"პირველი ქულები მათთან უნდა ავიღოთ..." - შოთა არველაძემ ნაკრებს ბერძნებთან წარმატება უსურვა და პატარა ისტორია გაიხსენა

AutoSharing Option
შოთა არველაძემ საკუთარ "ფეისბუქგვერდზე" მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-3 თამაშის წინ პატარა ისტორია გაიხსენა:

"2005 წლის მარტის ბოლოს ნაკრებს ორი გადამწყვეტი მატჩი ჰქონდა, თან ორივე თბილისში-ჯერ საბერძნეთთან, ოთხი დღის შემდეგ, თურქეთთან.
საბერძნეთთან მატჩისთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდი. სათამაშო პრაქტიკა არ მქონდა, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ მარტის ბოლოს, ასე თუ ისე, კარგ კონდიციაში ვყოფილიყავი. თითქმის ორთვენახევრის უთამაშებელი ვიყავი, მაგრამ ალან ჟირესმა მაინც დამაყენა სასტარტოში.
ყველაფერი კარგად დაიწყო, ასათიანის გოლით დავწინაურდით და ძალიან ორგანიზებულად ვთამაშობდით. ტაიმის ბოლოს, ბერძნების შეტევისას, ჩვენი საჯარიმო მოედნის სიახლოვესთან ბურთი
უნდა მომეგერიებინა, მაგრამ ბურთი ფეხზე ამეჭრა და იქვე მდგომ ბერძენ ფეხბურთელს მიუგორდა, ორი წამიც და... ბერძნებმა ანგარიში გაათანაბრეს. მათი გოლი ჩემს შეცდომას მოჰყვა. ჩვენი გუნდი ისე აირ-დაირია, რომ შესვენებამდე ევროპის ჩემპიონებმა კიდევ ერთხელ გაგვიტანეს.

ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი - სტადიონზე მოსული გულშემატკივარი მე მლანძღავდა და თანაც როგორ... ფსიქოლოგიურად ისე ვიყავი განადგურებული, რომ ვერც მეორე ტაიმისთვის მოვიკრიბე ძალა. ჟირესმა მეორე ტაიმის საწყის წუთებში შემცვალა. როცა მოედნიდან გავდიოდი, ხალხი მისტვენდა... უშვერად მაგინებდა.

თამაშის შემდეგ თავს ძალიან შეურაცხყოფილად ვგრძნობდი, უნებლიე შეცდომა არ მაპატიეს. მაგრამ ხალხი ყოველთვის ლიდერებს ადანაშაულებს და ალბათ, ასეც უნდა იყოს. უბრალოდ, არავინ დამინდო. ეს საკმაოდ რთულად გადასატანი აღმოჩნდა.

თურქებთან მატჩამდე ორი დღით ადრე ჟირესმა თავისთან მიხმო... მითხრა - გულშემატკივრის რეაქციით ძალიან გაკვირვებული ვარ და თურქეთთან სამატჩო განაცხადში სჯობს არ იყოო. მოდი, ჟურნალისტებს ვუთხრათ, რომ ტრავმა გაქვსო. ძალიან არ მესიამოვნა ასეთი შემოთავაზება. ჟირესს ვუთხარი, რომ ტყუილს არ ვიტყოდი. თამაშის წინა დღეს თბილისიდან წამოვედი და არც დავინტერესებულვარ, რა უთხრა ჟირესმა ჩემზე ჟურნალისტებს. საბერძნეთთან წაგების შემდეგ თურქეთთან 2:5 წავაგეთ.

წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს ნაკრებს ბერძნებთან მატჩში, პირველი ქულები მათთან უნდა ავიღოთ".

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები საბერძნეთს ხვალ, 31 მარტს, 22:45 საათზე დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 16 /
ხოდა იმიტომაც არ ღირსებია იმ გულშემატკივარს შენს მერე ფორვარდი.ახლა რატომ არ ლანძღავენ ქვილითაიას,კაჭარავას,ზივზივაძეს არველაძის ფეხის ფრჩხილადაც რომ არ ღირან?ძალიან უმადური ხალხი ვართ ქართველები.
master
30 მარტი 2021 17:47
5
ბოდიში შოთი, ძალიან მრცხვენია, მაგრამ მეც ვიყავი ერთ-ერთი იმათ შორის.. დღეს უკვე ჭკუადამჯდარი ადამიანი ვარ და ყველას გასაგონად ვიძახი: შოთა არველაძე არის ქართული ფეხბურთის ლეგენდა
გიორგი
30 მარტი 2021 16:04
4
მაგ დღეს საშინელებები აკეთე! ძალიან ცუდათ იქცეოდი მოედანზე! მაგრამ ერთი თუ სწორად მახსოვს ძალიან ბევრს უყვიროდი გუნდელებს და ახალ გამოჩენილ ასათიანს რახან გვერძე არ მოგაწოდა ბურთი და სხვას უკეთეს პოზიციაზე მყოფს მიცა , ( თუმცაღა იმან დაკარგა ) აი მაგ დროს სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენე კაცს , ახალგაზრდა ბიჭს, რაც რაღაც შენი ძველბიჭობას და დაბულინგებას უფრო გავდა ეგ ყველაფერი! მაგიტომ დაგიბრუნდა ბუმერანგივით ეგ აგრესია! ლოკომოტივზე იყო ეგ თამაში და ტრიბუნები ძალიან ახლოსაა, მანდ ყველაფერი კარგად ჩანს და ისმის ! ამის მერე წამოვიდა ზუსტად შენს მიმართ აგრესია და რო გცვლიდნენ ნაგლად არ გახვედი მოედნიდან და მაგას მოყვა ის შენი შეცდომა დამატებით რაც ეხლა შენ მოყევი. / ამას იმიტო კი არ ვწერ რომ პატივს არ გცემ, პირიქით როგოც სხვა ნაკრების წევრების მიმართ მაქ პატივისცემა ისე ვარ ზუსტად შენს მიმართ , ზოგზე მეტადაც კი! / არ დამინდო არავინო რომ იძახი, ეგ მართლა საშინელებაა, ფენომენია რაღაც ეგ ქართული, ჯერ შეყვარება და გაღმერთება და მერე ცოცხლად დასაფლავება, რაც ყველაზე ძალიან გვაზარალებს ერს, ყველგან და ყველაფერში!! იგივე დაემართა კალაძეს, შემეცოდა ადამიანურად, ეს ხალხი ზოგი რომ პირველად იყო სტადიონზე და რომც ვერ ანსხვავებს რაგბის ბურთს და ფეხბურთის ბურთს ერთმანეთისგან , ესეთი მასა უფრო მეტ ზიზღს ამჟღავნებდა ვიდრე უფრო ფეხბურთში ცოტა გარკვეული ხალხი./ ჩემ აზრს ვიტყოდი რომ , უფრო მეტის გაკეთება შეგეძლოთ ნაკრებში, მაგრამ ყველამ რაღაც დაააკლო, ფეხბურთელებმაც, გულშემატკივარმაც, სახელმწიფომაც და ყველამ! იმედია მოვა დრო ევროპა და მსოფლიო ჩემპიონატებზე საქართველო სტაბილურად იასპარეზებს!!!
Vasili
30 მარტი 2021 15:23
6
კარგია ვასილ დეტალურად, რომ გაიხსენე იმ მატჩის პერიპეტიები, ყველა არ ვლანძღავდით, თუმცა დღემდის მიკვირს რა უნდოდა შოთას დაცვაში? მე არ მახსენდება მისი ასეთი უკან დახეული თამაში. სამწუხაროდ შოთამ, ჩვენმა მართლაც გამორჩეულმა ფეხბურთელმა და ბომბარდირმა ნაკრებს ბევრი დააკლო, თუნდაც რუსეთთან უპრიციპულესი თამაშის წინ ჩააწყო ჩანთა და წავიდა. კიდევ კარგი ის თამაში იმავე ასათიანის გოლით მოვიგეთ, თორემ მაშინ გენახა ლანძღვა გინება. ასე რომ შოთა დიდი ფეხბურთელი იყო და ასევე დიდ ვალში დარჩა ეროვნულ ნაკრებთან.
გიზოგ
31 მარტი 2021 15:28
0
შოთი მაგარი კაცი ხარ.

მე პირადად ერთ-ერთი ვიყავი და ბოდიშს გიხდი მთელი გულით. ნამდვილად არ იმსახურებდი.
lm
30 მარტი 2021 15:01
2
შეხედე შენც ჩელესავით როგორ გადააქვს იუმორში,როცა არ ხარ ფორმაში მწვრთნელმაც არ უნდა დაგაყენოს,მაგარი თავდამსხმელი იყავი რაზეა საუბარი,მაგრამ იმ შეხვედრაში იყავი ნული,სუპერ ფორვარდი იყავი,ჩავარდნები ყველას აქვს,ნეტა ახლა გვყავდეს შენისთანა ფორვარდები,ახლა მწვრთნელი ხარ საკმაოდ ძლიერი,გისურვებ წარმატებებს და კარგი გუნდი ჩაგებარებინოს წარმატებები.
გოჩა
30 მარტი 2021 17:46
4
შოთის პატივს ვცემ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ნაკრებში თამაშის დროს ფეხებს უფრთხილდებოდა, ყოფილა შემთხვევები როცა ნაკრებში არ უთამაშია ტრავმის მომიზეზებით და კლუბში მეორე ან მესამე დღეს 90 წუთი უთამაშია. ამას გულშემატკივარს ვერ გამოაპარებ.
ესაისა
30 მარტი 2021 16:47
7
ჰო შოთი მეც გაგინებდი , სამწუხაროდ :( მაგისთვის ბოდიში გულრწფელად ... მაგრამ ისეთ ფორმაში იყავი რომ არ უნდა დაეყენებინე ჟირესს ან შენთითინ უნდა გეთქვა უარი სასტარტოზე , ბოლო 10 - 15 წუთი უნდა გეთამაშა მაქსიმუმ ...
bejo
30 მარტი 2021 16:48
4
მახსოვს ეს თამაში, სტადიონზე ვიყავი ჩვენი კარების უკან 8 წლის ბავშვი. შოთის ნომრიანი საქართველოს ნაკრების მაისური მეცვა და ვგულშემატკივრობდი. ბრბომ რომ გინება და ყვირილი ატეხა (მარტო შოთის კი არა არველააძეებს აგინებდნენ სამივეს), შემეშინდა და ტირილი დავიწყე მეგონა რომ მისი მოკვლა უნდოდათ, ვეღარ გამაჩერა მამაჩემმა სტადიონზე და სახლში წამოვედით.
semi
30 მარტი 2021 15:55
3
მართლაც უხერხული მეტოქეა ჩვენთვის უნდა გავტეხოთ, როგორმე ნავსი.
jjj
30 მარტი 2021 15:01
1
ფაქტიურად ის თქვა რატომაც არ უნდა ნაკრების მწვრთნელობა
მე არ ვარ რობოტი
30 მარტი 2021 20:01
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული