ქეცბაიამ "ანორთოსისის" პრეზიდენტს საკადრისი პასუხი გასცა და შემცირებული საკომპენსაციო თანხის მიღებაზე დათანხმდა

AutoSharing Option
თემურ ქეცბაიამ "ანორთოსისის" მწვრთნელის პოსტი მას შემდეგ დატოვა, რაც კლუბის ახალმა პრეზიდენტმა ნეოფიტოს ლარკუმ თანაშემწეების სამუშაოდან დათხოვნა მოსთხოვა. ქეცბაიას ფამაგუსტურ კლუბთან კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულამდე აკავშირებდა და მისი გაწყვეტის გამო საკომპენსაციო თანხა უნდა მიიღოს, რაც დავის საგანი გახდა.

goal.philenews-ის ცნობით, სამშაბათს მხარეებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ლარკუ, კლუბის გენერალური დირექტორი მარინიოს მიტრუ, ქეცბაია და მისი წარმომადგენელი მარიოს ორფანიდისი მონაწილეობდნენ. თემურმა ლარკუს ჰკითხა, მის ადგილზე დასცილდებოდა თუ არა ასისტენტებს, რომლებთან ერთა
დაც რამდენიმე წელი მუშაობდა? ლარკუმ უთხრა, რომ "ანორთოსისში" ახალი პროექტი იქმნება და ცვლილებებია საჭირო, რაზეც ქეცბაიამ საკმაოდ მკვახედ უპასუხა.

ამის შემდეგ საკომპენსაციო თანხის საკითხი განიხილეს. თემური კუთვნილი 270 ათასი ევროს ნაცვლად 120 ათასის მიღებას დათანხმდა და გასული სეზონის ერთი თვის ხელფასიც უნდა გადაუხადონ, რომელიც არ მიუღია. ჯერ კიდევ გადასაწყვეტია ქეცბაიას ასისტენტებისთვის ხელშეკრულების მიხედვით გადასახდელი თანხის საკითხი.

დღეს "ანორთოსისმა" განცხადება გაავრცელა, ქეცბაიასთან თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ გვაუწყა, გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ეს რა უპასუხა თემომ :)
:)
16 ივნისი 2022 15:23
0
კომენტარს ყლაპავტ ყლაპიებო
kaka
16 ივნისი 2022 09:56
0
კომენტარი სადარი ტქვე უნამუსებო ერტი საატია დავწერე დემოკრატებო...............................................
pepe
16 ივნისი 2022 09:53
2
საქართველოს სიამეყე ქართველი კაცი
გიორგი
16 ივნისი 2022 09:48
0
და ეს "მკვახე" და "საკადრისი" პასუხი 150 ათასი ევრო დაუჯდა? მაგარი მოლაპარაკება ჩაუტარებია.
"ობიექტური შემფასებელი"
16 ივნისი 2022 09:42
3
წარმატებები ჯიგარ მაგარო მარტალო წინ წინ
kaka
16 ივნისი 2022 08:19
0
წარმატებები ჯიგარ იმ გუნდსი სადაც მიდიხარ კაცურო კაცო
pepe
16 ივნისი 2022 08:17
0
თემურის სიმამრი იყო მფლობელი და პრეზიდენტი. ახლა აღარ არის?
პროფესტო
15 ივნისი 2022 22:53
3
მემგონი ცოლის ძმაა ეხლა მფლობელი
გიორგი
16 ივნისი 2022 09:47
0
ჯიგარი ხარ თემო.
რრრ
15 ივნისი 2022 22:04
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული