"სიომინმა დამირეკა და ხვიჩაზე მეკითხება... როდესაც ის პირველად დავინახე..." - ზაზა ჯანაშიამ რუსულ პრესასთან კვარაცხელიაზე ისაუბრა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა ზაზა ჯანაშიამ რუსულ "რია ნოვოსტის" ინტერვიუ მისცა, სადაც მან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:

"ხვიჩა დიდი ვარსკვლავი გახდება! მისი მონაწილეობით "ნაპოლის" ამხანაგურ მატჩებს ვუყურე და თავი შესანიშნავად წარმოაჩინა! ეს მხოლოდ წინასასეზონო მატჩებია, მაგრამ უკვე ცხადია, რომ მას იქ თამაში შეუძლია!

თბილისის "დინამოში" ვმუშაობდი, როდესაც პირველად ეს ბავშვი ვნახე და მაშინვე მივხვდი, რომ ის ნამდვილი პროფესიონალია! ვარჯიშების შემდეგ ხვიჩა მოედანზე რჩებოდა, კიდევ უფრო მეტს მუშაობდა და სხვადასხვა დარტყმას ხვეწდა. მას მხოლოდ ფეხბურთი უნდა, ამით ცხოვრობს და მეტი არაფერი!
"ნაპოლი" სუფთა საფეხბურთო ქალაქია და ეს მას ხელსაც შეუწყობს, რათა სხვა რაღაცებზე არ იფიქროს. 

ვურჩიე თუ არა სიომინს მე კვარაცხელიას წაყვანა? – კი, მაგრამ პალიჩმა ჯერ თვითონ გაიგო ხვიჩას შესახებ, მერე კი დამირეკა და მკითხა, ვიცოდი თუ არა მის შესახებ. ეს ჩვეულებრივი და მიღებული პრაქტიკაა. შემდეგ კი მას კვარაცხელია ვურჩიე. პალიჩთან კარგი ურთიერთობა მაქვს, არასდროს მომიტყუებია და არც ვატყუებ. ჩვენ ვენდობით ერთმანეთს როგორც ცხოვრებაში, ასევე წმინდა სამუშაო საკითხებში.

მოერგება თუ არა იტალიურ ფეხბურთს კვარაცხელია? იტალიური ფეხბურთი აღარ არის ისეთი, როგორიც ადრე იყო. ახლა ცოტა უფრო ადვილია იქ თამაში. ხვიჩა ტექნიკურია, სწრაფია და, აქედან გამომდინარე, რთულია ასეთ ფეხბურთელებთან თამაში. მას აქვს ძალაც და გამძლეობაც. ყველაფერი მასთანაა!

