ხიზანიშვილი: მაშინ ვერავინ იტყოდა, რომ კალაძე ამ დონეზე ითამაშებდა...

AutoSharing Option
ტელეკომპანია "იმედის" გადაცემას "ნოე სულაბერიძის შოუ" საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ზურაბ ხიზანიშვილი სტუმრობდა, რომელმაც "ჯვაროსნების" ყოფილ კაპიტან კახა კალაძეზე ისაუბრა:

"ვოცნებობდი, რომ ეროვნულ ნაკრებში მეთამაშა და თითქმის 100 მატჩამდე ავედი.

ეროვნული ნაკრების არსებობის ისტორიაში, კახა კალაძე უდავოდ საუკეთესო ფეხბურთელია, თავისი ტიტულებითა და ნიჭით.

ინგლისში თამაშისას მივხვდი, ნიჭიერება რას ნიშნავს. ნიჭიერია ადამიანი, რომელსაც შრომა უყვარს და ეს კახას ცხოვრებას ასახავს.

კალაძეს იმ დროიდან ვიცნობ, როცა მამაჩემი (ნოდარ ხიზანიშვილი) მისი ქალაქის გუნდს წვრთნიდა. კახა ერთ-ერთი ყველაზე მებრძოლი მოთამაშე იყო. მაშინ
ვერავინ იტყოდა, რომ ამ დონეზე ითამაშებდა. ის არ ყოფილა გამორჩეული ტიპაჟი, ძალისმიერი და შრომისმოყვარე იყო."

altკალაძე შევჩენკოზე, "მილანზე", წარსულსა და მომავალზე

altშვედეთთან ნაკრებს ხიზანიშვილი გაუძღვება - სანიოლის დისკვალიფიკაცია

მკითხველის კომენტარები / 41 /
ხასანა ძია შენ ფეხბურთის ბაიბურში არახარ,საკუთარ კარში ძალიან დიდ ფეხბურთელებსც და საშუალო დონის ფეხბურთელებსაც გაუტანიათ:ერთი,ორი,სამი და მეტი გოლი,ხშირად ვწერ,მაგრამ არ კითხულობთ,2013 წელს მადრიდის რეალში თამაშის დროს რონალდომ გრანადასთან საკუთარ კარში გაიტანა გოლი და ის თამაში რეალმა წააგო,ირლანდიის ნაკრების მცველმა,რომელიც ინგლისის პრემიერლიგაში თამაშობდა (გვარი აღარ მახსოვს)ერთ თამაშში საკუთარ კარში 3 გოლი გაიტანა,2 გოლიანი ავტოგოლები კი უამრავია მსოფლიოს მაშტაბით,ცნობილი ფეხბურთელების მიერ გატანილი,ასე რომ კალაძეს ამით ვერ დაამცირებთ,რადგან ფეხბურთში ყველაფერი ხდება და დაზღვეული არავინაა.
მოეშვით დემაგოგობას და ნახეთ კალაძის თამაშების ვიდეო ჩანაწერები და მიხვდებით რა დონეზე თამაშობდა მილანში,ამ სუპერკლუბში,მაგრამ არ გინდათ და რაც გაწყობთ იმას ბჟუტურობთ,გაიგე ხასანა ძია და ხასანა ძიას მიმდევრებო?
ნიანია ბაკურიანი
10:21 07-05-2024
0
საუკეთესო ქინქლაძე იყო. მერე ასათიანი, მერე ქეცბაია და დანარჩენები მერე. ტიტულების მხრივ და კარიერის მხრივ კალაძე, მარა როგორც ფეხბურთელი პირველი ქინქლაძე იყო და ყველას უნდა ახსოვდეს
mexsiereba.
07:27 25-04-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული