"წარმომიდგენია, რა ხდება თბილისში, საქართველოს დედაქალაქი ხარობს და ზეიმობს!"
1981 წლის 13 მაისის ღამეს, თამაშის დასრულებისთანავე, თბილისის ქუჩები და სტადიონი დინამოელთა გამარჯვების ზეიმით აღსავსე ხალხით გაივსო. თბილისის დროით ღამის ორ საათზე აქ ყველას შეხვდებოდით - სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ცნობილ მეცნიერებს, კულტურის მუშაკებს, სპორტსმენებს.
თბილისში დაბრუნებულ გუნდსაც დიდებული დახვედრა მოუწყვეს - ალექსანდრე ჩივაძე, დავით ყიფიანი და ვლადიმერ გუცაევი ჰაერში აისროლეს.
"შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ
63-ე წუთზე გაშვებულმა გოლმა თბილისურ გუნდს ძალა შემატა, რაც გამარჯვებისადმი დიდი მისწრაფებით გამოიხატა. თასი მოიგო გუნდმა, რომელიც ტექნიკურად უფრო სრულყოფილი იყო და მოთამაშეთა მაღალი ინდივიდუალური ოსტატობითაც გამოირჩეოდა. მოედანზე ყიფიანი ყველაზე თვალშისაცემი იყო. კრაუზემ ვერ შეძლო ამ ბრწყინვალე ტექნიკოსისა და მოთამაშის განეიტრალება. საინტერესოა, რომ სპეციალისტები მაღალ შეფასებებს აძლევდნენ ფანტაზიას ქართველი ფეხბურთელების თამაშში." - წერდა Rainishe Post-ი.
1981 წელს "ლივერპულმა" მოიგო ჩემპიონთა თასი, მაგრამ სუპერთასზე მონაწილეობაზე უარი თქვა. იმის გამო, რომ ორი წლის წინ, 1979 წლის 3 ოქტომბერს, "დინამომ" ინგლისის ჩემპიონი დიდი ანგარიშით (3:0) დაამარცხა, ეს უარი ქართველმა გულშემატკივრებმა კიდევ ერთი გარდაუვალი მარცხისგან თავის დაღწევად მიიჩნიეს.
მართალია, სუპერთასზე ვერ ითამაშა, მაგრამ "დინამო" 1981 წლის სექტემბერში მიწვეული იყო მადრიდში, ოთხთა ტურნირზე, სადაც მან მონაწილეობა მადრიდის "რეალთან", მიუნხენის "ბაიერნთან" და ნიდერლანდების ჩემპიონ "ალკმაართან" ერთად მიიღო.
"დინამომ" კარგად ითამაშა. ვლადიმერ გუცაევი ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, რამაზ შენგელია კი საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
მომზადებულია primetimezone-ის მიხედვით
გუცაევი რეალში არშემდგარი ტრანსფერისა და კვარაცხელიას შესახებ EFE-ის ესაუბრა
დიდი წარსულის ერს ქვია დიდი ერი,თორემ თქვენ და მიშას,რომ გინდოდათ საქართველოს ისტორიის 2003 წლიდან დაწყება,სწორედ ეს იყო სიბნელე,უვიცობა და ქვეყნის ფეხებზე დაკიდება,ღმერთმა შეგინდოთ წარსულზე აუგად საუბარი.
300 წლის,ისიც 1 კონტინენტი ამოხოცა და მეორე მონად ჩაასახლა,ახლა კი საკუთარ ისტორიას ანგრევს
ნერა რატო პინდოს?
ლივერპული ითხოვდა ერთი თამაშის გამართვას ნეიტრალურ მოედანზე. დინამო კი, ორ თამაშს (თბილისში და ლივერპულში).
მოლაპარაკებები გაიწელა. სსრკ ფეხბურთის ფედერაციას კი სულაც ნაკლებად ადარდებდა, დინამო სუპერთასსაც მოიგებდა თუ არა. ბოლოს ისე გავიდა დრო, რომ შეთანხმება არაფერზე არ შედგა და სუპერთასი არ გათამაშდა მაგ წელს.
რაც სიმართლე იყო, მე ის დავწერე.
თუ თქვენთვის უფრო კომფორტულია იფიქროთ, რომ ჩემპიონთა თასის მფლობელ ლივერპულს ჩვენთან თამაშის შეეშინდა? :)
ლივერპულს, თავის ისტორიაში, უკვე ჰქონდა იმდენი თასი მოპოვებული, ერთით მეტი სუპერთასი ექნებოდა თუ ნაკლები, დიდად არ დაგიდევდათ.
და ვისაც ამის შესაძლებლობა არ ჰქონდა,ისინი ძალიან გაჭირვებით ინახავდნენ ოჯახს.საბჭოთა კავშირი თუ არ გახსოვს,რა ყაჩაღიც იყო,საქართველოს წინა მთავრობა გაიხსენე,ადამიანებს სახლ კარს რომ ართმევდა და მშიერი კაცი, სადღაც ერთ პურს თუ მოიპარავდა,10 წლიან ციხეს უსჯიდა,ქურდობისათვის.