არის თუ არა კვარაცხელია ბოლო დროის ქართული ფეხბურთის მთავარი ვარსკვლავი? – არა. შემიძლია ვთქვა, რომ გიორგი ჩაკვეტაძეც ძალიან კარგი ფეხბურთელია. საქართველოში ბევრი მაღალი დონის მოთამაშეა. სხვათა შორის, მალე ჩვენს ქვეყანაში 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი დაიწყება, ნახავთ, რა ძლიერი თაობა გვყავს. ტურნირს მთელი ქვეყანა ელოდება", – ამბობს ჯანაშია.
მკითხველის კომენტარები / 15 /
როგორაც არ უნდა წავიდეს მისი კარიერა, ყოველთვის დარჩება იმ დიდი ფეხბურთელების გვერდით ჩემთვის, ვინც მიყვარდა და ვაფასებ დღემდე.
გაოცებული
07 აგვისტო 2022 13:16
1
ტრამვები რო არ ტანჯავდეთ ჩვენ ფეხბურთელებს მაგარი ნაკრები გვეყოლება.. მთავარი ძალა მაინც კიტე და კვარააა... მერე მოდის ლობჟანიძე, დავითაშვილი ჩაკვეტაძე და ა.შ.
ხარაიშვილი კი ყველამ ჩამოწერა არადა ძაან მაგარი ფეხბურთელია... რონსლფო მაგ ასაკში მაგარი იყოო რო ამბობთ პორტუგალიაში რო დაბადებულიუო კვსრა 18 წლის ასაკში პორტუში ითამაშებდა და იქიდან 21 წლის ასაკში ქე გადსვიდოდა რეალში
თემო
05 აგვისტო 2022 23:41
0
ტრავმები ბავშვთა არასწორი ვარჯიშის,რეჟიმის დაუცველობისა და ბუნებრივი ანატომიური თავისებურებების ბრალია.ბავშვებს არასწორად ავარჯიშებენ,მთელი სამედიცინო აკადემიები მუშაობენ სავარჯიშო პროგრამების შედგენაზე,სწორი ვარჯიში,კვება და დღის რეჟიმი,აი სპორტული დღეგრძელობის საიდუმლო.
gurulo
06 აგვისტო 2022 08:56
0
კვარამ დამაბრუნა ქართულ ფეხბურთში, კვარას გამო წავედი საქართველოში სტადიონზე, კვარას გამო მაქვს იმედი, რომ ქართული ფეხბურთი მთლად დაღუპული არაა და დიახ ერთ კაცს შეუძლია შეცვალოს ყველაფერი უკეთესობისკენ. არაერთხელ დაამტკიცა უკვე ეგ და თან უმაღლესი დონის გუნდებთან.
ჩაკვეტაძეს რათქმაუნდა ჩემი პატივისცემა, უბრალოდ იმ წლებში როცა ჩაკვეტაძეზე იყო აჟიოტაჟი, მე ძალიან მშვიდად ვუყურებდი ამ ყველაფერს, ჩემთვის არიყო საკმარისი ანდორას და ყაზახეთის კარში გატანილი გოლები, იმისთვის, რომ ავღფრთოვანებულიყავი მისით ზედმეტად. როცა ტრავმა მიიღო, როცა რთული პერიოდი ჰქონდა ყველაზე მეტად ვიცავდი და ზუსტად ის ხალხი უვლიდა ზედ, მაშინ რომ აქებდა.
ჩემთვის ჩაკვეტაძე ჩვეულებრივი ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელსაც რათქმაუნდა აქვს პოტენციალი ავიდეს მაღალ დონეზე.
მაგრამ კვარა საერთოდ სხვა განზომილებაა ჩემთვის. რაც გამოჩნდა იმის მერეც ეგრე ვარ, თამაშს რომ ჩააგდებდა რუბინში და ლანძღავდით აქ, ერთი წამითაც არ მიფიქრია, რომ რომელიმე ჩავარდნილი თამაში ან ვერ გატანილი გოლი მის ნიჭს დააკნინებდა.
ვიცი ბევრი ხართ ჩასაფრებული და როგორც კი ერთ თამაშში ვერ გაიტანს ისევ გამოხვალთ "სცენაზე", მაგრამ ეგ არაფერი...
როგორაც არ უნდა წავიდეს მისი კარიერა, ყოველთვის დარჩება იმ დიდი ფეხბურთელების გვერდით ჩემთვის, ვინც მიყვარდა და ვაფასებ დღემდე.
!!
05 აგვისტო 2022 23:09
4
ჩაკვეტაძეს მაგარი ფეხბურთელია იმედი მაქ დაიბრუნებს ფორმას! მაგრამ ხვიჩა სულ სხვაა იმიტომ რომ თამაშობს რომანტიკულ ფეხბურთს! ესთეტუკურად ლამაზად და ტექნიკურად მაღალ სისწრაფეზე,! მისი ფეხბურთი ფეხბურთზე მეტია და ამიტომ უყვარს იგი ძალიან ბევრს! მისი დრიბლინგი არამარტო ეფექტურია არამედ ლამაზიცაა!ის მინდორზე სოლისტი შოუმენია, მისი მოძრაობა მოედანზე ქართულ ცეკვასავით ლამაზია! I
რობი
05 აგვისტო 2022 19:28
1
ჩაკვეტაძე ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ მოდი ვაღიაროთ რომ ხვიჩა სხვა დონეზეა. ბიჭმა ნაპოლიში ადაპტაცია რამდენიმე დღეში გაიარა. თანამედროვე ფეხბურთი მხოლოდ ტალანტი და ტექნიკა არ არის, ფიზიკაც არის. ხვიჩას ის აქვს რაც არ ჰქონდათ ყენიას, ანანიძეს და ჩაკვეტაძის, ფიზიკური სიძლიერე. ჩაკვეს წარმატებები და იმედია დაიბრუნებს იმ ფორმას, რომლითაც ერთა ლიგის ფინალამდე მიგვიყვანა.
kane
05 აგვისტო 2022 18:03
3
ხვიჩას ფიზიკა რუბინში მომუშავე ესპანელი ფიზმომზადების მწვრთნელების დამსახურებაა. შეიძლება ითქვას რომ გაგვიმართლა. საჭიროა საქართველოში ჩამოვიყვანოთ ეგ ხალხი ან მისნაირები ესპანეთიდან იქნება პრობლემა მოგვიგვარონ
1
05 აგვისტო 2022 20:39
0
მე მაინც მელქისედეკი მირჩევნია))))
არისტო
05 აგვისტო 2022 17:33
4
არ მინდა ვინემ ცუდა გაიგოს და შეურაცყოფაში ჩამომართვას, ხვიჩა ძალიან მიყვარს, მაგრამ ჩაკვეზე ვეთანხმები ჯანაშიას, მიმაჩნია რომ პოტენციალი და ნიჭი გიოს უფრო მეტი აქ და ის შეძლებს მწვერვაზე ასვლას.
semi
05 აგვისტო 2022 16:49
17
ქართული ფეხბურთის ბოლო დროის მთავარი მოვლენა არის ხვიჩა. მისი აღმავლობა გრძელდება და დიდი იმედი მაქვს გაგრძელდება უფრო ხმაურიანად. ამიტომაც დიახ ხვიჩა არის მთავარი მოვლენა დღევანდელ ქართულ ფეხბურთში. წარმატებას ვუსურვებ ხვიჩას, ჩაკვეს, კიტეს და ყველა იმედის მომცემ ჩვენს ფეხბურთელებს.
G.LA
05 აგვისტო 2022 16:10
0
ეს თუ იქ მუშაობდა რას ელოდებით დინამოსგაან შავი ხვრელებით იქნება გავსებული დინამო თავის კორუფციით ხო წარმომიდგენია რახდება.
beqa
05 აგვისტო 2022 14:51
29
რატოა პირწავარდნილი რუსეთუმე, მიშისტი რომ არაა? დაიოკეთ რა ნერვები და პირი გამოირეცხეთ ვიდრე ვინმეს რუსეთუმეს უწოდებთ. ჯანაშია მაგარი კოჩია, ეგეთები სხვისი არასდროს ხდებიან
ივან
05 აგვისტო 2022 23:11
2
თანაც პირწავარდნილი რუსეთუმეა ჯანაშია.
გივი
05 აგვისტო 2022 19:48
15
როგორც მესი და რონალდო არიან მაგრები ისე არის ჩვენთვის კვარა და ჩაკვე. ჩაკვე ჩვენი მესია კვარა რონალდუ ❤️
ტოტტი
05 აგვისტო 2022 14:45
8
ზიდანი გვაკლია? ვაი ჩვენს პატრონს....კვარა კარგი ფეხბურთელი დადგება, მაგრამ ნამეტანი ნუ უბერავთ.მის ასაკში მესიც და რონალდოც უკვე მსოფლიო დონის ვარსკვლავები იყვნენ.ცოტა რეალობას გაუსწორეთ თვალი.
ჩაკვეტაძის კი რა მოგახსენოთ, საუბედუროდ მისი მატარებელი უკვე წავიდა.
ჟორა
05 აგვისტო 2022 18:11
30
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული