გეგუჩაძე: რესურსი და ძალები არ გვეყო - ცხოვრება გრძელდება

AutoSharing Option
„სლოვანთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ბათუმის „დინამოს“ მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ ისაუბრა:

"ყველანი გულდაწყეტილები ვართ. რესურსი და ძალები არ გვეყო, ამის მიზეზს თავად იხილავდით. ჩვენი ძლიერი მხარე, ბურთის ფლობა დავკარგეთ და ამან დაღი დაასვა ბათუმის "დინამოს" თამაშს. ბოლოს შეხვედრა უფრო ჩვენს ნახევარზე მიმდინარეობდა, კონტრშეტევებზე ვთამაშობდით.

ჯოვინოს ბოლო მატჩებში გოლები ვერ გააქვს, მაგრამ ბევრ სამუშაოს ასრულებს და თანაგუნდელებს სივრცეებს უთავისუფლებს. მგონია, რომ კარგი გუნდი გვყავს.

ყველა განიცდის მარცხს და გასახდელში განსაკუთრებული არაფერი გვითქვამს. ყველაფერს გავაანალიზებთ. ცხოვრება გრძელდება.

აზაროვის და სხვა ფეხბურთელების შეცვლა ფიზიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე გადაწყდა, რათა შემდეგში გართულება არ მომხდარიყო.

"სლოვანს" და ქართველ ფეხბურთელებს მომავალში წარმატებებს ვუსურვებ."

მკითხველის კომენტარები / 34 /
გეგუჩაძე, ნუთუ არ გრცხვენია? ევროტურნირების მატჩების პირველი ჩამწობი იყავი ბათუმის დინამოში მოსვლამდე! აქაც იგივეს აგრძელებ!
....
14 ივლისი 2022 19:00
2
პირველი თამაშის, პირველი ტაიმის შემდეგ ვთქვი, რომ გადაწყვეტილი იყო ბათუმის გამოგდება. შეიძლება სისულელეს ვამბობ, მაგრამ ასეა ჩემი აზრით. რაც შეეხება გუნდს, ყველა ეტაპზე, გაძლიერებაზე უნდა ზრუნავდე. ესენი მარტო გაყიდვაზე არიან, აუვარდათ უკვე თავში, თან ისე რომ არც არაფრისთვის არ მიუღწევიათ, ქართული პონტია რა. დაუშვათ მოეგო გუშინ ბათუმს, მერე? შემდეგზე ხომ იგივე მოხდებოდა. იმიტომ, რომ არ გაძლიერდნენ, ეს რამდენი წლის შემადგენლობაა, აბა დაფიქრდით. ასე რომ, დებილ მენტალიტეტ, ხომ გვახსოვს. ასეა ეს!
ლევანი
14 ივლისი 2022 16:29
3
ფაქტია,რომ ქართული ფეხბურთი ღრმა კრიზისშია.ის რომ, ქვეყნის პირველი გუნდი ყველაზე წარუმატებელი მწვრთნელის გუნდთან აგებს,ყველაფერზე მეტყველებს.ველოდი უკეთეს შედეგს.ძალიან საწყენია.
გია
14 ივლისი 2022 15:55
2
Es tamashi waago geguchadzem, axla ar damiwyot ra totalizatori da asetebio, dinamo uefaze tu gaxsovt 2 - 0 igebda da 4 goli gaushva, iqac geguchadze iyo. geguchadze chkviani mwvrtnelia da aset uazro shecdomas ar daushvebda, tipma centri moshala. Ra resursi ar eyo pensionerebis gundtan waages. Ertaderti vinc martla itamasha davitashvilia da ar imsaxurebs aseti dabali donis chempionats. An kidev chven vuyurebt gameorebaze rom penalti da goli ar chagvitvala da samwvrtnelo shtabi ver naxulobs? Msajs tuar miaweqi tavze gadagivlis es yoveltvis asea. Am komentatorebs goniat rac mets iyvireben ufro magrebi arian arada elementarul wesebshi ver erkvevian, Golis mere an burti daichire an daawynare tamashi mokled ramxela imedit viyavit fui
Vvv
14 ივლისი 2022 11:02
5
სოსო :)) რაგბი - 0 , ფეხბურთიც - 0. კლავიატუა-1
....
14 ივლისი 2022 19:48
0
ბესიკის კომენტარზე დისლაიქი უნდა დამესვა,მაგრამ სურათი გადახტა და ლაიქი დამიფიქსირდა.ჩათვალეთ რომ ლაიქის სანაცვლოდ,დისლაიქი უზის მის კომენტარს.ვერც კი წარმოვიდგენდი,რომ ამ თამაშის გაყიდვაზე,ვინმე ფიქრს მაინც იკადრებდა.ბიჭებისათვის სულში ჩაფურთხებად ვაფასებ ამას.შესაძლოა სისუსტე,დაბალი ოსტატობა,თუნდაც უტვინობა დააბრალო,მაგრამ ხალხი ბოლომდე დაიხარჯა და მხოლოდ საკუთარი ბოღმის გადმოსანთხევად ხალხი ასე გაიმეტო,სულ ცოტა,დიდ უსამართლობად მიმაჩნია.
სოსო
14 ივლისი 2022 13:46
1
ყველა გამოხმაურება
აბა რააა!! ამისთვის და სხვა ფეხბურთის მამებისთვის ცხოვრება გრძედება, ფინანსურად დაზარალდებიან თუ რაა? ეს გაძვალტყავებული ქვეყნის ბიუჯეტი მომავალ წელსაც გამოუყოფს კორმას დოლარების და ლარების სახით, ესენი კიდევ ჩვენ დაგვაბოლებენ ისე როგორც გასულ სეზონში და ასე დავდივართ ერთ წრეზე. რესურსი არ გვეყოვოოო, სერიოზული სახით რომ გაიძახი- სად არიან ის ლეგიონერები სეზონის წინ დიდი ზარ-ზეიმით რომ ჩამოიყვანეთ და სავარაუდოთ მილიონები რომ გაათეთრეთ,ერთი მაინც რატომ არ გამოგადგა თუ ფლამანიონის,ვაწაძის, აზაროვის, მანუჩას და განსაკუთრებით კუპატაძით აპირებდით ჩ/ლიგის ჯგუფში შესვლას?
ჩელე
14 ივლისი 2022 10:22
13
კაცს, თუ ემოციების შეკავება არ შეუძლია, საჯარო კომენტარებს სულ მცირე უნდა მოერიდოს, შემდებში, თავის ნათქვამისა არ შერცხვეს.
გიზოგ
14 ივლისი 2022 10:53
4
სლოვენიაში ჩემპიონატი ახლა დაიწყო, ჩვენ კი ნახევარი სეზონი ვითამაშეთ, მიუხედავად ამისა ფიზიკაში გვაჯობეს. მე ვერ ვნახე მოედანზე დინამოელი, რომელმაც 120 წუთიან თამაშს გაუძლო. აქ ალბათ ანაზღაურების პრობლემაცაა, ლ. თედიაშვილის არ იყოს, რამდენსაც უხდიან იმდენს თამაშობენ. ქვეყანა, რომელიც ფეხბურთის მექად უნდა რომ გადაიქცეს და 3 ათას დოლარიანი ხელფასით უმაღლესი ლიგის ფეხბურთელები ჰყავს უპატიებელია. არადა არც ისე ცოტა ფული იხარჯება ფეხბურთის განვითარებაზე ქვეყანაში. იქნებ მოეშვას პრეზიდენტი ორ სკამზე ჯდომას და ფეხბურთს მიხედოს? ჩვენ ხომ ვიცით რა დონის დეპუტატი და პოლიტიკოსია ის? მიბაზოს მურთაზ ხურცილავას.
ჟორა გაბრიჭიძე
14 ივლისი 2022 10:16
3
მსაჯი ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე, მაგრამ შედეგი მის მუშაობას არ განუსაზღვრია.
ფაქტია ბათუმმა არ იცოდა როგორ შეენარჩუნებინა უპირატესობა. ანუ არ აქვს კლასი და გამოცდილება.
პენალტი რომ დაედო მსაჯს მეტოქე მაინც გაიტანდა გოლს.
ხო ხედავთ 6 წუთი იყო დარჩენილი და სლოვანი ვაბანკზე გავიდა და ბათუმმა ვერაფერი დაუპირისპირდა. ანუ როცა უნდოდატ მაშინ გაგვიტანდენ გოლს
las
14 ივლისი 2022 10:08
4
ძაან ძნელია ცხელ გულზე სწორი ანალიზის გაკეთება მაგრამ ფაქტია მსაჯმა თამაში გააფუჭა და ალბათ არც დაისჯება.ძველი დრო გამახსენდა საბჭოთა კავშირის განსხვავებას ვერ ვხედავ.თუმცა ისიც ფაქტია რომ მეზობლებს ძალიან ჩამოვრჩით.სუსტებს არ უმართლებთ.მწთნელებს რაც შეეხებათ საკმათ დაბალ დონეზე ვართ ესეც ფაქტია.
საქართველო
14 ივლისი 2022 09:11
2
მსაჯის ბრალია, კუთხურისას, მეკარე რომ მეტოქის თავდამსხმელებზე წინაა გასული? არცერთი მცველი, ძელთან რომ არ დგას? ვაისმა იფილოსოფოსა, თორემ ბებრებით რომ არ გამოეტენა ძირითადი შემადგენლობა, 90 წუთშივე მოიგებდნენ.
ბოსკამპის უკვდავი ფრაზა!
14 ივლისი 2022 11:56
0
რა რესურსი და ძალები არ გეყოთ გამაგიჟებს ეს ხალხი, მინიმუმ 5 საგოლე მომენტი განიავდა არაზუსტი პასის ან არგაცემული პასის გამო, ბურთს სულ ესენი ფლობდნენ. თუ ამბობ რომ მიზანი ჯგუფში თამაშია მაშინ რაღა რესურსზე საუბრობ? ბათუმს ნამდვილად არ უჭირს რომ რესურსის პრობლემა ჰქონდეს. მოემზადე ამისათვის მაშინ, გააძლიერე გუნდი მითუმეტეს იცი რომ კვარაცხელია მიდის. რესურსი კი არა დისციპლინა არ ეყო გუნდს და ამიტომ ვერ გაიტანეს გოლი პოზიციური შეტევით და მხოლოდ ინდივიდუალურმა ოსტატობამ გაატანინა. აღარაფერს ვამბობ მეორე გოლის ეპიზოდზე. გუნდი იყო საოცრად უდისციპლინო და ამაში პირველ რიგში მწვრთნელის პასუხისმგებლობაა
ანესთეზეოლოგი
14 ივლისი 2022 08:15
0
ასეთი მსაჯობა დინამო_ფეინოორდის მერე არ მინახავს
ზურაბ
14 ივლისი 2022 08:11
4

სიახლეები პოპულარული