მატჩის დღე! რუსებთან კიდევ ერთი სასწაულის იმედად...

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ნაკრების ესპანეთთან დიდი ანგარიშით (0:8) მარცხის შემდეგ გაირკვა, რომ ნახევარფინალში გასასვლელად რუსეთის უძლიერეს ნაკრებს დავუპირისპირდებოდით.

მეოთხედფინალურ ეტაპზე ამსტერდამში პორტუგალიამ ფინეთი (3:2) დაამარცხა, შემდეგ კი უკრაინამ ყაზახეთს (5:3) აჯობა. საქართველო-რუსეთის დაპირისპირება დღეს, 1-ელ თებერვალს შედგება, ისევე, როგორც ესპანეთი-სლოვაკეთი, რომელმაც საკმაოდ მოულოდნელად, ხორვატიას აჯობა და ჯგუფიდან გავიდა.

რუსეთის ნაკრები

რუსების საუკეთესო მიღწევა 1999 წლის ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვებაა, 2008 წელს კი ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავეს. საკვალიფიკაციო ეტაპზე მათ ავთანდილ ასათიანის გუნდი ორივე შეხვედრაში დაამარცხეს.

რუსეთის ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე სამივე შეხვედრაში გაიმარჯვა. მათი ყველაზე
სახიფათო მოთამაშე არტემ ანტოშკინია, რომელიც 5 გოლით ჯერჯერობით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია.

საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანელთა 2010 წლის მიღწევა გაიმეორა - დებიუტანტი ჯგუფიდან გავიდა, რაც დიდი წარმატებაა, რუსეთთან გამარჯვებით კი ახალი ფურცლის ჩაწერა შეგვიძლია. ჩვენგან საუკეთესო ბომბარდირი თალესია - 2 გოლით.

დარჩენილი გზა

თუკი ასათიანის გუნდი სასწაულს მოახდენს და 4 საუკეთესო ნაკრებში მოხვდება, 4 თებერვალს ნახევარფინალში უკრაინას დაუპირისპირდება. ტურნირზე მესამე ადგილისთვის შეხვედრაც იმართება - ფინალის დღეს, 6 თებერვალს.

ევროპის ჩემპიონატის მთავარ ფავორიტებად ესპანელები მიიჩნევიან.

altავთანდილ ასათიანი: მცირე ტრავმების და თავის დაზოგვის ფონზე ასეთ მეტოქესთან მზად არ ვიყავით

altევრო 2022. საქართველოს ნაკრები ესპანეთთან უშანსოდ დამარცხდა და მეოთხედფინალში რუსეთს შეხვდება



მკითხველის კომენტარები / 21 /
დიდი გულშემატკივრობის მიუხედავად 8:0 -ის წაგების შემდეგ, რაიმე აზრის გამოთქმაც კი უაზროდ მიმაჩნია.
გიზოგ
01 თებერვალი 2022 16:26
7
დრომ და ბიჭებმა აჩვენეს, რომ მართალი არ ვიყავი. ყოჩაღთ ბიჭებო!
გიზოგ
02 თებერვალი 2022 16:10
0
ამ ბიჭებზე მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. მათ მოახერხეს ფინალურ ეტაპზე გასვლა და პლეიოფში გასვლაც, ეს სერიოზული მიღწევაა.რუსებს ძაან ძლიერი გუნდი ყავთ და ჩვენებს მოგების შანსი არა აქვთ. მომავალშიც მოვა მაგის დრო რომ დავამარცხოთ რუსები,დღეს არა. რუსები უკრაინასაც დაამარცხებს
ბეგო
01 თებერვალი 2022 14:35
2
შეეშვით რა ბიჭებზე ზეწოლას, მთავარია ღირსეული ბრძოლა უეჭველი მოგების მოთხოვნა, უსინდისობაა და მეტი არაფერი.
ტტტ
01 თებერვალი 2022 14:23
0
დავიწყებ იმიᲗ რომ გავიდნენ Შემდეგ ეტაპზე და ცამდე ავიყვანეᲗ ნაკრები და ᲗამაᲨი...ამის მერე ესპანეᲗᲗან მივიᲦეᲗ და დავინახეᲗ ნაკრების ᲨესაᲫლებლობა...ესპანეᲗᲗან უფრო Თავისუფლად უნდა ეᲗამაᲨაᲗ მაგრამ Შედეგი ნული...
ამის ფონზე რა ᲗამაᲨზეა საუბარი,რუსეᲗᲗან სულ კანკალიᲗ გავლენ და სამარცხვინო Შედეგს მივიᲦებᲗ...ეს იმიტომ ვᲗქვი,რომ ესპანეᲗᲗან ბევრჯერ უკეᲗ უნდა გვეᲗამაᲨა,მაგრამ რა მოხდა დავინახეᲗ...ასე რომ წინ დიდი ბრᲫოლა გ ელიდება
მოქალაქე
01 თებერვალი 2022 14:12
5
პატრიოტიზმი ის კი არ არის ბიძი-რუსეთს ვეთამაშებიო და პრესი დაჭიმო და ისე გახვიდე(გაგაპობენ ...ლივით)
სპორტსმენის პატრიოტიზმი ისაა- ნაკრების წევრი ვარ და ქვეყანას სიხარული უნდა მოვუტანოო,მთელი წელი უნდა ფიქრობდე,არ უნდა იღებდე ალკოჰოლს,სადღაც ბოდიალის მაგიერ დრო უნდა გაატარო მოედანზე და შენს თავზე იმუშაო რო უკეთესი გახდე,დანარჩენი დრო უნდა დაისვენო-მეორე დღესაც ბევრი რო იმუშაო.ბურთს 10ჯერ რო ურტყამ კარში ვარჯიშზე-ვარჯიშის მერე უნდა დარჩე და 500ჯერ დაარტყა,მერე ყველა დარტყმა სახიფათო გექნება და ასე უნდა იმუშაო შენს თავზე თუ პატრიოტი ხარ.
Levani
01 თებერვალი 2022 12:46
1
ინგლისელები, ფეხბურთის გამომგონებლები, არ თამაშობენ, არ უყურებენ, არ აჩვენებენ ფუტსალს (მახინჯ ფეხბურთს საკალათბურთო დარბაზში)...
Malkhaz Bolkvadze
01 თებერვალი 2022 12:45
1
საერთოდ რა ფეხბურთიც არ უნდა იყოს მოწინააღმდეგეს უნდა გაცდე ადვილად. და საქართველოში მაგ ქართველებზე უფრო ტექნიკური ვერავინ ნახეს?
დდდ
01 თებერვალი 2022 12:18
15
მაშინ ნუ გავლენ მოედანზე თუ გაიძახით რომ არუნდა მოვთხოვოთ ნაკრებს გამარჯვება...თუ მოსაგებად არ გადიხარ წასაგებად ხარ განწირული! საქართველოს ნაკრები რუსეთს რომ მოუგეს 1-0 ეგეც იმიტომ მოუგეს რომ სხვა გზა არ ჰქონდათ იქიდან ცოცხალი ვინ გამოასწრებდა ღმერთმა უწყის...... ხოდა გაიხვივნენ ერთ ადგილზე და რუსეთს ის თამაში მოუგეს სამაგიეროდ მოსკოვში კონფორტული ანგარიშით 3-1 გაილაღლაღეს და კრება დარჩა მხიარული. გუნდურ სპორტში ერთი რაგბისტებს თუ ეტყობათ ჟილკა რუსების წინააღმდეგ დანარჩენებს საბჭოთა კავშირის დროინდელი შიშები აქვთ რომ რუსები ყველაფერში დაუმარცხებლები არიან...... რუსი და ფეხბურთი სად გაგონილა მითუმეტეს ბრაზილიელებიც გვყავს გუნდში მესი და რონალდო ხოარ უნდა გვყავდეს რომ მოგება მოვითხოვოთ რუსებთან? გაანძრიეთ ერთი ადგილი ოღონდ ისე არა როგორც ესპანეთან და ღირსეულად ითამაშეთ შეიძლება წააგოთ მაგრამ არა ისე როგორც ეს ესპანეთან ქებით... ღირსეულ წაგებას და მოედანზე ზადნით გასვლას შორის დიდი სხვაობაა!!!
რონი
01 თებერვალი 2022 11:30
7
მოდი ესე ვთქვათ რუსეთის ნაკრებთან არ უნდა წავაგოთ რაგბიში კატასტროფა იქნება და ატყდება ერთი ამბავი ერთხელ უკვე მოხდა როდესაც ბ ნაკრებმა წააგო ფედერაციამ ისწავლა ჭკუა სპარინგები რუსებთან არ არსებობს ყოველთვის ომია არის სახეობები სადაც გვაქვს უპრატესობა არის სახეობები სადღაც თანაბარ დონეზე ვართ ბრძოლა ვითხოვთ არ შეიძლება ფეხბურთში საქართველოს U17 1-7 აგებდეს რუსეთის U17 და ვიძახდეთ ვითომაც არაფერი მომხდარა ეს არის კატასტროფა ფუტზალი ის კატეგორია რომელშიც რუსეთი ჩვენზე ბევრად ძლიერია და წაგება გასაკვირი არ იქნება და არც კატასტროფა ხოდა ნუ ვითხოვთ მაინდამაინც გამარჯვებას გვერდში დავუდგეთ და ვუქომაგოთ დანარჩენი პარკეტზე გამოჩნდება წარმატებები ბიჭებს
Night
31 იანვარი 2022 13:41
3
სპორტალ.ჯე რატომ აქვეყნებ ასეთ კომენტარებს,რომელსაც ვიღაც ჯაკო წერს. მერე იტყვიან საწყალი,ნეტავ რატომ მოკლესო.
გრიგოლი1408
30 იანვარი 2022 19:37
3

სიახლეები პოპულარული