"ხიზანიშვილს ურეკავს ფეხბურთელი და ეუბნება, ნაკრებში გამომიძახეს, მაგრამ არ მინდა მოსვლა, მითხრეს, არველაძეები ხელს შეგიშლიანო" - აჩი არველაძემ მის დროს ნაკრებში მომხდარი ისტორია გაიხსენა

AutoSharing Option
პირველ არხზე, გადაცემის "გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე" სტუმარი აჩი არველაძე გახლდათ. წამყვანმა დავით გორგილაძემ მას ჰკითხა, რა არის ის ფენომენი, რის გამოც ძმებ არველაძეებს აქვთ საყოველთაო სიყვარული და პატივისცემა...

"ასე როგორ გითხრათ... რთულია, რომ პირდაპირი მნიშვნელობით ჩვენს ფენომენზე ვილაპარაკო, მაგრამ მარტივად შემიძლია გითხრათ...

ვფიცავარ ჩემს შვილსა და ძმისშვილებს, რომ არასოდეს არ შემშურებია სხვისი, არასოდეს სხვისი არაფერი არ წამიღია, არ მომიპარავს და თუკი ოდესმე რაიმე შესაძლებლობა მქონია ჩვენს სფეროში, ყველასთვის ხელი გამიმართავს. 

არ მქონია შემთხვევა, რომ როდისმე ვინმესთვის ხელი შემეშალოს. ზოგი ამბობს,
რომ უჩვენოდ არ წყდება არაფერი, უჩვენოდ არ კეთდება არაფერი; ცუდად განწყობილი ხალხი ვინც არის, ამბობს, რომ ჩვენ ვართ რაღაცა კოშმარი და კლანი...

მაგალითად, ეროვნულ ნაკრებში როდესაც ვთამაშობდი, გვქონდა ასეთი შემთხვევა... ზურა ხიზანიშვილს ურეკავს ერთ-ერთი ფეხბურთელი და ეუბნება, რომ ნაკრებში გამომიძახეს, მაგრამ არ მინდა მოსვლაო...

ზურა შეწუხდა, რას ჰქვია, ნაკრებში გამოგიძახეს და მოსვლა არ გინდაო? - მწვრთნელმა მითხრა, რომ ახლა არ ღირს, რადგან იქ არველაძეები ხელს შეგიშლიანო...

ზურა გადაირია... ასეთი ვიღაცის უპასუხისმგებლო ნათქვამმა შესაძლებელია სიცრუეში შეგიყვანოს. მე ახლა, დღემდე, იმ ბიჭთან ვმეგობრობ და დღემდე არ ვიცი, თუ რომელმა მწვრთნელმა უთხრა ეს.

ბედი ჩვენი, რომ ის მეგობრობდა ზურასთან და მან ხიზაშვილს დაურეკა... ეს ბიჭი აღმოჩნდა ავტობუსში ჩემ გვერდით... ჩამოვიდა ნაკრებში, რადგან ზურამ დააჯერა, რა სისულელეს იძახი, ხომ არ გაგიჟდიო...

10 დღე ვიყავით ერთად შეკრებაზე და ხმა არ ამოუღია... სჩვევიათ ახალწვეულებს, ნაკლებად კონტაქტურია და მორიდებითაა, ასეთი რაღაცები ყველგან ხდება.

ერთი-ორჯერ შევეკითხე, რა გჭირს-მეთქი და გავეხუმრე... ჩვენ ვიცინით, ვაქტიურობთ და ეს არ იღებს ხმას... ბოლოს მითხრა, არაო, გაკვირდებიო... ეს სიტყვები ყურში მომხვდა და მაშინვე ვიფიქრე, რას მაკვირდებოდა?

ანუ მაკვირდებოდა რას... რა სიტუაციაა ჩვენ ირგვლივ... "დინამოშიც" ასე იყო და ნაკრებშიც... ჩვენ გარშემო ძალიან ბევრი რამ ხდება, გარდა ფეხბურთისა. ვიღაცას რაღაცა პრობლემა აქვს და უნდა ვუშველოთ რაღაც მხრივ; მეორეს რაღაცა სხვა პრობლემა აქვს, ვიღაცას უჭირს და ამ ყველაფრის მომსწრე გახდა ეს ბიჭი...

რომ არ წამოსულიყო ნაკრებში, წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა... თავს კი არ ვიქებ, მაგრამ მაგ პერიოდში ჩვენ უკვე რაღაცები შეგვეძლო, უცხოეთში ვთამაშობდით... 1994, 1995, 1996 წლებია და მაგ დროს ნაკრებში სულ რაღაც 6-7 ლეგიონერი იყო.

გია გურული იყო წასული, თემურ ქეცბაია, კახა ცხადაძე და ჩვენ. მინიმუმ 3-4 წელი ამ ადამიანებმა ვინახეთ ეროვნული ნაკრები. ჩაცმა, დახურვა, ბუცები, ბურთები, სავარჯიშო, არაფერი არ გვქონდა... სარეცხი მანქანა და ფხვნილიც არ გვქონდა...

ამ უცხოეთში მოთამაშე ფეხბურთელების კისერზე გადადიოდა ეს ყველაფერი. მაგალითად, ცხადაძე და გია გურული იყვნენ პირველი წასულები და რომ ჩამოდიოდნენ, 3-4 წყვილი ბუცი ჩამოჰქონდათ...

მერე მე მივდიოდი და მომქონდა და ვისაც რისი საშუალება ჰქონდა, იმას მოიტანდა... ჩვენ თვითონ ვრეცხავდით, მერე ამას ვაშრობდით ან ვერ ვაშრობდით, ერთ შხაპში ვბანაობდით და ასე ვთამაშობდით ფეხბურთს...

იმავე მაგალითს მოგიყვები... კომენტარებში ხშირად წერენ იმას, რომ აი "ამ" ფეხბურთელის გამო "იმან" ვერ ითამაშა... ვეთანხმები, ეგრეა, კი...

ვთქვათ, დათო ყიფიანის გამო ვიღაცამ ვერ ითამაშა დიდი ფეხბურთი, იმიტომ, რომ იქ ყიფიანი იყო და ის ადგილი დაკავებული იყო...

როცა აქ თამაშობდა შოთიკო არველაძე, გიორგი ქინქლაძე, ქეცბაია, ჯამარაული, ცხადაძე, შელია და კალაძე, ვიღაცა იქ ვერ მოხვდებოდა", - ამბობს არველაძე.

შენიშვნა: გადაცემა ეთერში გავიდა 2021 წლის 22 ოქტომბერს
მკითხველის კომენტარები / 34 /
რა უნდა ამ ნაცს?
აკო
11 აგვისტო 2022 09:30
10
დაანებეთ თავი წარმატებული ადამიანების კბენას.
უნაკლო ადამიანი არ არსებობს.
გულში ჩაიხედეთ რომელ თქვენგანს გაუკეთებია არველაძეებზე, კალაძე, ... მეტი. გინდა ფეხბურთში და გინდა სხვა რამეში.
მოყვარული
11 აგვისტო 2022 08:36
2
ромел "топ лигаши" тамашобднен ес дзмеби, икнеб винмем шемахсенос, ту арада ратом ...?
кучкучи
11 აგვისტო 2022 07:09
13
რეზი და აჩი ბუნდესლიგაში.
შოთა ჰოლანდიაში იყო მაგრამ აიაქსში, იმ აიაქსში რომელ 90იანებში გრანდი იყო. შოთა რომ გადავიდა უკვე დაწყებული იყო ვარდნა მაგრამ ლაუდრუპთან და ლიტმანინთან ერთად ითამაშა.
შენ ეს ყველაფერი ალბათ კარგად იცი, მაგრამ ინტრიგნობ აშკარად(თან რუსული შრიფტით რომ წერ) :)))))
ზურა
11 აგვისტო 2022 12:09
0
არავისი როცა არ გშურს ადამიანს - საუკეთესიზე საუკეთესო თვისებაა!
ამაში -დაჯექი, 10 !
მაგრამ, ვიბც 40 გაფაცილებუოია - კარგად გვახსოვს 90 - იანების საქართველოს ნაკრების
ჭირცეული ხასიათი- ვიყოთ კაცები და დავარქვათ ყველაფერს სახელი თავისი!
როგორვარ გვაჩუქეთ სიხარული, იყო, ნამდვილად ,რადიორეოირტაჟებს რა დამავიწყებს..
მარა კაი მაიმუნებიც იყავით თქვენ და ზოგიერთი, იგიც კი გვახსოვს - საბერძნეთთან 3-0 , პოლონეთთან 4-1 ( მაშინ რას ყ...ით - არც ერთს არ გინდათ გახსენება, ყველას მართაკი გგონიათ თავი.
ხორვატები , აბა, მაშინ ტრაკზე უნდა აკოცონ ხორვატებმა თავის ყოფილ ფეხბურთელებს- ცეცხლს აფრქვევდა მათი გუნდი!თქვენ რომ დაბოდიაკობდით მინდორზე ნორვეგიასთან (1-4)- ისე კი არა!!
თქვენ, ბიძია, გ უ ნ დ ი არც ყოფილხართ თითქმის არასდროს - ბოსკამპმა დაგამგვანათ , მარა არ გიყვარდათ დისიპლინა!
ესაა სიმართლე!
წლების მერე ყველა მართალი გამიდიხართ და ნამეტანი სათბო.
რათ მინდა აქ ტკიკინი, ეგერ თბილისის დინამო რო სოფლის დარ გუნდად იქცა - რატომ დუნხართ ძმები? სხვა რა, მაპატიეთ და, ს...დ გვინდიხართ , თვითრეკლამა ჯი არა საქმე აკეთეთ !!
ვალერი
11 აგვისტო 2022 01:12
3
არველაძეების საქმე იყო ფეხბურთის თამაში,რასაც წარმატებით აკეთებდნენ,ბარემ მათთვის დაგებრალებინა საქართველოში რა განუკითხაობა იყო იმ დროს ყველა სფეროში
ვალერი-ს
11 აგვისტო 2022 09:40
1
არველაძეების საქმე იყო ფეხბურთის თამაში,რასაც წარმატებით აკეთებდნენ,ბარემ მათთვის დაგებრალებინა საქართველოში რა განუკითხაობა იყო იმ დროს ყველა სფეროში
ვალერი-ს
11 აგვისტო 2022 09:40
1
ბარემ ისიც გეთქვა ჯანაშიას პასებს რატომ არ აძლევდით ძმები, ეს ქაჯი არისო და არ გევასებოდათ. დაყოფილი ნაკრები კი ვერაფერს მიაღწევს გასაგებია.
ახლანდელი ნაკრები მომწონს, ერთ მუშტად არიან შეკრული.
ვანჩოპე
11 აგვისტო 2022 00:50
2
შოთა არველაძეზე უკეთესი ბომბარდირი და გოლის ალღოს მქონე ფეხბურთელი დამოუკიდებელი საქართველოს ნაკრებში ჯერ ჯერობით არ გამოჩენილა.
დათო
11 აგვისტო 2022 00:12
4
ერთი ეპიზოდი მინდა, რომ მოვყვე ჩემი ცხოვრებიდან:
კეიპტაუნიდან ვბრუნდებოდით საქართველოს პროგრამისტ მოსწავლეთა ნაკრები (მე ნაკრების მწვრთნელი ვიყავი) და სტამბულში ჯიბეებში მიპოვეს უამრავი ხურდა-ფული, რომელიც აქედან წაღებულ ქართულ ხურდა-ფულში მქონდა გადაცვლილი სხვა ქვეყნების დელეგაციების წევრებთან.
დამიჭირეს და მეჩხუბებიან, ამდენი ვალუტა სად მიგაქვსო!
დავიბენი, მაგრამ რომ მკითხეს საიდან ხარო, ვუპასუხე "ქართველი ვარ, ჯორჯია, გრუზია!"
არ გაჭრა... და რომ ვუთხარი "გურჯისტანიდან ვარ-მეთქი", დაიწყეს ყვირილი: "გურჯისტან? აჩიკო? შოთიკო?"
...
ჩამილაჩხრიალეს ჩემი "ვალუტა" და დიდი პატივისცემით გამომაცილეს ძახილით: "აჩიკო!!! შოთიკო!!!"
ამას რა დამავიწყებს!..
ეს ისე...
ბესო შიოშვილი
10 აგვისტო 2022 23:00
2
რაღაც ბოლო დროს შოთა გადიდკაცდა ამხანაგურ თამაშებზე არ კადრულობდა ჩამოსვლას. ნაკრები თამაშობდა ძალიან ქაოსურ ფეხბურთს. მოსამზადებელ შეკრებებზე და ამხანაგურ თამაშებზე სხვა ფეხბურთელები იკრიბებოდნენ, წარმოსაჩენ თამაშებზე კი ის ფეხბურთელები ჩამოდიოდნენ ვინც ამხანაგურებში არ იყო ნათამაშწბი. გუნდს ყოველთვის ეკლდა შეთამაშება, ნაკრებში არ იყო დისიპლინა.ორ კატეგორიად იყო გაყოფილი ნაკრები. ერთი კატეგორია ზემოდან დაჰყურებდა მეორეს და შედეგიც შესაბამისი იყო. საუკეთესო ბომბარდირს 26 გოლი აქვს ნაკრებში გატანილი რაც წელიწადში 2 გოლია. ეს არის ძალიან საშინელი შედეგი. დღევანდელი ნაკრები უძლიერესია ნაკრების ისტორიაში. ყველა შესაძლებლობის მაქსიმუმს სდებს მოედანზე, მეგობრული და მებრძოლი სული ტრიალებს გუნდში. ბიჭები ერთნაირიი მონდომებით მოდიან ყველა თამაშზე გიბლარტარი იქნება თუ ესპანეთი ყველა შემართებით თამაშობს და შწდეგიც სახეზეა. ეს გუნდი უფრო წინ წავა და მაღალ მწვერვალს დაიპყრობს!
იაგო
10 აგვისტო 2022 21:34
8
თურქეთის ნაკრები საქართველოში რომ ჩამოდიოდა საქართველოს ნაკრებს კი არ ათამაშებდნენ და არც დინამოს,იყო ოფიცერთა სახლის გუნდი, "ოდ და იმას ახვედრებდნენ, რომელიც თურქებს უგებდა 8:0-ს, 10:0-ს. ასე იყო ეს.
.
14 აგვისტო 2022 21:16
0
ცჰემო ბესარიონ მასჰი ანუ იმ დროს ტურქები ვირებიტ დადიდნენ ქალაქებსჰი ნებისმიერი უბნიდან ეზოს პეხბურტს ვინც ტამასჰობდა რომ ეტამასჰა ტურქეტსჰი იმასაც ესე მოიხსენიებდენ და ტასჰპანდურიტ გამოგაცილებდენ. იმ დროს ტურქებს ბურტი საზამტრო ეგონატ.
mesi
11 აგვისტო 2022 14:41
0
ყველა გამოხმაურება
მართლა რამდენი შურიანია ამ დალიცვილ საქართველოში, შოთი რო გადაიყვანს ჰალს პრემიიერლიგაში მერე ნახეთ ამ ბოღმიანების გულზე გახეთქვა*
ჰაინკესი
10 აგვისტო 2022 20:56
7
არ ვიცი ვინ რას გერჩით მარა თქვენი პლიადა ყველაზე ძლიერი იყო ვისურვებდი იგივეს ახალ ნაკრებში
დავით
10 აგვისტო 2022 17:51
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული