ვაისი ბათუმელებთან მატჩამდე - ყველა პოზიციაზე 2 მოთამაშე გვყავს, "ჩაკვეს" "ბარსელონა" აკვირდებოდა...

AutoSharing Option
გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერის შემდეგ და ბათუმის "დინამოსთან" მატჩის წინ ბრატისლავის "სლოვანის" მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა შვილთან, უმცროს ვლადიმირთან ერთად, პრესკონფერენცია გამართა.

როცა ცოტა ბილეთია გაყიდული...

"თუკი კარგად ვითამაშებთ, მაყურებელი აუცილებლად მოვა. ამის პირველი შანსი სწორედ 6 ივლისს, ბათუმის "დინამოსთან" გვაქვს. მჯერა, გუნდში გატარებული ცვლილებებისა და ჩვენი გამოცდილი მოთამაშეების წყალობით, ხალხი დაბრუნდება.

წელს ყველაზე დიდი ბიუჯეტით შევდივართ ევროთასებზე და თუკი გულშემატკივრები არ მოვლენ, გული ძალიან დაგვწყდება, ჩვენ მათთვის ვთამაშობთ."

ტრანსფერებზე

"შეკრება ძალიან ხანმოკლე იყო, მაგრამ დავიმატეთ ის ფეხბურთელები, რომლებიც გვსურდა და
მათ კარგად ვიცნობ - ჩაკვეტაძე, კუცკა, რამირესი...

ყველა პოზიციაზე 2 მოთამაშე გვყავს. ჩოვანი კარგი მეკარეა, მაგრამ კონკურენტი მასაც სჭირდება და ამ საკითხს ვაგვარებთ."

ჩაკვეტაძეზე

"გიორგი ძალიან ახალგაზრდა იყო, როცა "ერთა ლიგის" ჯგუფი მარტომ მოიგო. სამწუხაროდ, მუხლზე ჯვარედინი მყესების ოპერაცია გაიკეთა და ბევრი გაუცდა, თორემ "ბარსელონა", "ჩელსი" და "დორტმუნდი" აკვირდებოდნენ. ჩაკვეტაძეს უზარმაზარი პოტენციალი აქვს და დარწმუნებული ვარ, თუ ჯანმრთელად იქნება, ყველას გაგვახარებს."

შეგახსენებთ, ბრატისლავის "სლოვანი" და ბათუმის "დინამო" ჩემპიონთა ლიგის 1-ელ საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს 6 (სლოვაკეთში) და 13 ივლისს დაუპირისპირდებიან.

alt ვიცი, რას მოითხოვს ვაისი - ჩაკვეტაძე წარადგინეს

altვის უნდა უფრთხოდეს კაშია ყველაზე მეტად? - ბათუმის "დინამოსი" გვეიმედება...

მკითხველის კომენტარები / 12 /
თამაშს აჩვენებს რომელიმე არხი?
გელა
06 ივლისი 2022 07:30
1
აჭარა
გიორგი
06 ივლისი 2022 17:39
0
აჭარის ტელევიზია აჩვენებს
irakli
06 ივლისი 2022 11:58
0
ერთადერთი ქართული გუნდი დღეს რომელსაც აქვს მართლაც შანსი რომ გავიდეს რომელიმე ევრო ტურნირზე არის ბათუმის დინამო დანარჩენ გუნდებს ძაან მცირე შანსი აქვთ სამწუხაროდ ბათუმს ჰყავს გამოცდილი მწვრთნელი რომელიც დიდი ხანია მუშაობს გუნდში კარგად შეთამაშებული და დაბალანსებული შემადგენლობა და მეპატრონეები რომლებიც არ იშურებენ თანხებს იმ რესურსიდან გამომდინარე რაც აქვთ რომ გუნდმა წარმატებას მიაჰწიოს ნამდვილად არ მაქვს იმის ილუზია რომ ბათუმი უეჭველად გავა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მაგრამ ევროპა ლიგის ან კონფერენც ლიგის ჯგუფში მოხვედრისთვის ბრძოლის უნარი ნამდვილად აქვს ჩემპ ლიგაზე თუნდაც 1-2 საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევა და შემდეგ მე 3 ეტაპზე გამოვარდნა დიდ შანსს დაუტოვებს ბათუმს ან ევროპა ლიგაზე ან კონფერენც ლიგაზე ჯგუფში შესასვლელად აქედან გამომდინარე წარმატებები ბათუმს აუცილებლად უნდა დაიძლიოს სლოანის ბარიერი და იმედი მაქვს ასეც იქნება.
gio
06 ივლისი 2022 01:56
0
წარმატებები დინამოს ჩემპიონთა ლიგაზე და სლოვანს ევროპის ან კონფერენს ლიგაზე
გულშემატკივარი
05 ივლისი 2022 19:06
0
ჩემი აზრით ცოტა საჩოთირო თამაში იქნება ჩაკვეს კანკავასა და კაშიასთვის,ძნელია შენი თანამემამულეების წინააღმდეგ თამაში, რაღა მაინდამაინც ქართველებით დაკომპლექტებული გუნდი შეგვხვდა, რა თქმა უნდა დინამოს ვუგულშემატკივრებ ,მაგრამ სლოვანიც მნიშვნელოვანი გუნდია ჩვენთვის,მათი წარმატება ძალიან გაგვეხარდება ჩვენს ჩსემდეგ! ძლიერი გუნდია: კუცკა,ვაისი უმცროსი,ჩაკვე,კაშო,კანკავა და სხვა მაღალი დონის ხალხია კლუბში!
კახა
05 ივლისი 2022 17:43
2
ბრატისლავის " სლოვანი" ერთ დროს მართლაც ძლიერი გუნდი იყო. "დუკლა", "სლოვანი", "ინტერი" და "ბოჰემიანსი" მართლაც, რომ სერიოზულ ბრძოლებს მართავდნენ ევროთასებზე. ამ კლუბების აღზრდილი ფეხბყრთელებით დაკომპლექტებული იყო ნედვედის თაობის ნაკრები. ბათუმს სერიოზული ბრძოლა მოელის. სრული მობილიზებაა საჭირო.
G.A.L.
05 ივლისი 2022 15:25
0
სლოვანი სერიოზული გუნდია დიდი მონდომება უნდა გამარჯვებას.
realoba
05 ივლისი 2022 14:25
0
ვაისსთან გაიბეწყინა და იქნებ ისევ მასთან წამოიწიოს.
ღმერთმა ინდომის
თენგო
05 ივლისი 2022 14:06
0
ჯიმი ტაბიძე თავისუფალი აგენტია. დავიჯერო არავინ დაინტერესდა მისით? მშვენიერი მცველია
ილია
05 ივლისი 2022 13:58
1
ჩაკვეტაძე და კვირკველია მე ბათუმის დინამოში მინდოდა რომ ყოფილიყვნენ
ბალეშიკ
05 ივლისი 2022 12:49
3
წარმატებები ბათუმს!
ტარიელ მაღალდაძე
05 ივლისი 2022 12:13
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული