშვილი, მონხილი, ბენიო, ხვადაგიანი, პაპავა, ლომინაძე, იაშვილი, მოისწრაფიშვილი, ორშულა, მარუშიჩი, კასტრო
შეცვლაზე შევიდნენ: კვასხვაძე, ქარდავა, მექვაბიშვილი, კუცია, ახვლედიანი, აბუაშვილი
"დინამო" შეკრებაზე "რადნიკთან" 0:1 დამარცხდა, "ნაპრედაკს" 1:0 სძლია, "კოლოსს" დაუზავდა 1:1, კიევის "დინამოსთან" 0:1 წააგო, 6 თებერვლს კი "ზორიას" დაუპირისპირდება.