მზადება შვედეთისთვის - ქალთა ეროვნულის პირველი მატჩი საკვალიფიკაციო ეტაპზე

AutoSharing Option
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სადებიუტო მატჩისთვის ემზადება. გიორგი ჩხაიძის გუნდი "ა" ჯგუფის მთავარ ფავორიტს შვედეთის ეროვნულ ნაკრებს სტუმრად დაუპირისპირდება. საქართველოს ქალთა ნაკრები მატჩისთვის მოსამზადებელ ეტაპს ტექნიკურ ბაზაზე გადის. 17 სექტემბერს ეროვნულმა ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა. ჩვენი გუნდი წლის პირველი ოფიციალური მატჩის ჩასატარებლად შვედეთში 20 სექტემბერს გაემგზავრება. შვედეთსა და საქართველოს შორის შეხვედრა გეტებორგში 21 სექტემბერს, 20:30 საათზე შედგება.

საქართველოს ნაკრები მატჩისთვის 23 ფეხბურთელის შემადგენლობით ემზადება.

მეკარეები: თათია გაბუნია (ლანჩხუთი, საქართველო), თეონა სუხაშვილი (კვარტალი, თბილისი, საქართველო),
ეკა თაბაგარი (კოლხეთი, ხობი, საქართველო).

მცველები: ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი, საქართველო), ანა ძაძუა (კვარტალი, თბილისი, საქართველო), ნინო სუთიძე (კვარტალი, თბილისი, საქართველო), მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი, საქართველო), თამარ ტატუაშვილი (ამორა, პორტუგალია), მაია ბებია (ნიკე, თბილისი, საქართველო), ანი აკობიძე (ნიკე, თბილისი, საქართველო), გვანცა ქადაგიშვილი (კვარტალი, თბილისი, საქართველო).

ნახევარმცველები:
ელენე კახნიაშვილი (ნორჩი დინამო, თბილისი, საქართველო), ირინა ხაბურზანია (ლანჩხუთი, საქართველო), ანასტასია ბოლქვაძე (კვარტალი, თბილისი, საქართველო), თეონა ბაქრაძე (ლანჩხუთი, საქართველო), ნინო პასიკაშვილი (კვარტალი, თბილისი, საქართველო), ლანა გორგაძე (მართვე, ქუთაისი, საქართველო), ნათია დანელია (კვარტალი, თბილისი, საქართველო), ტატა მატვეევა (კრივბასი, კრივოი-როგი, უკრაინა), სოფიკო ნარსია (ლანჩხუთი, საქართველო).

თავდამსხმელები: ლელა ჭიჭინაძე (ნიკე, თბილისი, საქართველო), ხატია ჭყონია (ლანჩხუთი, საქართველო), ეთერ სულაშვილი (გორი-იუნაიტედი, გორი, საქართველო).

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ა ჯგუფში 17 სექტემბერს ერთი მატჩი გაიმართა. სლოვაკეთმა შვედეთთან 0:1 წააგო.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 4 /
warmatebebi
gio emigranti
18 სექტემბერი 2021 19:57
0
თუ ტექსტის მოცულობის გაზრდისთვის არაა, სხვა დროს გუნდის გასწვრივ ლეგიონერს მიუწერე ქვეყანა დანარჩენზე მივხვდებით საქართველოს ჩემპიონატიდან რომ არის. წარმატებები ჩვენს გოგონებს
QT
18 სექტემბერი 2021 23:49
1
ბოშებო მეტი ვარჯიში, თავდადება და რწმენა საკუთარი შესაძლებლობების, მეტი არაფრით არავინ არ გვჯობნის, არც ქალებს და არც კაცებს. გენაცვალეთ
ტიპი
19 სექტემბერი 2021 01:58
0
Rato yrit fuls uazrod.carmatebuli gundi hven arasdros gveyoleba.shevrcxvebit uehveli
ბაჯო
18 სექტემბერი 2021 20:50
10
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული