გია გეგუჩაძე ვაქცინაციის შესახებ საუბრობს

AutoSharing Option
"ვაქცინა ერთადერთი გზაა ვირუსის დასამარცხებლად და ამიტომაც ავიცერით“, - ამის შესახებ საქართველოს ჩემპიონი გუნდის - ბათუმის „დინამოს" მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ბათუმის „დინამოს" ფეხბურთელების 99% ვაქცინირებულია.

"მეც და მთელი ჩემი ოჯახიც აცრილები ვართ. ვაქცინა ერთადერთი გზაა ვირუსის დასამარცხებლად. ჩვენს გუნდშიც 99% ვაქცინირებულია და ყველა შესანიშნავად ვგრძნობთ თავს. პანდემიის გამო ამ 2 წლის განმავლობაში არაერთი წინააღმდეგობა შეგვხვდა, დაავადდნენ თანამშრომლები, სპორტსმენები, რამდენიმე ჩემპიონატი ჩაიშალა კიდეც, ვარჯიშსაც გუნდი სრულად ვერ ვახერხებდით და ეს დიდ პრობლემებს გვიქმნიდა. რაც ვაქცინა
შემოვიდა და ავიცერით, ნელ-ნელა ეს პრობლემებიც თითქოს მოგვარდა და ახლა შეუფერხებლად ვმუშაობთ. რაც შეეხებათ იმ ადამიანებს, რომლებიც ჯერ არ აცრილან, მე ვერ მოვუწოდებ მათ, რომ ვაქცინა გაიკეთონ, პროპაგანდისტად არ გამოვდგები, რადგან ეს ინდივიდუალური და ნებაყოფლობითია. ყველა ადამიანის უფლებაა, ჰქონდეს არჩევანის თავისუფლება. მე კი ვფიქრობ, რომ აცრა გვიცავს სიკვდილისგან", - თქვა გია გეგუჩაძე.

altგიორგი ჭიაბრიშვილი: "მე ვენდობი იმ ხალხს, ვინც ზუსტად იცის, რომ აუცილებელია აცრა; ამიტომ ავიცერი"

მკითხველის კომენტარები / 5 /
გია გეგუჩაძე როგორც ყოველთვის ლოგიკურად აზროვნებს!
პროფესტო
21 დეკემბერი 2021 20:55
1
რას საუბრობს ლოგიკურად რომ ვაქცინა გვიცავს ალბათ ჭურში ზიხართ ნუთუ ვერ ამჩნევთ რამდენი ვაქცუნირებული დაავადდა ან გარდაიცვალა თუნდაც საქართველოში.უბრალოდ ფულის მონები არიან და მიტომ საუბრობენ მასე.
misha
07 იანვარი 2022 20:29
0
იმსახურებდა ჩემპიონობას
შოკირებული გულშემატკივარი
21 დეკემბერი 2021 19:53
1
გეგუჩაძე როდის გახდა ექიმი?
21 დეკემბერი 2021 18:25
8
თქვენ გეგმა გაქვთ ერის განადგურების?
გიორგი
21 დეკემბერი 2021 19:09
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული