სფფ-ის სამძიმარი ნოდარ აკობიას გარდაცვალების გამო

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მწვრთნელის, ნოდარ აკობიას გარდაცვალების გამო. გამოცდილი სპეციალისტი 72 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ნოდარ აკობია სხვადასხვა დროს თბილისის „ლოკომოტივის“ და საქართველოს 17-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. 2005 წელს, „ლოკომოტივთან“ ერთად ნოდარ აკობიამ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი მოიგო. აგრეთვე იყო თბილისის დინამოსა და ქუთაისის ტორპედოს სამწვრთნელო შტაბის წევრი.

ნოდარ აკობია სამწვრთნელო კარიერის დაწყებამდე საფეხბურთო კლუბ თბილისის ლოკომოტივის წევრი იყო, აგრეთვე უთამაშია თბილისის "დინამოს” დუბლშემადგენლობაში. ბოლო წლებში, სფფ-ის ზუგდიდის აკადემიის სელექციონერად მუშაობდა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უსამძიმრებს გარდაცვლილის
ოჯახის წევრებს, მის მეგობრებსა და საფეხბურთო ოჯახს.

GFF.GE
მკითხველის კომენტარები / 3 /
ღვაწლმოსილი წავიდა ამ ქვეყნიდან. ღმერთმა დაუმკვიდროს ცათა-სასუფეველი.
დავით
08 მაისი 2022 04:07
0
ნათელში ამყოფოს უფალმა მისი სული.
შალვა 73
07 მაისი 2022 13:19
0
ნატელსი იყოს კარგი ადამიანი
kaka
07 მაისი 2022 08:35
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული