შოთა არველაძე: ასეთ პასუხსა და დამოკიდებულებას არ ვიმსახურებ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფორვარდი შოთა არველაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე განცხადება ავრცელებს:

"ეროვნული ნაკრების შედეგზე ჩემმა შეფასებამ და შემდეგ გამოხმაურებამ, რომელიც ჩემი მისამართით იყო შეურაცხმყოფელი, დამარწმუნა, რომ არ უნდა მივმართო კონკრეტულ ადამიანს, ჯგუფს ან ორგანიზაციას, არამედ იმ ადამიანებს, ვისთვისაც ეს კომენტარი გავაკეთე.

ამ შეფასებით, ვცადე დისკუსიის გახსნა ფეხბურთში მიმდინარე პროცესების შესახებ, რომელიც ეროვნული ნაკრებით არც იწყება და არც მთავრდება. თუ ჩვენ გავაგრძელებთ პრობლემის ძიებას მხოლოდ ერთ ადამიანში, ან გამოსავალი მხოლოდ ერთი ადამიანის შეცვლა გვეგონება, უკეთეს შედეგს ვერ მივაღწევთ.
უნდა გვქონდეს ჩვენი
სტილი, იდეოლოგია, ფილოსოფია, რომელზეც დავაშენებთ ინფრასტრუქტურასაც, აკადემიებსაც, საკლუბო სისტემასაც და მწვრთნელთა განათლებასაც - ეს არის ერთადერთი და სწორი გამოსავალი. დაველოდები გულშემატკივრის შეფასებას და მოვისმენ ნებისმიერ აზრს, რომელიც უფრო გაშლის დისკუსიას და შეგვაძლებინებს ამ პრობლემების მოგვარებას.

"მიხედე რა შენ საქმეს - რას პროფესორობ" - რაც შეეხება ამ ფრაზას, მინიმუმ არ ვიმსახურებ ასეთ პასუხს და დამოკიდებულებას, თუმცა ამაზე უარესებიც ამიტანია და მომითმენია. ეროვნული ნაკრები კი ის ადგილია, სადაც 15 წელი გავატარე, სადაც ყველაზე მეტი გოლი გავიტანე და არავისზე ნაკლებ გულშემატკივრად არ ვთვლი თავს - ეს გუნდი ყოველთვის იქნება ჩემი საქმე, მოსწონს ვინმეს ეს, თუ არა."

