თბილისის "დინამო" ისევ დამარცხდა - ამჯერად "სოჭისთან" 0:3 [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქულ შეკრებზე ჩატარებულ მორიგ ამხანაგურ მატჩში თბილისის "დინამო" "სოჭისთან" 0:3 დამარცხდა.

"სოჭი", რომელიც ადრე "ჟემჩუჟინას" სახელით ასპარეზობდა, არასოდეს განეკუთვნებოდა რუსული ფეხბურთის გრანდებს, ამ სეზონში კი პრემიერლიგაზე მე-4 ადგილზეა და საქართველოს ჩემპიონს დამაჯერებლად სძლია.

პირველ ტაიმში გოლები ნობოამ და ჟოაზინიომ გაიტანეს, მეორეში კი - ტერეხოვმა.

"დინამო" (თბ) (სასტარტო): კვასხვაძე, მონხილი, კობოური, პაპავა, მექვაბიშვილი, რადინი, იაშვილი, სპორსკლედი, გაბედავა, კასტრო, მარუშიჩი

თბილისის "დინამომ" შეკრებაზე ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა და 11 თებერვალს, უკანასკნელ საკონტროლო შეხვედრაში უკრაინის "ვერესს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 24 /
უკომენტაროდ
შოკირებული გულშემატკივარი
08 თებერვალი 2021 20:54
0
იმის მაგივრად რომ თამაშიდან თამაშამდე აუმჯობესებდნენ თამაშს, უფრო საზიზღრად თამაშობენ. წინა თამაშებში იყო პერიოდები, ნორმალურად რომ გამოიყურებოდნენ, ამ თამაშში კი თავმოჭრილი ქათმებივით დაბორიალობდნენ. გუნდი 2-0-ს აგებს და ესენი მეკარეს უთამაშებენ ბურთს. პულსიც კი არ ექნებოდათ აჩქარებული, ტექნიკა საერთოდ არ ჩანდა, ფიზიკაზე არაფერს ვამბობ. პასები ნული, შემართება ნული, აგერ ეზოში ბავშვები ბევრად უფრო აზარტულად თამაშობენ. მე ნემსოსგან ბევრად მეტს ველოდი
grisha
08 თებერვალი 2021 23:03
0
ბრავო ნემსაძე 3-0 წაგებას მოხერხება ხომ უნდა
ლაფო
08 თებერვალი 2021 21:34
1
ზუსტად შარშანდელი სცენარით მიდიან.
ჟორა გაბრიჭიძე
08 თებერვალი 2021 21:32
0
ფიფია გულშემატკივრების ნერვებზე თამაშობს მთლად გააბანძა ერთ დროს სახელოვანი გუნდი, ამის მოხერხება ხომ გინდა რაც ამ კაცმა დინამოს დამართა ან ეს ბანძი ლეგიონერები სად ნახა ასეთებს სანთლით ვერ იპოვი! წადი რა დაანებე გუნდს თავი
aleksandre
09 თებერვალი 2021 12:49
0
აგერ ბანძმა ფიფიამ ფული კაშიასთვის ვერ გაიმეტა და ლოკომოტივში აფორმებს კონტრაქტს, კაშიას გამოცდილება ერთი ორი წელი ძალიანგამოადგებოდა გუნდ.
stumari
09 თებერვალი 2021 09:14
0
გაგიჭირდებოდათ
ზორბეგი
08 თებერვალი 2021 22:22
0
ფიფია მგონი შენ გაიჩალიჩებ
Talo
08 თებერვალი 2021 23:02
0
მართლა გადაარქვით რა სახელი.სირხხვილია ამხელა ისტორიის მქონე გუნდს ვისაც არ ეზარება,ყველა უგებდეს.ეს ლწგოინერები კიდევ საიდან მოგყავთ,ვინც გირჩევთ იმას უნდა მოსთხოვოთ პასუხი.ფიფიად კარგი,არ ესმის ფეხბურთი,ბიზნესმენია კაცი და რაც იცის ის გამოსდის კიდევ.მაგრამ ვინც აფებს პასუხს ფეხბურთელებზე,მაგას უნდა მოსთხოვო ძაან სერიოზულად პასუხი.იმედია მაგდენს მაინც ხვდებით,ვინ ვარგა და ვინ არა.ან აიყვანეთ მართლა პროფესიონალები,რომლებიც გირჩევენ ვინ და როგორ.ამ გუნდს უკვე ეტყიბა რომ არაფრის გამკეთებელი არაა.აი იმ სერბს არა უშავს თითქოს,მაგრამ......
კახა ქ.
09 თებერვალი 2021 05:25
1
ლეგიონერებიდან მარტო ნორმალური ფეხბურთელი ნახევარმცველი სერბი რადინია და კარგ გუნდებშიდაც ნათამაშები აქვს,დანარჩენის მოყვანისთვის ვინც ეგენი შეარჩია პასუხი უნდა მეთხოვოს,დინამოს ყველა პირობა აქვს რო კარგი ფეხბურთი ითამაშოს, მაგრამ სელექციის პრობლემა აქვს გუნდს და ვინც სელექციას აწარმოებს ის გუნდიდან სასწრაფოდ მოსაშორებელია.
qomagebi
09 თებერვალი 2021 11:00
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული