"ნეფთჩი" "დინამოსთვის" ძლიერდება - ებრალიძის ყოფილი თანაგუნდელი სან ტომე და პრინსიპიდან

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამოს" მეტოქე ბაქოს "ნეფთჩი" ლეგიონერებით ძლიერდება. იქაური მედია განსაკუთრებულ ყურადღებას ორი ფორვარდის - 30 წლის სუარეს ჰარამიზისა და 29 წლის სესარ მესა ქოლის ტრანსფერებს აქცევს.

სან ტომესა და პრინციპის ფეხბურთელი ჰარამიზი პორტუგალიურ "ეშტორილში" გამოდიოდა და ამ გუნდს პორტუგალიის უმაღლეს დივიზიონში პირველი ადგილით გადასასვლელად 4 გოლით დაეხმარა. 30 წლის ფორვარდი მანამდე "ლეიშოესში" ავთო ებრალიძის თანაგუნდელი იყო და მისი მაისურით 8 გოლი გაიტანა.

"ნეფთჩის" ახალწვეულის ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ექვსივე შეხვედრაში დამარცხდა. სამხრეთ
აფრიკასთან წაგებულ (2:4) მატჩში ჰარამიზმა სან ტომესა და პრინსიპის მაისურით პირველი გოლი გაიტანა.

რაც შეეხება პარაგვაელ ფორვარდ სესარ მესა ქოლს, მან აზერბაიჯანული "კეშლას" რიგებში ბოლო ორი სეზონის განმავლობაში 7 გოლის გატანა შეძლო.

შეგახსენებთ, "დინამო" მეტოქეს 6 ივლისს უმასპინძლებს, განმეორებითი შეხვედრა კი 13 ივლისს, ბაქოში შედგება.

მომზადებულია "ნეფთჩის" ოფიციალური გვერდის მიხედვით


altცნობილია, ვის შეხვდება "დინამო" ჩემპიონთა ლიგის 1-ელ საკვალიფიკაციო ეტაპზე

alt"ნეფთჩი" თავის ქვეყანაში ისეთივე ბრენდია, როგორც "დინამო" საქართველოში - ცხადაძის პირველი კომენტარი

alt"ჩვენ ყოველთვის აუტსაიდერებად მივიჩნევით, მაგრამ ისევ დავამარცხებთ ქართველებს!" - აზერბაიჯანელი გულშემატკივრების გამოხმაურება











მკითხველის კომენტარები / 3 /
და დინამო რას ელოდება? ორი დღით ადრე მოიყვანენ ვინმეს და შესათამაშებლად დროც არ ექნებათ….ფიფიამ გააპარტახა დინამო და როგორ უთმენს ხალხი ამდენი წელია არ მესმის
0
ყველა გუნდი ძლიერდება ჩვენ ვერ ... ამას უკვე მივეჩვიეთ მაგრამ როდემდე? გასაგებია რომ ქვეყანა კრიზისშია გასაგებია რომ დიდი ბიუჯეტი არ არსებობს და ქართული ჩემპიონატი დაბალი დონისაა, მაგრამ არსებობენ დაბალბიუჯეტიანი გუნდები არაჩვენზე განვითარებული ქვეყნებიდან რომლებიც რაღაცას მაინც ახერხებენ და თუ ინგლისი ესპანეთის ან თუნდაც ჰოლანდიის გუნდები არ შეხვდათ ტოლსწორად მაინც ეთამაშებიან და გულშემატკივარს შერცხვენილი და ხელჩაქნეული არ ტოვებენ , იქნებ ინებოთ და ერთი ორი ტრანსფერი მაინც გააკეთოთ ღირებული რომ ნეფჩის და მისნაირ გუნდებთან მაინც გვქონდეს შანსი
Vakho
16:15 21-06-2021
0

სიახლეები პოპულარული