alt"სულ თავდახრილებმა ხომ არ უნდა იარონ?!" - კობიაშვილი



მკითხველის კომენტარები / 66 /
მგონი ის დროა, ფედერაცია მთელი შემადგენლობით უნდა წავიდეს ვირის აბანოში, მიჰყვეს მინიმუმ წინა შემადგენლობაც, გაუქმდეს ნაკრებები, ჩემპიონატები და მთელი ფული ჩაიდოს ბავშვთა ფეხბურთში.... ფეხბურთი ცნობილი იყო, როგორც ღარიბების თამაში....
კაკო
13 სექტემბერი 2021 21:46
3
არც მთლად ზრდილობიანად გამოუვიდა კობიაშვილს მაგრამ მაინც მთლად უსაგნო არ იყო მაგისი განცხადება თუ კრიტიკა. მისი შინაარსი ცოტა ზრდილობიან ენაზე რო თარგმნო ეგ იყო -- შორიდან კრიტიკა ადვილია მაგას სჯობია მოხვიდე და საქმე აკეთო ჩვენთან ერთადო, რაც ნორმალურია. ასეთ მიდგომას საფუძველი ნამდვილად აქვს. მოედნები კი საკმარისი არ არის მაგრამ აუცილებლია.
გიორგი
13 სექტემბერი 2021 15:35
15
შოთი,ალბათ უკვე ხვდები რომ,არავის აინტერესებს დღეს ფედერაციაში საქართველოს ნაკრები.რაც არ უნდა ფეხბურთზე ილაპარაკო ,მაინც პოლიტიკაში გადავდივართ.ეს არის ძალიან ცუდი.როგორც კი კაცი ხმას ამოიღებს რომ რაღაც არასწორად კეთდება, უკვე იმაზე ფიქრობენ რომ როგორმე შეინარჩუნონ ფედერაცია და ნაკრებიც ფეხებზე კიდიათ და ხალხიც. მათ მხოლოდ თავიანთი კეთილდღეობა ანაღვლებთ, მეტი არაფერი.ვიცი რომ მხოლოდ კეთილი გული გალაპარაკებს,მაგრამ სანამ ქვეყანაში არ დალაგდება პოლიტიკა,რომელიც არა მარტო სპორტში ,არამედ სხვა სფეროშიც არ ჩაერევა, არაფერი გამოვა.
ლევანი
13 სექტემბერი 2021 21:24
2
არ გიხდებათ მსგავსი კამათი... აიღეთ მაგალითი ლეგენდარული ალექსანდრე ჩივაძისგან. შესანიშნავი კომენტარი გააკეთა საზ-მაუწყებლის ეთერში. სამართლიანი, სწორი და კორექტული...
tngh
13 სექტემბერი 2021 17:04
2
სულ მესმის ჩვენ გყავს თაობა რომელსაც სჭირდება კარგი მწვრთნელი სამწუხაროდ მწვრთნელი და ფედერაცია ვერ შველიადამიანის მენტალიტეტს ჩვენ კარგი თაობა გვყავდა 10 წლის წინაც მეტი თუ არაა არანაკლებ ამათზე ნიჭიერები ვინც ახლა გყავს ახლა თუ 5 გვარს ვამბობთ კვარაცხელია მიქაუტაძე წიტეიშვილი ჩაკვეტაძე კიტეიშვილი იმ 10 წლის წინ და 9 წლის წინ ჩვენ გყავდა იგივე 18-19 20 წლის ოქრიაშვილი,თარგამაძე,ჭანტურია, ყაზაიშვილი, ანანიძე, ყენია, კვირკველია,მჭედლიძე მაგრამ ვერც ერთმა ვერ ითამაშა მაღალ დონეზე როცა შეეძლოთ და ქონდათ ამის პოტენციალი და დღეს ბევრი საერთოდ აღარ თამაშობს ფეხბურთს ზოგმა ტრამვების გამო ზოგმა არაპროფესიონალიზმის და სიზარმაცის გამო პროფესიონალიზმი გვაკლია თუ ეს ფეხბურთელები თავის კარიერას პროფესიონალურად და სწორად არ მიუდგებიან ისევე დაიკარგებიან როგორც დაიკარგა ის 10 წლის წინანდელი თაობა და აქ მთავარი არის ფეხბურთელები ნაკრებში მოედანზე გადიან ფეხბურთელები და არაა მწვრთნელი და ფედერაცის პრეზიდენტი თუ ნაკრებში გყავს დაბალი კლასის ფეხბურთელები გინდა გვარდიოლა დაუნიშნე მაინც არაფერი გამოვა.
გელა
13 სექტემბერი 2021 16:20
2
არველაძეებს ისევ კალაძე-კობიაშვილი და ა.შ. მირჩევნია. შოთა პროფესიონალი რომ არ ყოფილიყო თავისი ქცევით საზღვარგარეთ ამხელა წარმატებებს ვერ მიახწევდა, მაგრამ საქართველოში რომ ბრუნდებოდა ისევ ძველი ბიჭის როლში შედიოდა. ზუსტად მაგათმა თაობამ დანერგა ქართულ ფეხბურთში “ნიჭიერი-ლუზერების” მენტალიტეტი. კობიაშვილი თავისი ბევრად ნაკლები ნიჭით ასჯერ მირჩევნია ქინქლაძე-არველაძეებს. არ დაბლოკოთ! პირადულად შეურაწყოფას არავის ვაყენებ. აზრი მაქვს ესეთი. სათქმელი უნდა ითქვას!
რაც შეეხება მომავალს, ყოფილი ფეხბურთელების აუცილებლობას ფედერაციაში მე ვერ ვხედავ. გომოცდილი მენეჯერი არის საჭირო, რომელსაც პროეკტის დაწერის, გუნდის შეკვრის და გეგმის შესრულების გამოცდილება აქვს.
გულშემატკივარი
13 სექტემბერი 2021 20:36
17
შოთი ერთად რატომ არ იკრიბებით თქვენი თაობის წარმომადგენლები და არ აყალიბებთ ერთიან აზრს და გასაკეთებელ საქმეს ქართულ ფეხბურთში!? სად არიან შენთან ერთად მოთამაშე ბიჭები? რატომ არიან გაჩუმებული? აგერ ცხადაძე, ქეცბაია, ნემსაძე, ქინქლაძე, ჯამარაული. შენი ძმები აჩი და რევაზი! ერთად გამოდით და თქვით ჩამოყალიბებული სათქმელი ქართულ ფეხბურთზე!
მწვრთვნელი
13 სექტემბერი 2021 16:53
1
ადრე იმას იძახდით არველაძეებმა დაღუპეს ფეხბურთიო და ეხლა კიდე დდ მედროვე პოპულისტებმა და დემაგოგებმა დაღუპეს ეს ქვეყანა იდეოლოგიაც ქონდა ჩვენ ქვეყანას ჟილკაც და პატრიოტული აზროვნებაც ოღონდ არა ფასადური და ზედაპირული ყველა ესენი იყვნენ ფედერაციაში და რა სრული ბარდაგი კორუფცია თამაშების გაყიდვა დაჭერილ ფეხბურთელები ვალში ჩაფლული კლუბები.დანგრეული გაპარტახებული საფეხბურთო მეურნეობა.მაშვინ უნდა ამოგეღოთ ხმა მარა ვის ქონდა ორი თავი.ვინც ამოიღო ხმა ზოგი გახიენ ნაცემი ზოგიც დააშინეს.და მორჩა.
zaza
13 სექტემბერი 2021 18:21
1
დაღუპეს და დაანგრიეს მაგრად იცით ხოლმე რა. ადრეც დაღუპეს და ახლაც? უკვე დაღუპული დაღუპეს ხელმეორედ?
დაღუპული
13 სექტემბერი 2021 23:58
1
მალე უნდა შველა საქმეს.დარჩენილ სამ თამაშში მაქსიმუმ ბერძნებს ან შვედებს გავუფუჭებთ საქმეს და მორჩება. მერე ახალ შესარჩევში ისევ ამ დღეში ვიქნებით. ბევრი რამაა შესაცვლელი!!
ცეზარ
13 სექტემბერი 2021 16:48
0
კანონში რომ ჩაიწეროს, სპორტში, დანიშნული, თუ არჩეული ჩინოვნიკი, ვინც დაპირებულს არ შეასრულებს, ხალხმა სახალხოდ სპორტის სასახლესთან რომ დაკლას, არ შეიძლება?
თუ ეგეც ევროპას უნდა ვკითხოთ, სად დავსვათ წერტილი და სად მძიმე უნდაიყოს?
ოოო, რა სისხლის ზღვა დადგებოდა!!!!!!!! აბა მერეც გაბედე და ტყუილად დაპირდით ხალხს!
კ ო მ ბ ლ ე
13 სექტემბერი 2021 22:16
2
ევროპას არაფერი ვკითხოთ, სადაც გვინდა იქ დავსვათ წერტილიც და მძიმეც. თუ რამე ისე არ გამოგვივიდა მეგობარი ერთმორწმუნე შეგვისწორებს, აქვეა უკვე.
სერგეი
13 სექტემბერი 2021 22:47
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული