კომენტარის გარეშე: საქართველო - შვედეთი 0:15

AutoSharing Option
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეხუთე ტურში საკუთარ მოედანზე შვედეთთან 0:15 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე A ჯგუფში ზედიზედ მეხუთე მარცხი განიცადა (ბურთების შეფარდება 0:35) და 12 აპრილს ჰელსინკში ფინეთს შეხვდება.

გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“
საქართველო - შვედეთი 0:15

გოლები: 0:1 როლფე (3), 0:2 ანგელდალი (8), 0:3 ბლაკსტენიუსი (15) 0:4 ანგელდალი (18). 0:5 სემბრანტი (21), 0:6 ბლაკსტენიუსი (27), 0:7 ანდერსონი (29), 0:8 ანგელდალი (32), 0:9 ჰურტიგი (35), 0:10 ანგელდალი (39), 0:11 ჰურტიგი (42), 0:12 ბლომკვისტი (67), 0:13 ასლანი (76),
0:14 ასლანი (81, პენ), 0:15 სხოუგი (90+4)

საქართველო: გაბუნია, ჩხარტიშვილი, ქველიძე (პასიკაშვილი 61), სუთიძე, ტატუაშვილი, დანელია, მატვეევა, ჩემინავა, კალანდაძე (ქადაგიშვილი 80), ჭყონია, ჭიჭინაძე (ეჯიბია 46)

მკითხველის კომენტარები / 17 /
სადღაც, 1912-13 წლებში, საფრანგეთის კაცთა ნაკრებმა 0:12 რომ წააგო ინგლისის ნაკრებთან ამხანაგური მატჩი, საფრანგეთში ეს მიიღეს პროგრესად, რადგან, წინა წელს, 0:15 ჰქონდათ წაგებული. ეხლა, კი მოგეხსენებათ საფრანგეთის ნაკრების ძალა.
ფაქტიურად, სულ ახალი სახეობაა ჩვენთვის ქალთა ფეხბურთი. ვაცადოთ. განა ასე უსაშველო რაა.
მიშა
08 აპრილი 2022 16:21
3
ცალკარას თამაშობდნენ?
ფერნანდო
08 აპრილი 2022 13:41
9
ჯერ სამოყვარულო დონე განვითარდეს ჯობია, და მერე პროფესიონალირი, ევროპაში გოგოები ყველა სპორტში ყავთ, სხვა ცხოვრებით ცხოვრობენ, სპორტულ დარბაზებში დადიან და ფასებიც ხელმისაწვდომია, არაა იქ სამარიაჟო იქ სიარული, ცხოვრების წესია მაგათვის, და პლიუს ყველა სახეობაში ყავთ გოგოები , ფრენბურთი, ხელბურთი, კალადბურთი, სხვა ინდივიდუალურ სახეობებზე აღარაფერს ვამბობ და ამ დროს ქართველი გოგოების 70% , შეილება მეტიც არაა სპორტით დაკავებული და ისე აქ გატარებული ცხოვრება რო ერთი კმ არ ექნება გარბენილი ! მარტო სიგარეტი, მანქანა , და მაკიაჟი სხვა ინტერესი არ აქვთ , ეხლანდელი თაობა აწი და აწი თუ წამოვა თორე დღევანდელი მდგომარებით აზრი არ აქ./ სქხელმწიფო როცა განავითარებს სკოლებში დარბაზებს და ფიზკულტურა იქნება პოპულარული საგანი სკოლაში და ხელმისაწვდომი სპორტული დარბაზები მთელ საქართველოში ხეისაწვდომი (აბონიმეტენი თუნდაც) აი მერე შეიცვლება სიტუაცია, ქუჩაში მე გოგო არ დამინახია რო ტროტუარზე სარბენად გამოსულიყოს , ძაან იშვიათია
Vasili
08 აპრილი 2022 12:22
0
სწორედაც ფიზკულტურა და არა სპორტი.ფიზკულტურა ბავშვს ყოველმხრივ ავითარებს და ზოგადად სპორტის ყველა სახეობაში ვარჯიშის დასაწყებად ამზადებს ორგანიზმს.სკოლაში ფიზკულტურის გაკვეთილები უნდა ტარდებოდეს,სპორტის კონკრეტულ სახეობაში კი,უკვე სპორტულ ჯგუფში,გაკვეთილებისაგან ცალკე დროს და სივრცეში ივარჯიშონ.ფიზკულტურის გაკვეთილზე,კლასის ყოველი მოსწავლე იღებს რაღაც აუცილებელ ფიზიკურ დატვირთვას,რაც აუცილებელია მოზარდისათვის. ბავშვებს მძლეოსნობის ელემენტარული უნარები არა აქვთ და პირდასპირ სპორტში ვარჯიშით,მხოლოდ ამ სპორტისათვის აუცილებელ უნარებს ივითარებენ,დანარჩენი სხეული კი,ყურადღების გარეშე რჩება.სხვა თუ არა,გუჯა კახაძე მაინც დამემოწმება,რამხელა მნიშვნელობა აქვს,სწორად სიარულის,ხტომის და სირბილის სწავლას.
სოსო
08 აპრილი 2022 15:19
0
ხო შეიძლება საერთოდ უარი ვთქვათ მონაწილეობაზე ან გაუქმდეს სანაკრებო გუნდი. ამ სირცხვილს არ ჯობია???
ქართველი
08 აპრილი 2022 11:14
6
შვედების ქალთა ნაკრები იმ დონეზე თამაშობს,საქართველოს ვაჟთა ჩემპიონატის ბევრ გუნდსაც გაამწარებს,ასე რომ მათთან წაგება,თანაც ძალიან დიდი ანგარიშით წაგება,მოულოდნელი არ არის.ჩვენი პასუხი,ალბათ უფრო მეტი გოგონას ჩაბმა უნდა იყოს სპორტში.სპორტსმენები თუ არა,ჯანმრთელები მაინც გაიზრდებიან.გოგოებო გული არ გაიტეხოთ!პირველი მერცხალი ხომ გაქვთ ნანახი.გადაყლაპეთ ცრემლები და უფრო მეტი ივარჯიშეთ.მალე მოვა დრო,როცა შვედებს ვერა,მაგრამ ბევრ სხვას,საქართველოს ნაკრებიც დაამარცხებს.მთავარია ხელები და ცხვირები არ ჩამოუშვათ!
სოსო
08 აპრილი 2022 10:22
6
ამ რაც არ ვიცით იმის კეთებას ხო ვერ მივედით რა
ნაჯახა
08 აპრილი 2022 09:52
1
ზატო ჩვენებს უფრო მაგარი ტატუები ქონიათ :)))
aguli_11
08 აპრილი 2022 09:44
0
ხალხო მოედნები არ გვაქვს, ინფრასტრუქტურა არ გვაქვს, არაფერი არ გვაქვს მითუმეტეს ქალთა ფეხბურთში და რატო ვარცხვენთ ქვეყანას? რა ქნან ამ გოგოებმა? შეადარეთ ამათი პირობები და სხვა ქვეყნების პირობები კი აისახა აგერ ანგარიშზე. ვაჟთა ფეხბურთი სულს ღაფავს ქალაქების უმეტესობასნორმალური სკოლა და მწვრთნელი არ ყავსდა ამ გოგოებს მაინც რას ერჩიან. ან შეიქმნას პირობები და ყველა ქალაქში იყოს გამართული საფეხბურთო სკოლები თავისი ინფრასტრუქტურით ან ნუ ვირცხვენთ თავს. ამყოფეთ ესენი შვედების პირობებში და მერე თუ წააგებენ 15:0 ნახავთ.
ქომაგი
08 აპრილი 2022 09:37
5
არა უშავს გოგოებო ვის არ წაუგია არ ინერვიულოთ რაც მთავარია 20 გოლი ხო არ გაუშვით?
გიორგი
08 აპრილი 2022 08:57
1
გაუჭირდებოდათ!
გია პაპა
08 აპრილი 2022 08:36
2

სიახლეები პოპულარული