"უკეთესი ვარიანტები აქვს და წამოვაო?!" - რეზი არველაძე შოთას ხვიჩაზე ნათქვამსა და საქართველოს ნაკრებზე

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა რეზი არველაძემ "პირველი არხის" გადაცემა "ტაიმ აუტში" საქართველოს ეროვნული ნაკრების უკანასკნელი შეხვედრა შეაფასა და ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა:

"ქართულ ფეხბურთში ისეთი მოთამაშეები გვყავდა, ხალხს ჰგონია, რომ ნაკრებმა სულ უნდა შეუტიოს, კაცი მოვატყუოთ, 15-ჯერ კარში დავარტყათ და 5 გოლი გავიტანოთ – არ არის ასე! შეიძლება მეორე ნომრად ითამაშო და მოიგო. ჩრდილომაკედონიის და იტალიის თამაში ხომ ნახეთ?!

ეს არ იყო ის თამაში, რომ ვდომინირებდით. თამაში შედეგზეა ორიენტირებული და მთავარია, ამას მივაღწიოთ. ჩვენი მთავარი საზრუნავი დიდ საერთაშორისო ტურნირებზე
თამაშია და ხანდახან მოგვიწევს იმასთან შეგუება, რომ მეორე ნომრად ვითამაშებთ. ზოგი ისე გჯობნის, წინ ვერ მიდიხარ.

როდესაც 8 თუ 10-მატჩიანი ციკლი გაქვს, შენ არსენალში სულ უნდა გქონდეს განსხვავებული ტაქტიკა – სადღაც უნდა მოიგო, სადღაც ერთი ქულაც კარგია. ყველა თამაშს "რეალი“ და "სიტი“ ვერ იგებენ.

ზედიზედ 4 მოგებას რაც შეეხება, გარდა იმისა, რომ ფსიქოლოგიურად კარგია, ყველა – მწვრთნელიც, ფეხბურთელიც რწმენაში ვარდება. კარგი სერია კი თვითდაჯერებულობას გმატებს – აბა, წააგებ და არაფრის წაკითხვა არ გინდა. ეს ადამიანებს ანგრევს, მით უფრო სპორტსმენებს, რომლებსაც მარტივი ცხოვრება არ აქვთ...

კვარაცხელია ნაკრების ლიდერია. შოთამ როცა ტქვა, მინდა წაყვანა, მაგრამ წამოვაო, ხომ ხვდებით, რა იგულისხმა - უკეთესი უსურვა. უკეთესი ვარიანტები აქვს და წამოვაო?! ხვიჩა შესაძლოა, ფორმის პიკში არ იყოს, მაგრამ აქვს უნარი, აფეტქდეს და შედეგზე გავლენა იქონიოს."

წყარო: პირველი არხი

altვინ როგორ ითამაშა და ვინ იყო საუკეთესო? - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისა და მთავარი მწვრთნელის შეფასება

altრას მოგვცემს ეს გამარჯვება სამომავლოდ? - სანიოლმა ბევრი რამ გამოკვეთა

მკითხველის კომენტარები / 20 /
რეზი მართალი ხარ, მოგებები ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან კარგია და ხასიათტან ერთად ქულების მარაგი იზრდება. მაგრამ რა ვუყოთ თამაშის ხარისხს, რომელიც მიუხედავად იმისა რომელ ნომრად ვთამაშობთ უკეთესობისკენ არ იცვლება. ინდივიდუალურად ვერ უმატებენ, არ მუშაობენ ნაკლოვანებების აღმოფხვრაზე. ფაქტია ვერც ერთ სათამაშო კომპონენტში, აზროვნების და გადაადგილების სისწრაფე, ფიზიკური გამძლეობა-ამტანობა, ინდივიდუალური ოსტატობა (ხშირად ბურთს ისე უდგავენ ფეხს კარში კიარა რამის მეორე იარუსს გადააცილონ ბურთი), წინსვლა არ შეიმჩნევა. P.S. ხვიჩასთვის პრემიერშიპში, შოთისთან გუნდში თამაში შეიძლება საუკეთესოც იყოს მოცემულ სიტუაციაში. შოთსთან არ გაუჭირდება მძიმე ფიზიკურ დატვირთვებთან და ინტენსივობასთან შეგუება და ადაპტაციას შედარებით ადვილად გაივლის. არადა ამ ორივე კომპონენტში ძალიან სჭირდება ხვიჩას გაძლიერება! წარმატებები ჩვენს ნაკრებს და ხვიჩას!!!
G.A.L.
15:58 28-03-2022
0
ინგლისის ჩემპიონშიპი ძალიან მაღალი დონის ჩემპიონატია და ურთულესი სათამაშოა,აქ კი ბევრი ძალიან ზერელედ უყურებს.მგონია რომ ქართველი ფეხბურთელების 99% მზად არაა ამ ლიგაში სათამაშოდ.საინტერესო იქნებოდა ხვიჩას მოესინჯა ძალები იქ. ვინ იცის და ამ 2 თვის მერე ინგლისურ გრანდებსაც გამოესყიდათ რუბინიდან.ალბათ თვითონ და აგენტმა უკეთ იციან რა ჯობია მისთვის.
koba
01:28 28-03-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული