"სამარცხვინო, კოშმარული, კომპლექსი ქართველებზე" - რუსი ფანები თბილისის "დინამოსთან" წაგებამ აღაშფოთა

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" თურქულ შეკრებაზე ბოლო ორი მატჩი კარგად ჩაატარა, ჯერ კიევის "დინამოს" ტოლ-სწორად ეთამაშა და მინიმალურად 0:1 დამარცხდა. ცნობისათვის, უკრაინულმა გუნდმა დღეს ბოსნიის "შიროკი ბრიეგს" უპრობლემოდ სძლია 4:1. კახა ცხადაძის შეგირდებმა დილით მოსკოვის "დინამოს" 1:0 მოუგეს, რომელიც პრემიერლიგის ჩემპიონობისთვის იბრძვის. მარცხმა რუსი გულშემატკივრების უკმაყოფილება გამოიწვია, მაგრამ ბევრი მიიჩნევს, რომ მწვრთნელმა სანდრო შვარცმა ქართულ კლუბთან მოედანზე სათადარიგო შემადგენლობა გაიყვანა, ვინაიდან საღამოს "სოჭის" უნდა შეხვედროდნენ (2:1 დაამარცხეს). თუმცა ზოგი კომენტარებში ობიექტურად აღნიშნავს, რომ თბილისელებს დუბლებით სულაც არ დაპირისპირებიან.

- თბილისის "დინამომ" ისევ
დაამცირა მოსკოველები.

- "დინამო", რამდენჯერ შეიძლება დამცირდე ქართულ გუნდებთან? ჩემპიონობის პრეტენდენტები...

- "დინამო" ჩემპიონი 0:2.

- სამარცხვინო თამაში ქართველ ფეხბურთელებთან. გარდა "სირცხვილისა", ენაზე სხვა სიტყვა ვერ მოგადგება. ჩემპიონატის სტარტამდე ორი კვირით ადრე რა საჭირო იყო ღრმა რეზერვის გასინჯვა?

- ეს სათადარიგო არ არის, ეს იყო ძირითადი შემადგენლობა სეზონის დარჩენილ ნაწილში.

- დღეს მაკაროვს ვუყურე და ახლა მესმის, რატომ გაყიდა სლუცკიმ. ღმერთმანი, გოგონასავით დარბის. ასე მგონია, მალე დიდი ხნით სათადარიგო სკამზე დასვამენ.

- კოშმარი!!! ჩვენ საქართველოზე კომპლექსი გვაქვს.

- ეს უკვე ტრადიციაა.

- "დინამოს" ტრადიცია აქვს, ასე ითამაშოს ქართველებთან.

- უჰაჰა, ქართველებმა ისევ გააბითურეს "დნომანო" (ფსკერის "დინამო").

- და რა? მატჩი ხომ ამხანაგური იყო. ეს საკონტროლოც კი არ იყო.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩვეულებრივი საწვრთნელი თამაშია და შედეგს დიდი მნიშვნელობა არა აქვს,მაგრამ მანამდე კიეველებმა მოგვიგეს,მოსკოველებმა კი წააგეს და მაგანაც დაბოღმა შოვინისტი გულშემატკივრები.სხვა რა ვთქვა?ღმერთმა უმრავლოთ გულის ხეთქვა,მაგათნაირებს.ჩვენს ბიჭებს კი ვულოცავ,გამარჯვებას.იქნებ დინამო გუნდად იქცეს.
სოსო
10:56 11-02-2022
1
რუსებო, ეგ კომპლექსი ოკუპანტების ხვედრია!
G.LA
00:33 11-02-2022
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული