"ერთა ლიგა" გადამწყვეტ ეტაპზე გადავიდა, ნაკრებები ამა თუ იმ დივიზიონში ადგილს შეინარჩუნებენ, დაწინაურდებიან ან დაქვეითდებიან; არსებობს დასაწინაურებელი და დასაქვეითებელი პლეი-ოფები. რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსს, მას "ა"-ს გარდა, "ბ" ლიგის გამარჯვებულები თუ შეწვდებიან. უმნიშვნელობანესი შეხვედრებია "ბ" ლიგის იმ დაძაბულ ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები გამოდის. ვილი სანიოლის ფეხბურთელები უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ დღეს, 16 ნოემბერს, 21:00 საათზე, ბათუმში ითამაშებენ.

საქართველოს ნაკრებმა ოქტომბერში ცუდად გამოვიდა, ორ მატჩში დამარცხდა. არადა, "ერთა ლიგის" ჯგუფში მხოლოდ სომხეთის ნაკრებთან ერთადერთი წაგება გვქონდა. ისე გამოდის, ორი ტურით ადრე ამ ჯგუფში ყველა შეიძლება დაწინაურდეს ან გავარდეს, რა თქმა უნდა, მეტ-ნაკლები ალბათობით.

წაგება ისაა, რაც როგორც საქართველოს, ასევე, განსაკუთრებით, უკრაინის ნაკრებს მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს. ფრე ის შედეგია, ორივე გუნდს მართლაც უარესისგან რომ დაიცავს, მაგრამ არც საუკეთესო პერსპექტივებს უქადის. საუბარია იმაზე, რომ ქართველებს პირველ ადგილზე გასვლა და მუნდიალისთვის ბრძოლის გაგრძელება გაუჭირდებათ, უკრაინელები კი "C" დივიზიონს მიუახლოვდებიან.

საქართველოს ეროვნული გუნდი საკუთარ მოედანზე ითამაშებს და ყველანაირად ეცდება, გულშემატკივრებში სიხარული და რწმენა დააბრუნოს. ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძეს გასულ თვეში ნაკრებში არ გაუტანიათ და ეს ამბავი ცოტათი მონატრებულიც კი ექნებათ. 16 ნოემბერი არც ისტორიაშია ურიგო, უელსის ნაკრებს დიდი ანგარიშით (5:0) სწორედ ამ დღეს ვაჯობეთ.

უფრო ლოგიკური იქნება, ფრანგი მთავარი მწვრთნელი დისკვალიფიცირებულ დვალს ლოჩოშვილით თუ ჩაანაცვლებს, თუმცა ვილის ზოგჯერ არასტანდარტული გადაწყვეტილებები ჩვევია. მარცხენა ფლანგზე თამაშის სხვაზე მეტი შანსი გიორგი წიტაიშვილს ექნება. ის ევროპის ჩემპიონატზე თავიდან სასტარტოში იყო და უკრაინის ახალგაზდულ ნაკრებში თამაშის გამოცდილებაც აქვს. აქაც არავინ იცის, რა გადაწყდება, ლევან შენგელია ფორმაში შევიდა. ოღონდ არ დაგვავიწყდეს, მასაც პოზიციის შეცვლა უწევს.

უკრაინასთან დაპირისპირება გიორგი ქოჩორაშვილისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. მას თამაშში ბოლომდე ჩართვა არც სხვა დროს აკლია, ახლა კი შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ მათთან წაგებულ შეხვედრაში ჯერ შეცდომა დაუშვა, შემდეგ კი მეორე გაფრთხილებია გამო, დისკვალიფიკაცია მიიღო.

ზურიკო დავითაშვილი ისეთ ფორმაშია, სანიოლს მისი სათადარიგოთა შორის დატოვება გაუჭირდება. ვნახოთ, რას გადაწყვეტს.

უკრაინის ნაკრებში გარკვეულ პრობლემებზე ახლაც საუბრობენ, მაგრამ მათ საკმარისი საკადრო რესურსი გააჩნიათ. მაგალითად, თუკი მადრიდის "რეალის" კიპერი ლუნინი არ იქნება, "ბენფიკას" 23 წლის მეკარე ანატოლი ტრუბინი მშვენიერ ფორმაშია.

ერთი თვის წინ, პოლონეთში ჩატარებულ შეხვედრაში ცუდი ამინდი, მოედნის საფარი, განათება და უკრაინელთა ხისტი თამაში ვნახეთ, ბათუმში კი სხვას ველოდები. შეხვედრის მსაჯები ინგლისელები იქნებიან.

გამარჯვება, საქართველო!..

ბს
ხვალე პროგნოზით კარგი ამინდია და რავი თუ შესაძლებელია გადატანა იქნება მართლა არ იყოს ცუდი აზრი. მეორე თამაში რომ არ იყოს მალევე შეიძლება გამოსულიყო, მოკლედ, არა მგონია გამოვიდეს რაიმე მაგ საქმიდან
გიორგი
ლივერპული წვიმიან ამინდში დამარცხდა თბილისის დინამოსთან 1978 წელს (წელში თუ არ ვცდები)
aburjga
მატჩის დროს რომელიმე ფეხბურთელი რომ დაიხრჩოს მერე, მერე რა ვქნათ, მალიბუს მაშველები გამოვიძახოთ?!
ლადოს
შენ ფატყობთ მაგ სექტიდან ხარ არა ლადუშ? გიო.
ბს
ყველა იმ პოზიციის და ოპოზიციის დედაც .... ქვეყნის ინტერესებზე წინ რომ პარტიულ და პირად ინტერესებს დააყენებს! ეს თამაში უნდა ყოფილიყო პაიჭაძეზე! ასეა ეს?
zura222
ნამყოფებიც არიან და კარგადაც იცოდნენ ბათუმური ნოემბრის ამინდიც ! ამ ამ ამბავს სხვა სუნი სდის და დრო მოვა პსუხს აგებენ ამაზეც მაკედონისთან ფინალის წაგებაზეც ხვიჩასდა შენგელიას "კორონით დაავადებაზეც" ხვიჩას ყვითელი ბარათების "არ ცოდნაზეც და ბევრ სხვა რამეზეც @
ლადო
ზდრასტვიწე, ია საგლასენ სვამი
QT
აბურჯგას - ასე წინასწარ ვერ გადაიდება, უშუალოდ თამაშის წინ მოედანს შემოაწმებენ გორავს და დახტის თუ არა ბურთი მატჩის დელეგატი, მსაჯები, გუნდის წარმომადგენლები და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას.
QT
ეგ უშუალოდ მატჩის წინ წყდება, როდესაც დელეგატი და მსაჯები შეამოწმებენ მინდვრის საფარს, გორავს და დახტის ბურთი თუ ვერა. ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტიოებას.
aburjga
ამ კითხვას სერიოზულად ვსვამ - არ შიძლება ეს მატჩი უამინდობის გამო თუნდაც ხვალისათვის რომ გადაიტანონ?! ალბათ უკრაინელებიც თანახმა იქნებიან?! ამ კოკისპირულში რა ფეხბურთი უნდა ითამაშონ?!
ასეა.
იმის მაგივრად, რო ყველამ ვუქომაგოთ ნაკრებს, როგორც წესი შლეგიანების კასტა ნაცების სახით, ისევ ურევენ ქვეყანას. მაგათ არც სპორტი, არც ქართველებისთვის უსაყვარლესი ფეხბურთი აინტერესებთ, მთავარია უსტვინონ და ასე მშიერი ძაღლებივით იშლიგინონ აღმა და დაღმა! როდემდე?!
მეზღვაური
დღეს 19 წლამდელებიც ეთამაშებიან ნორვეგიას,იქნებ ამაზეც დაგეწერათ რამე.ჩვენს ეროვნულ ნაკრებს რა თქმა უნდა წარმატება დღეს!
aburjga
ვინც ფედერაციაში გადაწყვიტეთ ბათუმში ამ თამაშის გამართვა ნოემბერში ხართ ბათუმში ერთხელ მაინც ნამყოფი?! ამინდის გრძელვადიანი პროგნოზის შესახებ არაფერი გსმენიათ?!
აკო
იდეალური ვარიანტი: დღეს ჩვენ უნდა მოვიგოთ. ალბანეთის თამაში ფრედ დამთავრდრს. ასეთ შემთხვევაში პირველი ადგილისთვის ბოლო ტურში ფრეც გვეყოფა ჩეხებთან და არ ექნება მნიშვნელობა ალბანეთი უკრაინის შედეგს.
ბს
რა სხვას ელოდები ღვთისავარ? ამინდს შეხედე და პროგნოზს! არადა თბილისში რომ ყოფილიყო საღამოს არ არის წვიმა აღმოსავლეთ საქართველოში. ამის დედაც რაა ჯეკ!
ბს
აარჩიეს ნოემბერში სათამაშოდ ბათუმი! რაღაც არა ცენზურული სიტყვები მინდა რომ მივუძღვნა ამ იდეის ავტორებს, მარა აქ თავს შევიკავებ! სადაც ყვითელ ბარათებს ვერ თვლიან იქ ამინდზე ფიქრით შეიწუხებენ თავს? ფუ რაა
გოგა
მოვიგებთ და ჩემი პროგნოზია 3:0 ან 3:1
რონი
მამარდა კაკაბაძე გველესა კაშო შენგელია კიტე ქოჩორა დავითაშვილი ჩაკვე კვარა ბუდუ ჟორჟი ტანმაღალ მცველებში იჩაგრებოდა და ბუდუ არაფერს დაუთმობს უკრაინელ მცველებს.. იმედია ბიჭები რევანშის დიდი სურვილით შევლენ მოედანზე!!!
იბერიელი
ვუსურვებ საქართველოს ნაკრებს გამარჯვებას და მჯერა ეს ახლა მანკურტებო უკრაინელი ხალხი იბრძვის მამაცურად თავისი ეთნიკურობის დასაცავად ეხლა აკანტროლობენ კურსკის ოლქში სუდჯას გლუსკოვოს ტიოტკინოს და კორენევოს წინ მიიწევენ მეგობარი ცხოვრობს 19 კილომეტრი ეპიცენტრიდან გაუმარჯოს ერთიანი საქართველოს ყველა პატრიოტს
თორელი
აშკარად სხვა განზომილებაში ცხოვრობ
გოჩო ძირითადში!
გოჩოლეიშვილი უკრაინულ ბეხბურთთან ადაპტირებულია და მშვენიერ ფორმაშიც იმყოფება. რა ვიცი, მე ძირითადში დავაყენებდი. აუცილებლად ვათამაშებდი გუნდს 5-6 კაციანი პრესინგით, რომ ცენტრამდეც ვერ ამოეტანათ ბურთი. როგორც კი შევატყობდი ვინმეს დაღლას (პირველ ტაიმშიც კი, ხვიჩაც რომ ყოფილიყო), მაშინვე შევცვლიდი და სულ წნეხის ქვეშ ვამყოფებდი უკრაინელთა დაცვას. ჩვენს დაცვას მჭიდროდ თამაშს დავაალებდი, ბურთის მიღება რომ გაჭირვებოდათ მათ შემტევებს. ასეთი თამაში მინიმუმ 3 ბურთს გაიტანდნენ ჩვენი ბიჭები. პრაქტიკანტის იმედი ნაკლებად მაქვს(თითქმის ყოველთვის ცდება ტაქტიკის არჩევაში), ბიჭების მონდომებაში და თავდადებაში დარწმუნებული ვარ. გისურვებთ გამარჯვებას ლომებო!!!
aburjga
1-2 კაცი კიდე დაამატე! რას ერჩი შენგელიას და ლობჟანიძეს? რა იქნება 13 კაცი რომ გამოვიყვანოთ, ბოლოს და ბოლოს მასპინძლები ვართ?!
Edinio
როგორც ჩანს ის ერთი გაელვება იყო მაშინ თავიდან და ეგ დარჩება. ღმერთმა ქნას ვცდებოდე. ბათუმში იმიტომ რომ თბილისში არეულობაა. თან მეორე სიმშვიდე რომ არ არის ქვეყანაში ეს არ მოქმედებს ფეხბურთზე? ჩვენ ხომ უკრაინა არ ვართ. ქვეყანა დაკარგეს და ფეხბურთს თამაშობენ. ნორმალურია ეს ამბავი? ჩვენ სხვა ჯიგარის ხალხი ვართ. ვნახოთ რა იქნება. მაგრამ სკეპტიკურად ვარ ორივე თამაშზე!
გულშემატკივარი
სავარაუდოდ ასეთ შემადგენლობას დააყენებს: გველესიანი (ან კვერკველია) კაშია ლოჩოშვილი კაკაბაძე გოჩოლეიშვილი ქოჩორა კიტე ჩაკვეტაძე ჟორჟი კვარა
სოსო
უკრაინელებსაც გამარჯვება სჭირდებათ.მათი ფიზიკურად მძლავრი ფეხბურთელები,უმეტესად საჯარიმოს ცენტრიდან და მისადგომებიდან დაემუქრებიან ჩვენ კარს.ჩვენ დაცვის ცენტრს და საყრდენ ზონას,დიდი პასუხისმგებლობა აკისრია,რადგან ინგლისელი მსაჯები,ფიზიკურ ორთაბრძოლებში,ჯარიმებს ძალიან ძნელად ნიშნავენ.ცოტა ქოჩორაშვილისაც მეშინია.პირველ თამაშში,იმ გოლს,საკმაოდ ბევრი მას აბრალებს,თანაც გაფრთხილება მიიღო და მომდევნო მატჩიც გამოტოვა,ასე რომ განსაკუთრებულად მოტივირებული იქნება და მეშინია,მეტისმეტმა მონდომებამ,ცუდ შედეგამდე არ მოგვიყვანოს.ისიც გასაგებია,რომ ცერემონიებს არ დაგვიწყებენ და ჩვენი ბიჭების კოჭებს,დასაწყისიდანვე დაამუშავებენ.არც დაგვზოგავენ და არც პროვოკაციებს მოერიდებიან.პოლონეთში მსგავსი უკვე ვიხილეთ.ასე რომ სრული მობილიზაცია და თვითკონტროლი გვმართებს,ერთდროულად.აუცილებლად მოსაგები გვაქვს ეს მატჩი და დიდი ხანია დროა,ჩვენც გავხსნათ მათთან გამარჯვებების ანგარიში.უკრაინელებს მშვიდობას,გამარჯვებებს და მიზნების მიღწევას ვუსურვებ,მაგრამ არა ჩვენთან მიმართებაში.საქართველოს გაუმარჯოს!უკვე ამის მერე კი,უკრაინას.
las
თუ მოახერხებს სწორი სმადგენლობის დაყენებას მოვიგებთ დავითაშვილი აუცილებლად ძირითადში. ფლანგზე მარცხნივ გოჩოლეიშვლი. უნდა მორჩეს ეს ექპერიმენტები. რამდენჯერმე კი გამრთლა მაგრამ სულ ასე არ იქნება როცა მოთამაშეკლუბში ერთ პოზიციაზე თამაშობს და შენ ნაკრებში მეორეზე აყენებ არაა სწორი მეთოდი. კაკაბაძე ---კაშია(ამას არ ამოაგდებს) ---- გველესიანი ---- გოჩოლა ------------ კიტე - ქოჩორა ---------- --------------- ჩაკვე --------------- დავითაშვილი --- ჟორჟი ------------ კვარა
მწვრთნელი
1-0 საქართველოს სასარგებლოდ!
გიორგი
ღმერთმა სულ ხალისიანი და გახარებული ამყოფოს საქართველოს ნაკრები, ქვეყნის გასახარებლად !!!
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
სანიოლი: მივიღეთ პასუხები კითხვებზე - მხოლოდ 11 მოთამაშით მიზნებს ვერ მივაღწევთ
[VIDEO] საქართველოს ნაკრების არადამაჯერებელი თამაში და ფრე კაბო-ვერდესთან
7-ქალა | ისტორიული ლელო მაკარსკადან
კანავარომ შესაძლოა, რუსული კლუბი გაწვრთნას
"ნაპოლი" სუდაკოვს არ შეიძენს
ოდიშარია: მეტოქეს არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ
სვანაძე: საფრანგეთთან ზედმეტი მოტივაცია არ გვჭირდება - სულ სხვა ასპარეზი იშლება ჩვენს წინაშე
გატუზო იტალიის ნაკრებს ოფიციალურად ჩაუდგება სათავეში
ნაგაიამა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა
კვერნაძეს სერია A-ს გუნდში გადასვლის შანსი აქვს - ბევრი რამ ევროპირველობაზე მის თამაშზე იქნება დამოკიდებული
"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში
20 წ. | ბოლო რეპეტიცია მსოფლიომდე
[VIDEO] მსაჯების უსამართლო გადაწყვეტილება - სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად გამოეთიშა
ტრაგედია მიხეილ აშვეთიას ოჯახში...
"ასეთი რაღაც როგორ შეიძლება?" - გვარდიოლამ ესპანური კლუბები გააკრიტიკა
[VIDEO] "რეალმა" არნოლდი წარადგინა - ინგლისელმა პრესკონფერენციაზე ყველა გააკვირვა
ცნობილია, რატომ თქვა ოსიმენმა 40 მილიონზე უარი - ნიგერიელის მომავალი მოულოდნელად ვითარდება
"36 წლის ძიუბა ბევრ ევროპულ გრანდს გააძლიერებდა" - ბრაზილიელ აგენტს არტიომის იმედი აქვს
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი
"ნაპოლი" "ლივერპულის" კიდევ ერთი შემტევის გადაბირებას შეეცდება
შენგელიას 29 ქულა და MVP-ის ტიტული | "ვირტუსმა" ფინალური სერია მოგებით გახსნა
კვარაცხელია მსოფლიო ჩემპიონატს იწყებს - მესისთან დაპირისპირების შანსი
ეს ჩვენ არ შეგვშვენის... მავანს ნუ ვაჩვენებთ ჩვენი ძმობის სახეს, ნუ აძლიერებთ სტერეოტიპს, დაგმეთ არმენოფობიაც... - გამოხმაურება ინციდენტზე
"სანიოლმა კვარაზე ასეთი რაღაც მითხრა" - ფრანგი ჟურნალისტი
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...
[VIDEO] ასე უყვარს კვარაცხელიას მწვრთნელს პსჟ - ინტერნეტში დასასვენებლად მყოფი ლუის ენრიკეს კადრები ვრცელდება
პსჟ-ის ახალი სტადიონი ექნება - რას აპირებს კვარაცხელიას კლუბი
კვარაცხელიას თანაგუნდელი რონალდოსთან? - პსჟ-ის ფეხბურთელის გაშვება არ სურს
სანიოლი: მეტოქედ ნიდერლანდებს ავირჩევდი - მიქაუტაძე ისეთ ფორმაშია, მისი სკამზე დასმა შეუძლებელია
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"კვარასნაირი" ფეხბურთელები არ გვყავს" - დეშამმა თავი იმართლა
ასე შედგა კვარაცხელიას ტრანსფერი პსჟ-ში - გუნდის პრეზიდენტმა ახსნა, როგორ არჩევენ პარიზელები ფეხბურთელებს და ვინ წყვეტს საბოლოოდ მათ ყიდვას
საქართველო VS სომხეთი "დინამოზე" - მოდუნება დაუშვებელია!..
"კვარაცხელიამ "ინტერთან" ფინალამდე 2 დღით ადრე ტრავმა მიიღო, მოედანი თავის ფეხით ვერ დატოვა და შემდეგ ეს გააკეთა" - პსჟ-ის პრეზიდენტმა ქართველზე უცნობი ისტორია მოჰყვა
მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან
მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია