ტრანსფერები, სერიოზული სპარინგ-პარტნიორი - ბაქოს "ნეფთჩი" თბილისისთვის ემზადება

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამოს" მეტოქე ბაქოს "ნეფთჩი" საქართველოში ჩამოსვლამდე გენერალურ რეპეტიციას მოსკოვის "სპარტაკთან" გამართავს. მატჩი 29 ივნისს შედგება.

რუსული ინტერნეტგვერდი wildstat-ი ამ გუნდების სტატისტიკას გვაცნობს - 55 შეხვედრიდან მოსკოველებმა 29-ში იმარჯვეს, 13 მატჩი "ნეფთჩის" გამარჯვებით დასრულდა, ამდენივე კი -ფრედ. ისინი ბოლოს 1998 წელს, საბჭოთა კავშირის თასზე შეხვდნენ, სადაც ორმატჩიანი დაპირისპირება "სპარტაკის" გამარჯვებით, 3:2 დასრულდა.

ფაქტია, აზერბაიჯანელები მოახლოებული შეხვედრებისთვის სერიოზულად ემზადებიან, გუნდი პრობლემურ პოზიციებზე ტრანსფერებს ახორციელებს. ბაქოურმა კლუბმა ორი ფორვარდის - 30 წლის სუარეს ჰარამიზისა და 29 წლის
სესარ მესა ქოლის ტრანსფერები გამოაცხადა და  სერიოზულ სპარინგ-პარტნიორებსაც ეძებს. "სპარტაკამდე" "ნეფთჩი"  სლოვენიურ "კოდელიევოსაც" შეხვდება.

შეგახსენებთ, ბაქოელების მეტოქე მოსკოვის "სპარტაკმა" რუსეთის პრემიერლიგის გასული სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა და ჯანო ანანიძის ყოფილი კლუბი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

"დინამოსა" და "ნეფთჩის" პირველი მატჩი 7 ივლისს, "დინამო არენაზე" გაიმართება.


alt"ნეფთჩი" "დინამოსთვის" ძლიერდება - ებრალიძის ყოფილი თანაგუნდელი სან ტომე და პრინსიპიდან


alt"ნეფთჩის" ყოფილი ფეხბურთელი: ბაქოელებს "დინამოს" დამარცხების მშვენიერი შანსი აქვთ






ასევე დაგაინტერესებთ