კოშმარი პოზნანში - ბათუმის "დინამო" უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ბათუმის „დინამო“ სტუმრად „ლეხთან“ 0:5 დამარცხდა.

„ლეხის“ წარუმატებელი სტარტის გამო შეხვედრამ დიდი ინტერესი არ გამოიწვია, 43 269-იან სტადიონზე 8 ათასამდე გულშემტკივარი მივიდა. მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას და სკორაშმა შორიდან დალაშქრა კუპატაძის კარი. შემდეგ მის მიერ საჯარიმოს გარედან დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. ბათუმელებმა თამაშის დალაგება ვერ შეძლეს, კონტრშეტევა გაეპარათ და მეკარესთან პირისპირ გასულმა ველდემ მიზანს ვერ უწია. 24-ე წუთზე ამარალმა მეორე გოლი გაგვიტანა, 33-ე წუთზე კი სკორაშის დარტყმული ბურთი კობახიძეს მოხვდა და რიკოშეტით მესამე
გოლი მივიღეთ.

შესვენების შემდეგ ბათუმელთა მწვრთნელმა გეგუჩაძემ ცვლილებებით თამაშის სურათის შეცვლა სცადა. აჭარულმა გუნდმა შეუტია, კონტრშეტევაზე კი კინაღამ მეოთხე გოლი გაგვიტანეს, როდესაც ველდეს დარტყმული ბურთი ზედ კარის ხაზიდან აზაცკიმ გამოიტანა. მერე მცველების შეცდომით ამარალმა ისარგებლა და დუბლი შეასრულა. ცოტა ხანში აზაროვმა შეცდომა დაუშვა და შეცვლაზე შესულმა წიტაიშვილმა შანსი ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ, კომპენსირებულ დროში იშაკმა გამოიყენა და 0:5 გავნადგურდით.

ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 28 ივლისს ბათუმში ჩატარდება.

პოზნანი. „პოზნანი“

ლეხი - დინამო (ბთ) 5:0
გოლები: 1:0 სკორაში (10), 2:0 ამარალი (24), 3:0 სკორაში (33), 4:0 ამარალი (66), 5:0 იშაკი (90+4)

ლეხი: რუდკო, დუგლასი, შატკა (ჟერვინსკი 67), პერეირა, რებოჩო (კოზუბალი 89), სკორაში, კარლსტრიომი, კვეკვესკირი (სოუზა 80), ველდე (წიტაიშვილი 67), ამარალი (ჟიმჩაკი 89), იშაკი

დინამო (ბთ): კუპატაძე, ჩაბრაძე (ზარია 26), კობახიძე, აზაცკი, აზაროვი, ტეიდი (ფალავანდიშვილი 71), ალთუნაშვილი, მამუჩაშვილი, ბიძინაშვილი (რადინი 46), დავითაშვილი (ფანცულაია 79), ფლამარიონი (ვაწაძე 46)

მკითხველის კომენტარები / 98 /
ბოდიში მოიხადეთ გულშემატკივრების წინაშე, არაფერი გაუკეთებია მენეჯმენტს რო გაძლიერებულიყო ევროტურნირებისთვის, გაფრინდაშვილის გაყიდვა შეიძლებოდა ეხლა? ვაწაძე?? ეგაააა გაძლიერება სირცხვილია, რეალობაა წელს არ ვიმსახურებთ ჯგუფურში თამაშს
Batumi90
00:30 22-07-2022
0
ვისაც ქართული საკლუბო ფეხბურთის გამოცოცხლების გჯეროდათ ეგ წარმოდგენები იმ ერთ ცალ ბიჭს გაჰყვა, როგორც კი წავიდა.
გაიგეთ ხალხო, კვარაცხელიას დამსახურება იყო ეგ სამ თავიანი აღმავლობა, მაყურებლის სტადიონებზე სიარული და ეგ ილუზია, თითქოს რაღაც გვეშველება საკლუბო ფეხბურთში. მასთან ერთად თუ მის წინააღმდეგ, გაორმაგებულად მონდომებით თამაშობდნენ დანარჩენებიც.
თუ ვერ გავზრდით მისნაირ ტალანტებს ან არ მოვიზიდავთ საინტერესო ლეგიონერებს, არაფერი ეშველება საკლუბო ფეხბურთს.
ვიძახდი წავა ხვიჩა და გაჰყვება ეს ყველაფერი, ჩაქრება ჩვენი ფეხბურთითქო და ვიღაცეები მეწინააღმდეგებოდნენ. არ იყო ხვიჩა მაგრამ ვთამაშობდითქო.
რომ თამაშობდით ვიცი, მაგრამ როგორ თამაშობდით ეგაა საქმე :)
4

სიახლეები პოპულარული