ბათუმის "დინამომ" მეტოქეს საქმე 18 წუთში მოუთავა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ბათუმის „დინამომ“ სან-მარინოში ადგილობრივ „ტრე პენეს“ 4:0 სძლია.

კლასში გუნდების სხვაობა ძალიან დიდი იყო. უკვე მე-18 წუთზე "დინამო" 3:0 დაწინაურდა და მატჩის და, ფაქტობრივად, ორრაუნდიანი ორთაბრძოლის ბედი გადაწყდა. შესვენების შემდეგ ბათუმური გუნდის მწვრთნელმა გეგუჩაძემ რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი შეცვალა, შეცვლაზე შესულმა ზარიამ კი მეოთხედ დაამწუხრა მასპინძლები.

ამ გუნდების საპასუხო დაპირისპირება 15 ივლისს ბათუმში გაიმართება.

სარევალე. „ოლიმპიკო“
ტრე პენე - დინამო (ბთ) 0:4
გოლები: 0:1 ფანცულაია (8), 0:2 მამუჩაშვილი (10), 0:3 ჯიღაური (18), 0:4 ზარია (58)

ტრე პენე: მიგანი, მაიკონი (ჩეზარინი 64), პილაცი, ლომბარდი, სარტორი (ციბელი 81), ბოციოლეტი (ზონზინი 81), გაი, სემპრინი (ბატისტინი 55), სანტონი , ბადალასი, პიერი (კოსტა 64)

დინამო (ბთ): კუპატაძე, აზაროვი, კობახიძე, მარგველაშვილი, ჩაბრაძე, ჯიღაური (ზარია 46), ტეიდი (მანჯგალაძე 62), მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი (შინდაგორიძე 46), ფანცულაია (გროზურეკი 46), ფლამარიონი (სანოგო 57)

altთუკი ქართული გუნდები კონფერენს ლიგის მეორე ეტაპზე ითამაშებენ - სავარაუდო მეტოქეები ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 11 /
ბათუმის დინამო საუკეთესოა კავკასიაშიო?!ეგ თბილისის დინამოს სტადიონის დიქტორს არ უთხრა ძმა;)))
Caruzo9
01:38 09-07-2021
1
Batumis dinamo sauketesoa kavkasiashi chemi azrit yochax geguchadzes
Toko
00:55 09-07-2021
30

სიახლეები პოპულარული