ქართველი შემტევი ბუნდესლიგიდან შვეიცარიაში წავიდა

AutoSharing Option
29 წლის ნახევარმცველმა აკაკი გოგიამ შვეიცარიულ "ციურიხთან" 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 39-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს - ამის შესახებ კლუბის ოფიციალური გვერდი იუწყება.

გერმანიის მოქალაქე გოგია საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილზეც საუბრობდა, ბოლოს ბუნდესლიგის "უნიონში" გამოდიოდა, რომლის რიგებში 8 გოლი გაიტანა. იქამდე აკაკი დრეზდენის "დინამოს", "ჰალეშერის" "სტ. პაულისა" და ინგლისური "ბრენტფორდის" ღირსებაც დაუცავს.

რაც შეეხება "ციურიხს" - მათ შვეიცარიის ჩემპიონატის გასული სეზონი მე-10 ადგილზე დაასრულეს, 2021-22 წლების გათამაშებას კი 31 ივლისს დაიწყებენ. ამ შვეიცარიული კლუბის მაისურით, სხვადასხვა დროს, ქართველ ფეხბურთელებს, მიხეილ ყაველაშვილს, გოჩა
ჯამარაულსა და ლევან ხარაბაძეს უთამაშიათ.

altაკაკი გოგიას "უნიონი" ბუნდესლიგაში გადავიდა

altაკაკი გოგიამ ბუნდესლიგის კარს მიუკაკუნა - მას საქართველოს ნაკრებში თამაში სურს

altაკაკი გოგიამ ისევ გაიტანა - მისი "უნიონი" ბუნდესლიგას უახლოვდება [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 4 /
მეც მითამაშია ციურიხის ასაკობრივ გინდებში
ბაჩი
18 აგვისტო 2021 00:51
1
წარმატებები, იმედია დაიმკვიდრებ ძირითადში ადგილს და ნაკრებსაც გამოადგები
***
30 ივლისი 2021 02:22
1
ქართული გვარის ქონდა არ ნიშნავს რო ქართველია.
გოგია არის გერმანელი ფეხბურთელი.
დავარქვათ ყველას და ყველაფერს ტავისი სახელი.
პ.ს. წარმატებებს ვუსურვებ
gatuzo
29 ივლისი 2021 12:17
1
გოჩა ჯამარაულიც თამაშობდა "ციურიხში˝...
ფიზკულტურის მასწავლებელი
29 ივლისი 2021 10:14
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული