ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ფეხბურთელი ბათუმის "დინამოს" მეტოქე გუნდში ჩაირიცხა

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის "დინამო" სან-მარინოს "ტრე პენეს" დაუპირისპირდება. რამდენიმე დღის წინ მეტოქის გუნდში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მცველი დუგლას მაიკონი ჩაირიცხა.

ბრაზილიელი 39 წლისაა. ბოლოს ის სამშობლოში, ქვედა ლიგაში ასპარეზობდა. მცველს ბრაზილიის ნაკრებში 76 შეხვედრაში 7 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული 2010 წელს, მილანის "ინტერის" რიგებში გახდა.


Sportall.Ge

"სასიამოვნოა, რომ ევროტურნირებზე ვბრუნდები. იმედი მაქვს, წარმატებით ვიასპარეზებთ" - განაცხადა ფეხბურთელმა წარდგენისას.

"ტრე პენე" სან-მარინოს 4-გზის ჩემპიონია, გასული სეზონი კი მეოთხე ადგილზე დაასრულა.

წყარო: "ტრე პენეს" "ინსტაგრამგვერდი"

altკონფერენს ლიგაზე

ქართული კლუბების მეტოქეები გაირკვა


მკითხველის კომენტარები / 9 /
ეს დუგლას მაიკონია? საღოლ ბათუმი!
11
რა ვიცი, მაიკონს რა გაუჭირდა ასეთი. ისე სან მარინომაც თუ გამოგვაგდო - რაღაა ამის იქით?
ზურა
11:08 16-06-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული