კობიაშვილმა არველაძის მიმართ ნათქვამი განმარტა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილის მიერ სანაკრებო შეხვედრების შეჯამებამ საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა შოთა არველაძემ განცხადება გაავრცელა, სადაც ის კობიაშვილის ფრაზას ციტირებს და აღნიშნავს, რომ ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებს.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "სპორტის საათში" ფედერაციის პრეზიდენტმა განმარტა, უკმაყოფილება, კონკრეტულად, რის საფუძველზე გამოთქვა.

ლევან კობიაშვილი: "აქ იმაზე არაა საუბარი, რომ შოთის ან აჩის არა აქვთ უფლება, თქვან. რასაკვირველია, სათქმელი უნდა დააფიქსირონ. ჩემი რეაქცია რასთან დაკავშირებითაც იყო, ის ბულგარეთის წინააღმდეგ თამაშს შეეხო.

შინაარსობრივად აცდენა არ გვაქვს,
მეც ასეთივე კრიტიკული ვიყავი. თუმცა, ბულგარეთში გამართულ შეხვედრაზე ითქვა, რომ ეს ანტალიის შეკრება ხომ არააო?!

სამი მცველით ითამაშებ თუ არა, საერთოდ არაფერ შუაშია, პრობლემა სხვა რამეშია.

რა იცი, რომ ამ ტაქტიკით თამაშზე ნავარჯიშები არ აქვთ? იქ იყავი?!"

altშოთა არველაძე: ასეთ პასუხსა და დამოკიდებულებას არ ვიმსახურებ

alt"სულ თავდახრილებმა ხომ არ უნდა იარონ?!" - კობიაშვილი



მკითხველის კომენტარები / 51 /
აუფ რა განმარტაა! ვარჯიში თუ არ უნახია, არ უნდა გააკრიტიკოს ტაქტიკა? რა ლოგიკაა? ტუტუც! სულ გამოქოცდი
***
14 სექტემბერი 2021 12:22
10
ეს ფეხბურთელი კი იყო საშვალოზე საშვალო დონის, მაგრამ ვერ ივარგა ფედერაცის პრეზიდენტად და ვერც პოლიტიკოსად, პარლამენტში ტყუილა იკავებს სკამს, ფედერაციაში კი შემოიყარა თავისი ხალხი და ჭამენ ფულს.
გოგა
14 სექტემბერი 2021 12:20
10
გოგა, საშუალო უნდა დაწერო და არა საშვალო...
goli
14 სექტემბერი 2021 14:30
5
კობიაშვილისნაირი პროფესიონალი ფეხბურთელები საქართველოს რამდენიმე რომ ჰყვადეს დღეს სხვა დონეზი იქნებოდა ნაკრები, კარგ გუნდებში და უმაღლეს დონეზე აქვს ნათამაშები. დანარჩენში კი გეთანხმები, სამწუხარო რეალობაა!
Irakli
14 სექტემბერი 2021 12:41
12
კობიაშვილს არა აქვს უფლება ამ ტონით ელაპარაკოს არველაძეს .....
პეტრე კუპრი
14 სექტემბერი 2021 12:18
5
კობიაშვილს საერთოდ არ აქვს უფლება ამ ტონით ილაპარაკოს. არავისთან და არა მარტო არველაძესთან. ბოდიში უნდა მოიხადოს და წავიდეს. მხოლოდ ასეტ სემთხვევასი აღიდგენს, ნაწილობრივ მაინც, იმ სიყვარულს რაც ხალხს მის მიმართ ქონდა. მაგრამ ამის გამკეტებელი არაა. საერთოდ რას შეიძლება ელოდე ადამიანისაგან, რომელმაც ფედერაციის პრეზიდენტად არჩევისთვის ის იკადრა რაც ამან იკადრა. ახლა დათმობს თბილ სკამს და მუქთა ფულს ან ეგ ან მაგისი გაუმაძღარი საძმო?
არტ
14 სექტემბერი 2021 15:26
3
ბატონო ლევან, იქნებ თქვენი მოსაზრება გაგვაცნოთ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით! თქვენ ხომ ძალიან ბევრს მუშაობთ მაგ საკითხებზე, ისე რომ ფეხბურთისთვის საერთოდ დრო აღარ გრჩებათ და ამიტომ საინტერესოა ძალიან
llcl
14 სექტემბერი 2021 11:47
6
აირჩიე რააა!!!! ან ფეხბურთს მიხედე ან პოლიტიკაში!!! ამ უაზრო ლაილაიმ დაანგრია ქართული ფეხბურთი!!!მარა რაც მთავარია თქვენ მდიდდებით კაცოო
Dhh
14 სექტემბერი 2021 11:24
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული