ევრო 2022 – მორიგი ქამბექი და საქართველოს ნაკრები მიზანთან ახლოსაა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2022-ზე, ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩში, გრონინგენის "მარტინი პლაზაში" ბოსნია-ჰერცეგოვინას 2:1 სძლია.

მე-6 წუთზე მეტოქე ჰაჯევიჩმა დააწინაურა, საპასუხო შეტევისას კი კურტანიძემ კარგი მომენტი ვერ გამოიყენა. სამჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი მეკარე მილანოვიჩმა. ბოსნიელები ძალიან სახიფათონი იყვნენ სწრაფი კონტრშეტევებისას, თუმცა მოწოდების სიმაღლეზე იდგა ჩვენი გუნდის გოლკიპერი კუპატაძე. შემდეგ სებისკვერაძეს გოლის გატანა მილანოვიჩმა არ დაანება, ელისანდრომ ტრავმა მიიღო და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრების იერიშებით დაიწყო. მილანოვიჩს კარიდან მორიგი წინ გასვლა ძვირად დაუჯდა და 25-ე წუთზე
თალესმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 27-ე წუთზე ბრუნო პეტრიმ ჩვენი გუნდი წინ გაიყვანა. აქედან მოყოლებული, ბოსნიელები შეტევაზე გადავიდნენ. ბოლო წამზე 42 წლის კუპატაძემ მოწინააღმდეგის დარტყმული ბურთი მოიგერია და გავიმარჯვეთ.

D ჯგუფში დღეს ერთმანეთს ესპანეთი და აზერბაიჯანი დაუპირისპირდებიან. ესპანეთის გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავა.

29 იანვარს, ბოლო ტურში, ასათიანის შეგირდები, რომლებმაც ზედიზედ ორი მატჩის შემოტრიალება მოახერხეს, ესპანეთს შეხვდებიან.

საქართველოს ნაკრები (სასტარტო): კუპატაძე - შაგინია, რონინიო, თალესი, ელისანდრო

სათადარიგოები: ბუკია, ღავთაძე, ვილიანი, თოფურია, ბრუნო პეტრი, თოდუა, სებისკვერაძე, კურტანიძე, კეკელია

მკითხველის კომენტარები / 36 /
ღმერთო, ღმერთო! ეს ხმა ტკბილი გამაგონე დიდ ფეხბურთში!

გილოცავთ ბიჭებო, დიდი მადლობა იმ სიამოვნებითვის რაც თქვენ მოგვანიჭეთ. სულ წარმატებებით გევლოთ.
Congratulations guys, thank you so much for the pleasure you have given us. Good luck.
გიზოგ
27 იანვარი 2022 12:06
0
ამ უცხოელების ჩამოყვანით რას ვშვრებით? ეგ არაა საქართველოს ნაკრები და ყველა თამაში რომც წააგონ აჯობებს, სირცხვილია ჩვენი...
გია
27 იანვარი 2022 09:25
39
სხვა ნაკრებბშიც ეგრე მინიმუმ 80%-ში, ასე რომ შევირგოთ მოგება და ნუ ბოდიალობ რაღაცეებს.
ტტტ
27 იანვარი 2022 11:07
1
კარგია წარმატება, მაგრამ ამდენი უცხოელი ეროვნულ ნაკრებში არ ვიცი რამდენად სწორია
G
27 იანვარი 2022 08:48
9
სულაქველიძე მაინც სულ სხვაა. გელა ნუგზაროვი თუ იქნება ესპანეთთან:
აბო
27 იანვარი 2022 07:53
14
აზერბაიჯანი-ესპანეთი 2:2
გავედითთთთთ მეოთხედფინალში!!
buba
27 იანვარი 2022 01:27
2
2:2 ითამაშა ესპანეთმა
გეგა
27 იანვარი 2022 01:27
2
ესპანეთი აზერბაიჯანი 2-2,მეოთხედფინალში ვართ.
Levani
27 იანვარი 2022 01:23
2
საქართველოს ინტერნაციონალურმა ნაკრებმა დაამარცხხა ბოსნიის ნაციონალური ნაკრები!
კომენტარი
27 იანვარი 2022 01:01
35
ძვირფასო ბატონო "საქართველოვ". საიდან ასკვნით, რომ გაბრაზებული ვარ? ეს თქვენ ბრაზობთ. მე მხოლოდ აღვნიშნე, რომ ნაკრები ინტერმაციონალურია, არც მრავასაუკუნოვანი ქართული ტოლრტანტობის კდევ ერთი ტვალსაჩინო გამოხატულებაა.
კომენტარი
27 იანვარი 2022 09:07
9
თქვენ სავარაუდოდ ჰოლანდიის,საფრანგეთის,ინგლისის,პორტუგალიის,გერმანიის გულშემატკივარი იქნებით ფეხბურთში,ამ ნაკრებებში ხომ სულ ადგილობრივები თამაშიბენ. ბიჭებმა რამხელა წარმატებას მიაღწიეს და ზოგიერთი როგორ ცდილობს ამ წარმატების გაუფასურებას.რამ გაგაბოროტათ, გაიხარეთ,თქვენც გეკუთვნით ეს წარმატება. მადლობა ბრაზილიელ ბიჭებს,რომ საქართველოს სახელისთვის ჩვენ ბიჭებს გვერდში უდგანან
საქართველო
27 იანვარი 2022 06:48
4
და აზერებმა კიდეც რო მოუგონ ბოსნიას და ჩვენ წავაგოთ თანაბარი ქულების დროს რას ექცევა ყურადღება ბურთებს თუ ურთიერთშეხვედრებს?
mirosan
27 იანვარი 2022 00:59
7
აზერბაიჯანმა დაამარცხა ესპანეთი 2 1, ხომ არ გაახარებენ ბილომდე რააა, მაინც გავალთ
ნიმბუს
27 იანვარი 2022 00:36
25
2:2 გავედით! თუ ესპანეთთან წავაგეთ მაშინ მგონი რუსებს შევხვდებით ასე რომ ჯობია არ წავაგოთ, დამატებითი ტვირთი მოეხსნებათ ბიჭებს
ივერი
27 იანვარი 2022 01:32
1
2-2 morcha
lasha
27 იანვარი 2022 01:26
1
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული