კახა კალაძე: ფეხბურთელების გზავნილები არის ის, რაც არის ჩვენი საერთო სულისკვეთება - საქართველოს მომავალი არის ევროპა

AutoSharing Option
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების გზავნილები არის იგივე, რასაც ფიქრობს ყველა და რასაც კითხვის ნიშანი არ დაესმის. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.

მისი თქმით, ქვეყნის მომავალი არის ევროპა და ევროპული ღირებულებებით ცხოვრება და „სწორედ ეს კურსი აქვს არჩეული დღევანდელ ხელისუფლებას“.

„რა თქმა უნდა, საქართველოს მომავალი არის ევროპა. ვინმე ამაზე კითხვის ნიშანს სვამს? თუ რაიმე წარმატებას მივაღწიეთ ევროინტეგრაციის გზაზე, ქართული პასპორტით ევროპულ ქვეყნებში რომ თავისუფლად გადავადგილდებით ვიზის გარეშე, ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოხდა. ხელი მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებას,
მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. პირობას გაძლევთ, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ პირობებში შევალთ ევროკავშირში.

ფეხბურთელების გზავნილები არის ის, რაც არის ჩვენი საერთო სულისკვეთება - ჩვენი მომავალი არის ევროპა. სწორედ ასე წარმოგვიდგენია ჩვენი ქვეყანა, რომ ევროპული ღირებულებებით ვიცხოვროთ. პირველ რიგში, ევროპა საქართველოში და აქ მინდა, ჩემი შვილებისთვის და მომავალი თაობებისთვის. ნურავის შერცხვება და შეეშინდება ამის თქმის, რომ ჩვენი მომავალი არის ევროპა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 47 /
ყოჩაღ მთავრობა!მაგარი განწყობით აცილებთ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე,თქვენ ხართ ქვეყნის ნომერ პირველი მტრები!!!წყალში ჩაუყარეთ ფეხბურთელებსაც და ხალხსაც საზეიმო განწყობა!!!
სანდრო
13:55 19-04-2024
0
იხტიბარი არ გაიტეხა კახიმ,ყველაზე მეტად ამ ფეხბურთელებს გაუკეთეთ შენ და მთავრობამ ცუდი საქმე,ძლივს გაერთიანებული და გახარებული ქართველი ხალხი, ერთი კვირის მერე,სრულ ზიზღში და მტრობაში ამყოფეთ,ალბათ ყველაზე მეტად შენზე ბრაზდებიან როგორც ყოფილ ფეხბურთელზე!!რა საჭირო იყო ახლა ეს კანონი?ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან ერთ კვირაში??
სამაჩაბლო
10:29 19-04-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული