მატჩის დღე! რას დაუპირისპირებს გეგუჩაძის ბათუმის "დინამო" ვაისსა და ქართველებს?

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები საკმაოდ საინტერესოდ დაიწყო და 6 ივლისს მას ბრატისლავის "სლოვანისა" და ბათუმის "დინამოს" შეხვედრა დაასრულებს.

თუკი ქართული გუნდისთვის უეფას მთავარი საკლუბო ტურნირი უცხოა, "სლოვანი"
იქ მონაწილეობს, თუმცა წარმატებას ნაკლებად აღწევს - ბოლო 10 მატჩიდან 9-ში ვერ გაიმარჯვა. ვლადიმირ ვაისის გუნდმა გასული სეზონი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპით დაიწყო და კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დაასრულა.

ორივე მხარე თანხმდება, რომ ყველაფერი განმეორებით მატჩში, 13 ივლისს ბათუმში გადაწყდება, თუმცა პირველივე შეხვედრაში სოლიდური უპირატესობის მოპოვებაზე უარს არავინ იტყვის. ერთმანეთს ორი
საინტერესო და ერთმანეთის კარგად მცოდნე სპეციალისტები, ვლადიმირ ვაისი და გია გეგუჩაძე უპირისპირდებიან. ასეთ დროს მოულოდნელ ჩანაფიქრსა და გადაწყვეტილებებს დიდი ფასი აქვს, რაც მხოლოდ მწვრთნელებზე დამოკიდებული ვერ იქნება...

ბათუმელთა უპირატესობა მიმდინარე სეზონია, სადაც ისინი ბრწყინვალედ გამოიყურებიან და 4 თვეა მარცხი არ უგემიათ, ბრატისლაველები კი საერთაშორისო გამოცდილებით მეტოქეზე წინ დგანან.

Sportall.Ge

გიორგი ჩაკვეტაძე მატჩისწინა ვარჯიშის ფოტოებში გამოჩნდა, თუმცა უეფას ოფიციალურ გვერდზე "სლოვანის" განაცხადში არაა, ისევე, როგორც გუნდის კიდევ ერთი ახალწვეული, ვენესუელელი ფორვარდი რამირესი.

გეგუჩაძის გუნდის შუა ხაზში საკმაოდ დიდი კონკურენციაა და საინტერესოა, გასვლითი მატჩის სპეციფიკიდან გამომდინარე, მწვრთნელი რა არჩევანს გააკეთებს. შედარებით ნაკლებად გვგონია, სასტარტოში ფალავანდიშვილმა და გაფრინდაშვილმა ითამაშონ. გამოცდილ ჯაბა ჯიღაურს, რომელიც საქართველოს ნაკრებში ვაისის ნდობით სარგებლობდა, ძირითადში მოვიაზრებთ. სასტარტო თერთმეტეულში ყოფნის ამბიცია რადინსა და ბიძინაშვილსაც აქვთ. ახლაწვეულ ფორვარდ მათე ვაწაძეს მეორე ტაიმში აუცილებლად ველით.

Sportall.Ge

შეხვედრა "ტეჰელნე პოლეზე", თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება(პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "აჭარის ტელევიზიაზე" იხილავთ) და მას ინგლისის პრემიერლიგის არბიტრი დევიდ ქუტი განსჯის. შეგახსენებთ, ამ წყვილში გამარჯვებული მომდევნო ეტაპზე უნგრულ "ფერენცვაროშს" ან ყაზახურ "ტობოლს" დაუპირისპირდება. მათი პირველი მატჩიც 6 ივლისს (18:00 სთ) შედგება.

სავარაუდო შემადგენლობები:

"სლოვანი"(4-2-3-1):
ჩოვანი - პაუშჩეკი, ვუტი, კაშია, დე მარკო - კუცკა, აგბო(ან კანკავა) - ჟმრალი, ბარსეგიანი, ვაისი - საპონიჩი;

"დინამო"(4-2-3-1): კუპატაძე - ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, აზაროვი - ალთუნაშვილი, ტეიდი - მამუჩაშვილი, დავითაშვილი, ჯიღაური - ჯოვინო
მკითხველის კომენტარები / 28 /
წარმატებები საქართველოს ჩემპიონ - ბათუმის "დინამოს"!!!
ზურა
06 ივლისი 2022 10:56
0
წარმატება, ბათუმის დინამოს! გამარჯვებულები დაგვიბრუნდით!!!!!!!!
ნონა.
06 ივლისი 2022 10:41
0
Წარმატებები ყველა ქართულ კლუბს, ივნისში გახარებული ქართველი გულშემატკივარი, ივლისში კიდევ უფრო გაგეხარებინოთ... Ბათუმი ყველაზე კარგი ქართული კლუბია დღევანდელ დღეს, ამიტომ ჩემი ყველაზე დიდი მოლოდინები ბათუმს... Გეგუჩაძე დროა კიდევ ერთხელ ვითამაშოთ ჯგუფურ ეტაპზე! არჩევანი თქვენთვის მომონდვია... ;)
Მახვში
06 ივლისი 2022 11:36
0
ბათუმის დინამოს ყველაზე სუსტი წერტილი არის ცენტრალური მცველები ეს იყო აქამდე გასაძლიერებელი
ბალეშიკ
06 ივლისი 2022 17:11
0
ბიჭებო გასაგებია რომ პრობლემები გვაქვს დაცვაში, მაგრამ ნუ გადაუვლით იმათ ვინც ბათუმი აქამდე მოიყვანა. იგივე კობახიძე სხვა თუ არაფერი კაპიტანია გუნდის, ყოველთვის მაქსიმალურად იბრძვის, მოტივატორია, სიჩაქრეების უჭირთ აზაცკისაც და მასაც, თუმცა მეორე სართულზე ძალიან კარგად თამაშობენ. კაშია ცენტრში მაგარია, პოზიციურადაც, მაღალ ბურთებზეც და შეტევაში თავითაც, მაგრამ სიჩქარეები არც მას აქვს სათანადო, და კონტრშეტევაზე მოთამაშე გუნდმა (დღეს ალბათ ეს იქნება ბათუმის ტაქტიკა) ეს ასევე უნდა გამოიყენოს. სლოვანი ჩვენზე 2 თავით მაღლა ნამდვილად არ დგას. არც მისი ლეგიონერები წყვეტენ ციდან ვარსკვლავებს და ჩვენგან განსხვავებით ოფიციალური თამაში ჯერ არც ქონიათ სეზონის სტარტზე. არის არაერთი უპირატესობა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. დავითაშვილის სიჩქარეების დიდი იმედი მაქვს და ფლამარიონის ოსტატობის. ფლანგებზე ჩაბრაძის და აზაროვის, ლაზარეს უშეცდომო თამაშის, მამუჩაშვილის და ცენტრის შეთანხმებული მოქმედების და მთელი გუნდის გუნდური ერთსულოვნების. წინ ბათუმის დინამო!!!
თორნიკე
06 ივლისი 2022 17:28
0
ბათუმს წარმატება ვუსურვოთ! ყურადღებით დაცვაში, იციან, უკანა ხაზი არ არის საუკეთესო, მაგრამ ნახევარდაცვა და შეტევა კარგი გვყავს. ძლიერი მხარეები გამოვიყენოთ და აუცილებლად შემდეგ ეტაპსაც გავივლით!
მერაბი
06 ივლისი 2022 11:45
0
0-3 მაწყობს დღეს
გომორძგუა მარგალეფც
06 ივლისი 2022 12:51
0
ბათუმი არ წააგებს დღეს მოგებასაც არ გამოვრიცხავ. მეორე ნომრად ვითამაშებთ და სწრაფი კონტრიერიშებით სადღაც უნდა შევაგდოთ.
რაბუ
06 ივლისი 2022 12:18
0
რატომღაც მგონია, ბათუმის დინამო მოიგებს 3-1.
თემო
06 ივლისი 2022 12:08
0
ლამაზ ფეხბურტს გაუმარჯოს დზლიერმა გაიმარჯოს
aron
06 ივლისი 2022 11:04
1
მე იმედიანათ ვარ განწყობილი.განსაკუთრებით მეიმედება ნახევარდაცვის.ტეიდი მეორე სულაქველიძეა თავდაუზოგავათ იბრძვის მოედნის ყველა მონაკვეთზე საჭიროების შემთხვევაში დაცვის ცენტრშიც წარმატებით შეუძლია ბრძოლა.მოკლეთ ტეიდ დავითაშვილის მეიმედება. წარმატებები ბათუმს.
გიორგი
06 ივლისი 2022 18:36
0

სიახლეები პოპულარული