ნოდარ აკობია სხვადასხვა დროს თბილისის „ლოკომოტივის“ და საქართველოს 17-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. 2005 წელს, „ლოკომოტივთან“ ერთად ნოდარ აკობიამ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი მოიგო. აგრეთვე იყო თბილისის დინამოსა და ქუთაისის ტორპედოს სამწვრთნელო შტაბის წევრი.
ნოდარ აკობია სამწვრთნელო კარიერის დაწყებამდე საფეხბურთო კლუბ თბილისის ლოკომოტივის წევრი იყო, აგრეთვე უთამაშია თბილისის "დინამოს” დუბლშემადგენლობაში. ბოლო წლებში, სფფ-ის ზუგდიდის აკადემიის სელექციონერად მუშაობდა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უსამძიმრებს გარდაცვლილის
ოჯახის წევრებს, მის მეგობრებსა და საფეხბურთო ოჯახს.
GFF.GE